მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7108.6
0.0142
flag
AZN 1.6078
-0.0013
flag
CNY 38.038
0.0012
flag
EUR 3.0861
-0.0123
flag
GBP 3.6838
-0.0089
flag
KZT 53.79
0.0036
flag
TRY 0.0699
-0.0001
flag
USD 2.7342
-0.0007

საკმაოდ დიდი ინვესტიციები იდება, როგორც ინფრასტრუქტურაში ისე რენოვაციაში და ჩვენი სერვისი კიდევ უფრო იხვეწება - Lopota Lake Resort & Spa

news image

Lopota Lake Resort & Spa - ლოპოტა სპა რეზორტი ზაფხულის სეზონის ოფიციალურ გახსნას 21 ივნისს გეგმავს, თუმცა მანამდე ტურისტულმა ობიექტმა სტუმრების აქტიურად მიღება უკვე დაიწყო. როგორც Business Insider Georgia-სთან Lopota Lake Resort & Spa-ს კომერციულმა დირექტორმა მაკა ღლიღვაშვილმა განაცხადა, ტურისტული ობიექტის ტერიტორიაზე ამ დროისათვის რამდენიმე კორპუსის რენოვაცია მიმდინარეობს, რათა რეზორტის სტუმრებს განახლებული ინფრასტრუქტურა და მაღალი ხარისხი დახვდეთ.

„ჩვენ სეზონი რეალურად უკვე დავიწყეთ. აკვა პარკი უკვე ფუნქციონირებს. გარდა ახალი გახსნებისა, როგორც იცის ჩვენ ყოველწლიურად ჩვენი კორპუსების რენოვაციებს ვაკეთებთ. წელს მიმდინარეობს 4 კორპუსის რენოვაცია, რომელიც ივნისის ბოლოს გაიხსნება და Lopota Lake Resort & Spa ყველაზე მაღალ სეზონს 310 სასტუმრო ოთახით შეხვდება, რომელიც არის ივლისის და აგვისტოს პერიოდი“, - აღნიშნა მაკა ღლიღვაშვილმა.

Lopota Lake Resort & Spa-ს კომერციული დირექტორი ამბობს, რომ მიმდინარე წელს შედარებით აქტიურია ისრაელის ბაზარი, რომლებიც მოგზაურობას წინასწარ გეგმავენ და შესაბამისად ჯავშნებსაც დიდი ხნით ადრე აკეთებენ.

„ტენდენცია ბაზრების მიხედვით საკმაოდ იცვლება. რომელი ბაზარიც არის აქტიური, ისე განისაზღვრება მოკლე პერიოდში კეთდება ჯავშნები თუ პირიქით, დიდი ხნით ადრე, წინასწარ. იქიდან გამომდინარე, რომ წელს ყველაზე აქტიურია ისრაელის ბაზარი, ისინი „ბოლო წუთის“ ჯავშნებს არ აკეთებენ და პირიქით, საკმაოდ ადრე გეგმავს ყველაფერს. ამ პერიოდისთვის ივნისი, ივლისი, აგვისტო და სექტემბერი საკმაოდ დატვირთულია. თუმცა აგვისტო მაინც ყველაზე დატვირთულია“, - აღნიშნავს Lopota Lake Resort & Spa-ს წარმომადგენელი.

Lopota Lake Resort & Spa-ს კომერციული დირექტორის თქმით, აგვისტოს ტურისტული ობიექტისთვის ყველაზე აქტიური პერიოდია და მაღალი მოთხოვნის ფონზე კომპანიაში ტარიფების ზრდასაც არ გამორიცხავენ.

„მენეჯმენტს ყოველთვის გათვლა აქვს, რომ წინ და წინ წავიდეს და იგივე მაჩვენებლებზე არ დარჩეს. შესაბამისად ყოველწლიურად გაქვს ის გათვლა, რომ მეტი ჯავშანი უნდა მივიღოთ, ან თუ მეტ ჯავშანს ფიზიკურად ვერ მივიღებთ, რადგან აგვისტო ისედაც ყველაზე მაღალი დატვირთულობის თვეა, უფრო ძვირად გავყიდოთ და შესაბამისად შემოსავალი მეტი მივიღოთ. აგვისტოში უფრო ველოდებით შედარებით მაღალ გადამხდელუნარიან სტუმარს. გარდა ამისა საკმაოდ დიდი ინვესტიციები იდება როგორც ინფრასტრუქტურაში ისე რენოვაციაში და ჩვენი სერვისი კიდევ უფრო იხვეწება. საქართველოში ერთადერთი რეზორტი ვართ, რომელსაც Booking.com-ზე შეფასება 9,5 აქვს“, - აცხადებს მაკა ღლიღვაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად Lopota Lake Resort & Spa-ს სტუმრების 50%-ი ქართველი მოსახლეობა, ხოლო 50%-ი უცხოელი სტუმრები.

Lopota Lake Resort & Spa-ს მაგალითზე MICE ტურიზმი ყველაზე აქტიური შემოდგომითაა.

„MICE ტურიზმი კახეთში განსაკუთრებით პოპულარულია სექტემბერ-ოქტომბრის პერიოდში. თუმცა წინასწარი ჯავშნები, რაც საქმიანი ტურიზმის მიმართულებით ახლა გაქვს მიღებული პატარ-პატარა ჯგუფებია, ივნისშიც და ივლისშიც. აგვისტოში ნაკლებად. თუმცა უფრო დიდი დატვირთულობა ამ მხრივ ჩვენს შემთხვევაში ეს არის სექტემბრის თვეში“, - განმარტავს ახლა გაქვს მიღებული.

Lopota Lake Resort & Spa-ს სტუმრებს სხვადასხვა მუსიკალურ საღამოებსაც შესთავაზებს, რათა მათ დასვენებასთან ერთად მათი განწყობის ამაღლებაზეც იზრუნონ.

„ჩვენ გავხსენით გასულ წელს გავხსენით „ლოპოტას ჯაზკლუბი“ და შესაბამისად ყოველ პარასკევს და შაბათს გვაქვს სხვადასხვა ღონისძიებები, რომელიც მოიაზრებს ქართული ჯაზ ბენდების და ჯაზ ჯგუფების საღამოებს. ძალიან მალე დავაანონსებთ სეზონის გახსნას მუსიკალური პროგრამით. ოფიციალურ გახსნას 21 ივნისს ვგეგმავთ და შესაბამის უფრო გავაქტიურდებით ამ მიმართულებით“, - ამბობს Lopota Lake Resort & Spa-ს კომერციული დირექტორი.

Lopota Lake Resort & Spa, შუაგულ კახეთში ტბის გარშემოა გაშენებული და თვალწარმტაცი კავკასიონის ქედებითაა გარშემორტყმული. დედაქალაქიდან 2 საათის სავალზე, 60 ჰექტარზე განლაგებული რეზორტი სტუმრებს ოთხი სეზონის მანძილზე განსხვავებულ შთაბეჭდილებებს სთავაზობს.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მომავალი წლიდან ვეცდებით, მონტენეგროში ჯგუფური ტურების სერია დავიწყოთ და თუ კი ნაკადი გვიჩვენებს, რომ მიმართულება იტვირთება, ამის შემდეგ ვიფიქრებთ ჩარტერებზე - „ავიაქსელი“

29.05.2025.18:00

აგვისტოში ისტორიაში პირველად მონტენეგროში პირველი ჯგუფურ ტური განხორციელდება. აღნიშნულ ტურს კი ორგანიზებას ქართული კომპანია ავიაქსელი • Avianet უწევს. როგორც Business Insider Georgia-სთან „ავიაქსელის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა ამირან აბესაძემ განაცხადა, თუ კი აღნიშნული პროექტი გაამართლებს და მოთხოვნა გაჩნდება, მაშინ კომპანია მზადაა, რომ სხვა ტურების ორგანიზებაც მოახდინოს.

„აგვისტოში მონტენეგროში გაქვს 20 კაციანი ჯგუფური ტური. ეს ტური გათვლილია დასვენებაზე და ჩვენი ტურისტები იქნებიან ქალაქ ბუდვაში და თუ ინდივიდუალურად მოისურვებენ, შეუძლიათ სხვა ქალაქებიც მოინახულონ. აღნიშნულ პროექტს „ავიაქსელი“ Turkish Airlines-სთან პარტნიორობით ვახორციელებთ“, - განმარტავს ამირან აბესაძე.

„ავიაქსელის“ დამფუძნებლის თქმით, მონტენეგროს მხრიდანაც სექტემბერში საქართველოში ინფო ტური გაიმართება და თუ კი საბოლოოდ აღნიშნული მიმართულება ქართველი ტურისტებისთვის მიმზიდველი იქნება, ასევე საქართველოთი მონტენეგროელი ტურისტებიც დაინტერესდებიან, მაშინ ქვეყნებს შორის ჩარტერული ფრენების დანიშვნაც განახლება. ფრენებს ევროპული ავიაკომპანია განახორციელებს.

„წელს ვაკეთებთ სატესტო ჯგუფურ ტურს. ამის შემდეგ მონტენეგროს ტურიზმის ნაციონალური სააგენტოს ორგანიზებით 15 სექტემბრიდან იგეგმება ინფო ტურის შეთავაზება ქართული კომპანიების ხელმძღვანელებისთვის, რაც გულისხმობს 5 ქალაქის უსასყიდლოდ მონახულებას, 2 დღიან დაბინავებასა და მათთვის ქვეყნის სხვა მნიშვნელოვანი ადგილების ჩვენებას სამომავლო ტურისტული მარშრუტებისათვის. მომავალი წლიდან ვეცდებით, რომ ეს პროდუქტი გავუშვათ, ანუ ჯგუფური ტურების სერია დავიწყოთ. თუ კი ნაკადი გვიჩვენებს, რომ მიმართულება იტვირთება, ამის შემდეგ ვიფიქრებთ ჩარტერებზე. ჯერჯერობით ვტესტავთ ამ მიმართულებას“. - აცხადებს ამირან აბესაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა