მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7255.4
0.0031
flag
AZN 1.5711
-0.0004
flag
CNY 39.39
-0.0007
flag
EUR 3.1003
-0.0092
flag
GBP 3.5762
-0.0147
flag
KZT 55.17
-0.0047
flag
TRY 0.0582
0
flag
USD 2.6708
-0.0008
news banner

წყალი Normox მალე ონლაინაც გაიყიდება

news image

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი, სამკურნალო წყალი Normox, მალე მომხმარებლისთვის ონლაინ პლატფორმაზეც გახდება ხელმისაწვდომი. ბრენდს მცირე მეწარმე „რაჭა“ აწარმოებს, რომლის დამფუძნებელმა და დირექტორმა ბესიკ კაციტაძემ Business Insider Georgia-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ პროდუქტზე მოთხოვნა სტაბილურად იზრდება.

აღსანიშნავია, რომ Normox-ის რეალიზაცია უკვე წარმატებით მიმდინარეობს ფიტნეს დარბაზებშიც, რაც მის მიმართ სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებული პირების მაღალ ინტერესზე მიუთითებს.

„წარმოდგენილები ვართ ფიტნეს დარბაზებში და გაყიდვებიც სტაბილურად მზარდია. რეალურად თვიდან თვემდე გაყიდვები 5%-იან ზრდას აჩვენებს“, - აღნიშნავს ბესიკ კაციტაძე.

Normox-ის სამომავლო გეგმებში პროდუქციის სააფთიაქო ქსელებში რეალიზაცია შედის, რაც, სავარაუდოდ, სამკურნალო წყალზე მოთხოვნის კიდევ უფრო ზრდას გამოიწვევს. თუმცა, ამ ეტაპზე მწარმოებლისთვის გაზრდილი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული.

ამჟამად Normox-ის ჩამოსხმა სხვის ქარხანაში მიმდინარეობს, რაც დამატებით დროსა და რესურსებს მოითხოვს. წარმოების პროცესის ოპტიმიზაციისა და სტაბილური მიწოდების უზრუნველსაყოფად, კომპანიას საკუთარი საწარმოო ხაზის აწყობა და დამოუკიდებელი წარმოების დაწყება სურს. ამ მიზნის მისაღწევად ბრენდი ახლა საჭირო ფინანსური რესურსების მოძიებაზე მუშაობს.

„როდესაც ჩამოსხმას 22 დღე ელოდები, რთულია. პროდუქტის რეკლამირება რომ დავიწყო და ახალ ობიექტებში შევიდე, მოთხოვნა მკვეთრად გაიზრდება, რის მიწოდებასაც ოპერატიულად ვერ უზრუნველყოფთ. სწორედ ამიტომ, ჩვენი მთავარი მიზანი საკუთარი საწარმოო ხაზის მოწყობაა, რისთვისაც ამჟამად გრანტის მოპოვებაზე ვმუშაობთ“, - აცხადებს ბესიკ კაციტაძე.

საკუთარი წარმოების დაწყება ბიზნესს საშუალებას მისცემს სრულად აითვისოს ბაზრის პოტენციალი და მომხმარებელს სამკურნალო წყალი შეუფერხებლად მიაწოდოს.

ამჟამად Normox-ის ჩამოსხმა ხორციელდება 0,5 და 5 ლიტრიან ბოთლებში. პროდუქციის შეძენა დღეისათვის თბილისში სამი ლოკაციიდან არის შესაძლებელი, საუბარია უბნის მაღაზიებზე.

Normox ბიოლოგიურად აქტიური დანამატი სამკურნალო წყალია, რომელიც აძლიერებს იმუნიტეტს, ნორმალიზებს ორგანიზმში ჟანგბადს, ამაღლებს სატურაციას და ხსნის დაღლილობას.

ყველა დანარჩენი ჟანგბადიანი წყლისგან განსხვავებით, Normox არ შეიცავს ჟანგბადის გამომყოფ ნივთიერებებს (ზეჟანგებს) და სტაბილიზატორებს. პროდუქტი შედგება გამოხდილი წლისა და მასში გახსნილი ჟანგბადისგან (არანაკლებ 20 მგ/ლ). იგი ნორმალიზებას უკეთებს სისხლში ჟანგბადის რაოდენობას, ხელს უწყობს სისხლში შაქრისა და არტერიული წნევის რეგულირებას, აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს, კომპენსირებს ნებისმიერი წარმოშობის ჰიპოქსიას (ჟანგბადის ნაკლებობას), რაც დაკავშირებულია ჰემოგლობინის ნაკლებობასთან, გულ-სისხლძარღვთა, ფილტვების დაავადებებთან, ფსორიაზთან, ასევე ფიზიკურ ან გონებრივ დატვირთვასთან, მაღალმთიან ადგილებში ყოფნასთან ან დახურულ სივრცეში მუშაობასთან.

რეკომენდირებულია სპორტსმენებისათვის ვარჯიშის შემდგომ, ენერგიის აღსადგენად და თავსებადია ნებისმიერი სახის მკურნალობასთან.

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი Leila Meskhi Tennis Academy Cup & Coca Cola

29.05.2026.20:51

საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციისა და კომპანია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” ორგანიზებით 30 მაისიდან - 7 ივნისის ჩათვლით, ლეილა მესხის ჩოგბურთის კორტებზე ევროპის ახალგაზრდული საერთაშორისო ტურნირი (TENNIS EUROPE JUNIOR TOUR U 14) - ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი ( Leila Meskhi Tennis Academy & Coca-Cola Cup) გაიმართება.

კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ უკვე მრავალი წელია სპორტისა და არაერთი ახალგაზრდული ინიციატივის მხარდამჭერია. კომპანიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი საერთაშორისო ტურნირების მხარდაჭერა, რომლებიც ახალგაზრდა სპორტსმენებს პროფესიული ზრდისა და საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს. მსგავსი შეჯიბრებები ხელს უწყობს როგორც ქართული სპორტის განვითარებას, ისე ქვეყნის პოპულარიზაციას საერთაშორისო სპორტულ სივრცეში. ვინაიდან „კოკა-კოლასთვის“ სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ერთ-ერთი მთავარი მისია და პასუხისმგებლობაა, კომპანია უკვე წლებია ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და მისი ტურნირების მთავარი პარტნიორია.

საერთაშორისო ტურნირში 10-ზე მეტი ქვეყნის 130-მდე ჩოგბურთელი მიიღებს მონაწილეობას. შეჯიბრება 14 წლამდე გოგონებსა და ვაჟებში, როგორც ერთეულთა, ისე წყვილთა თანრიგში გაიმართება. საჩოგბურთო შეჯიბრებაში მონაწილე ქვეყნები არიან: საქართველო, უკრაინა, სომხეთი, აშშ, გერმანია, ისრაელი, ყაზახეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი.

საკვალიფიკაციო თამაშები 30 მაისს, ხოლო მთავარი ბადის თამაშები 1 ივნისიდან დაიწყება. ფინალური შეჯიბრება და დაჯილდოების ცერემონიალი კი 7 ივნისს გაიმართება.

ტურნირისთვის სპეციალურად მოწვეულია თეთრის სამკერდე ნიშნის მქონე საერთაშორისო მსაჯი, რომელიც ტურნირსა და ადგილობრივი ხაზის მსაჯებს უხელმძღვანელებს.

ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასის მიზანია: ჩოგბურთის განვითარების ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ახალგაზრდა ჩოგბურთელების ოსტატობის ამაღლება, ჩოგბურთელებისთვის საერთაშორისო ქულების მოპოვება და საქართველოში სპორტული ტურიზმის განვითარება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა