საკმაოდ მაღალი დონის პრეზენტაცია გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის განვითარების მიმართულების კუთხით, არის გამოწვევები და ეს გეგმა, რომელიც მან წარმოადგინა, აბსოლუტურად განსხვავდება წინა პერიოდის გეგმებისგან - ზურა ჩხაიძე
საკმაოდ მაღალი დონის პრეზენტაცია გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის განვითარების მიმართულების კუთხით, - განუცხადა ჟურნალისტებს ბიზნესმენმა ზურა ჩხაიძემ პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
მისივე თქმით, გეგმა, რომელიც პრემიერმა წარადგინა, აბსოლუტურად განსხვავდება წინა პერიოდის გეგმებისგან.
„საკმაოდ მაღალი დონის პრეზენტაცია გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის განვითარების მიმართულების კუთხით. არის გამოწვევები და ეს გეგმა, რომელიც მან წარმოადგინა, აბსოლუტურად განსხვავდება წინა პერიოდის გეგმებისგან. მხედველობაში მაქვს ეკონომიკური განვითარება და ზოგადად, ქვეყნის გამოწვევა.
აქ არის ენერგეტიკის მხარე, დემოგრაფიის მხარე, ზოგადად, ქვეყნის განვითარება და კურსი“, - აღნიშნა მან.
სხვა სიახლეები
ბრენდის კონკურენტული უპირატესობა განსხვავებული, გემოვნებიანი პროდუქციაა - Naninfinitas
14.11.2025.18:00
Naninfinitas ქართული ბრენდია, რომელიც მომხმარებელს განსხვავებულ, მრავალფეროვან და საინტერესო პროდუქციას სთავაზობს. არსებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia ბრენდის დამფუძნებელს, ნანუკა ჩხეიძეს ესაუბრა.
როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?
ამ ეტაპზე ვმუშაობ საბავშვო კოლექციაზე, რომლის სახელწოდებაც არის "ფიორინი" და მოიცავს საბავშვო შარფებს, ჩანთებს , მაისურებს და სხვა ნივთებს.

გარდა ამისა, აქტიურად ვმუშაობ სახლის ინტერიერის დეტალებზე. დავამატე სუფრა განსხვავებულ სტილში და ფერებში, ასევე ბალიშები და აბაჟურები, რომელიც ჯერ არ უნახავს საზოგადოებას და თქვენთან გავამხილე.
რას მიიჩნევთ Naninfinitas კონკურენტულ უპირატესობად?
უპირატესობა არის განსხვავებულობა, სიფერადე და გემოვნებიანი სიჭრელე, რაც ბევრისთვის ძალიან რთულია. ამას განსაკუთრებული ხედვა სჭირდება, მუდმივად სიახლეების შეთავაზება, რაც თითქმის ამოუწურავია და ვერ წარმომიდგენია შენს ერთგულ დამფასებელს შესთავაზო ერთი და იგივე პროდუქტი.
როგორია ბრენდის სამომავლო გეგმები?
სამომავლო გეგმებს რაც შეეხება არის დიდი მოთხოვნა ტანსაცმლის კოლექციაზე. ვეცდები მალე დავასრულო და წარვადგინო რა თქმა უნდა განსხვავებული და ექსკლუზიური მოდელები.
