მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
შაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7029.3
-0.0405
flag
AZN 1.5873
-0.0034
flag
CNY 37.706
0.0028
flag
EUR 3.1536
0.017
flag
GBP 3.6399
0.0124
flag
KZT 50.38
0.0006
flag
TRY 0.0658
-0.0002
flag
USD 2.6984
-0.0067

სამომავლოდ მსურს საკუთარი კვების ობიექტი გავხსნა - „მასპინძელი“ სპეციალურად „გემო ფესტისთვის“ შექმნილი ბრენდი

news image

ვისაც აინტერესებს კვების სფერო, მათთვის ძალიან კარგი შანსია და სამომავლოდ აუცილებლად უნდა მიიღონ მონაწილეობა „გემო ფესტში“, - აცხადებს გურიაში გამართული „გემო ფესტის“ ერთ-ერთი მონაწილე მარეხი გობრონიძე, რომელიც ფესტივალში „მასპინძლის“ სახელით იღებდა მონაწილეობას.

„მასპინძელი“ სპეციალურად „გემო ფესტისთვის“ შექმნილი ბრენდია და მარეხი გობრონიძე არ გამორიცხავს, რომ მან სამომავლოდაც გააგრძელოს არსებობა. მით უმეტეს, რომ მას წინ დიდი გზა და გეგმები აქვს. 

„გემო ფესტში“ მონაწილეობას პირველად ვიღებდი და ეს მართლაც ძალიან დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის. პირველი დღე ცოტა ემოციურიც კი იყო, თუმცა მეორე დღე ჩემთვის შედარებით მშვიდი იყო. 

კერძების წარდგენისას მაქსიმალურად შევინარჩუნეთ გურული გემოები და ვიზუალი შეუცვალეთ კერძებს. ჩვენთან მოსულ სტუმრებს ვთავაზობდით გურულ ხვეულას - ქათმის ხორცით და გურული სუნელით და ასევე ღორის ხორცით და გურული სუნელით - ოხრახუშის ლაქტოზინათი და ცოცხალი კიტრით. ასევე გვქონდა მეორე კერძი, გურული ღვეზელი. ეს იყო მოდერნიზებული ვერსია, მწყრის კვერცხით, რომელიც შესუნელებული იყო გურულ სუნელში. პროდუქტს გარედან აკრავს სულგუნის ბრაწულა და ჩადებულია ყველია სოუში.

საბოლოო გემოების მისაღებად, „გემო ფესტის“ სამზადისში აქტიურად ვითანამშრომლეთ შეფებთან..

მე სტუდენტი ვარ, ვსწავლობ კულინარიაზე და „გემო ფესტში“ მონაწილეობა ჩემთვის მართლა ძალიან დიდი გამოცდილება იყო. სამომავლოდ მინდა, რომ ჩემი კვების ობიექტი გავხსნა. სახელი „მასპინძელი“ ძალიან მომწონს, ვნახოთ.

ვისაც აინტერესებს კვების სფერო, მათთვის ძალიან კარგი შანსია და აუცილებლად უნდა მიიღონ მონაწილეობა „გემო ფესტში“, - აცხადებს მარეხი გობრონიძე.

აღსანიშნავია, რომ 23-24 აგვისტოს შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გასტრონომიული ფესტივალი „გემო ფესტი“ გაიმართა.

ფესტივალში მონაწილეობის მსურველებს გამოცდილმა შეფმზარეულებმა ტრენინგი ჩაუტარეს და შედეგად 13 მონაწილე შეირჩა ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებიდან.

მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, წარმოედგინათ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი გურული კერძები, რომლებიც ფესტივალის სტუმრებმა დააგემოვნეს. 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Le Méridien Batumi ახალი ტრადიციის საწყისში - კლასიკა, კულტურა და ქველმოქმედება ერთ სივრცეში

27.08.2025.10:00

28 აგვისტოს, ბათუმში, ზღვისპირა შთაგონებით სავსე სივრცეში, სასტუმრო Le Méridien Batumi, ბათუმის მერიასთან პარტნიორობით, უმასპინძლებს გამორჩეულ კულტურულ საღამოს. კლასიკური მუსიკის მაგიურ ატმოსფეროს შექმნიან გამოჩენილი ქართველი შემსრულებლები — სანდრო გეგეჭკორი და ლიზა რამიშვილი.

ეს საღამო მხოლოდ ხელოვნების ზეიმი არ არის — ის გულისხმობს თანადგომას და ჰუმანურ ღირებულებებს. მიღებული შემოსავალი გადაეცემა საქველმოქმედო კამპანიას „ანათე სითბოს“, რომელიც საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მეშვეობით მხარს უჭერს მარტოხელა, ხანდაზმულ  ადამიანებს.

ღონისძიება ეძღვნება მათ, ვისაც ყოველდღიურობაში მეტი ზრუნვა და მხარდაჭერა სჭირდება.

Le Méridien Batumi, როგორც Marriott-ის ბრენდის წევრი და მდგრადი განვითარების აქტიური მხარდამჭერი, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ხელოვნება, გარემოზე ზრუნვა და სოციალური პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს ჰარმონიულად შერწყმული.

ღონისძიებას მხარს უჭერენ: ტოიოტა ბათუმი, ლუტეცია, პსპ, მარდი ჰოლდინგი, ისი პარი, გაგრა პლუსი და ჯეო ქარი — კომპანიები, რომლებსაც სჯერათ პოზიტიური ცვლილების ძალის.

ეს არ არის მხოლოდ ერთჯერადი ღონისძიება - Le Méridien Batumi იწყებს კულტურული საღამოების სერიას, რომელიც მომავალშიც გააგრძელებს კლასიკურ ხელოვნებასა და ქველმოქმედებას შორის ხიდის გაბმას.


ეს ინიციატივა აერთიანებს ბათუმელებსა და ქალაქის სტუმრებს, ვინც მზად არიან იყვნენ კულტურული ცხოვრებისა და ქველმოქმედების ნაწილი.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა