მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7099.9
0.0071
flag
AZN 1.5908
-0.0003
flag
CNY 38.205
0.0026
flag
EUR 3.131
0.0106
flag
GBP 3.561
0.0107
flag
KZT 52.18
-0.0001
flag
TRY 0.0637
0
flag
USD 2.7047
-0.0005

სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის ბაზრის წილი კომპანიების მიხედვით - TOP 5 ბაზრის მოთამაშე

news image

2025 წლის 9 თვის განმავლობაში სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიამ 227 მლნ ლარი შეადგინა. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიით ლიდერი თიბისი დაზღვევაა, რომელიც ამ ბაზრის 27%-ის მფლობელია.

სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის ბაზრის წილი კომპანიების მიხედვით:

  • თიბისი - 60.1 მლნ ლარი - 27%;
  • ალდაგი - 51.8 მლნ ლარი - 23%;
  • ჯიპიაი - 32.1  მლნ ლარი - 14%;
  • ბენეფიტი - 16.2 მლნ ლარი - 7%;
  • პსპ - 11.7 მლნ ლარი - 5%;
  • სხვა - 54.7 მლნ ლარი - 24%.

2025 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას. 2025 წლის 9 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 1 098 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 272 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 113 მილიონი ლარი.  სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 696 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 517 მილიონ ლარს.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Skillwill-ის პროფესიული კოლეჯი გაიხსნა - პროექტი Tether-ის $18 მლნ თანაინვესტიციით ხორციელდება

26.11.2025.17:07

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თბილისის მერ კახა კალაძესთან და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად, Skillwill-ის პროფესიული კოლეჯი გახსნა. მთავრობის მეთაურმა კოლეჯის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

პროექტი მსოფლიო დონის ფინანსურ-ტექნოლოგიური პლატფორმა Tether-ის 18 მილიონი დოლარის თანაინვესტიციით ხორციელდება.

პრემიერ-მინისტრი ასევე დაესწრო კოლეჯის განვითარების გეგმის პრეზენტაციას, რომელიც Skillwill-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მარიამიძემ გამართა. Skillwill-ი ქვეყნის მასშტაბით 12 კოლეჯის გახსნას გეგმავს, სადაც  ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა, დაეუფლონ ისეთ სტრატეგიულ მიმართულებებს, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტი, ბლოკჩეინ ტექნოლოგიები და მონაცემთა ინჟინერია.

Skillwill-ის კოლეჯი ფუნქციონირებს თბილისსა და ბათუმში, სადაც 1 350 სტუდენტი სწავლობს. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს 5 ძირითადი მიმართულებით, რაც პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებასა  და კომპიუტერულ ქსელებს მოიცავს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა