„სახლი 71“ ახალ სამშენებლო პროექტს ახორციელებს - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, თბილისში, ისანში, ქეთევან დედოფლის #71-ში, დეველოპერული კომპანია „სახლი 71“ თანამედროვე მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას ახორციელებს.
პროექტის ჯამური ღირებულება 15 მლნ. დოლარია, ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 11.5 მლნ. დოლარს შეადგენს.
პროექტი 10,000 კვ.მ ფართობზე ხორციელდება. ის ერთ 16-სართულიან და ორ 23-სართულიან მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებს. კომპლექსი ჯამში 600 ბინას, საოფისე და კომერციული ფართებს, რეკრეაციული ზონებს, საბავშვო სათამაშო მოედანს, სკეიტ პარკს, ფიტნეს დარბაზსა და ღია და დახურულ საპარკინგე სივრცეებს გააერთიანებს.
მშენებლობა 2022 წლის ივნისში დაიწყო და 2027 წლის ივლისში დასრულდება.
„სახლი 71“ სამშენებლო-დეველოპერული კომპანიაა, რომელიც 2021 წელს დაარსდა და ქალაქში თანამედროვე საცხოვრებელი პროექტების განვითარებაზეა ორიენტირებული. ჩვენი მიზანია მაცხოვრებლების საჭიროებებზე მორგებული გარემოს შექმნა და მოქნილი გადახდის პირობების შეთავაზება, რათა ბინის შეძენის პროცესი მაქსიმალურად მარტივი და ხელმისაწვდომი იყოს. საქართველოს ბანკი დაარსების დღიდან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. ეს თანამშრომლობა ორიენტირებულია როგორც ბიზნესის განვითარებაზე, ისე მომხმარებლებისთვის დაფინანსების პროცესის გამარტივებაზე. სამომავლოდ, თბილისის სხვადასხვა უბანში ახალი პროექტების განხორციელებას, შემდგომ ეტაპზე კი საქართველოს მასშტაბით გაფართოებას ვგეგმავთ“, - განაცხადა „სახლი 71“-ის მმართველმა პარტნიორმა, ბექა ჩიქობავამ.
სხვა სიახლეები
21.02.2026.03:28
ინვესტიციას მოჰყვება ცოდნა და ტექნოლოგია - ლევან ვეფხვაძე
20.02.2026.22:52
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული პრობლემა სტრუქტურულ აცდენასთან არის დაკავშირებული.
როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, ბიზნესის მოთხოვნილ კვალიფიკაციებსა და უმუშევართა არსებული უნარების შორის შეუსაბამობა სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. მისი თქმით, სწორედ ეს სტრუქტურული დისბალანსი განსაზღვრავს შრომის ბაზრის მთავარ გამოწვევას და აისახება ბიზნესის განწყობებსა და BAG ინდექსის მაჩვენებლებშიც.
„სტრუქტურული უმუშევრობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ კვალიფიკაციები ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის აცდენილია. ანუ მოთხოვნა-მიწოდება რაოდენობრივი ხომ არ არის მთავარი პროცენტულად, რომ ამდენი სამუშაო ადგილია, ამდენი პროცენტი ვაკანსიაა და ამდენი პროცენტია უმუშევარი. აქ მთავარია რომ არის სტრუქტურული აცდენა კვალიფიკაციებს შორის. ის კვალიფიკაცია რაც ახლა ამ წუთას სჭირდება ბიზნესს და ის კვალიფიკაცია მეორეს მხრივ არის კვალიფიკაცია რომელიც უმუშევარს დღეს აქვს.
აცდენაზე თვითონ ბიზნესმა დაიწყო ძალიან აქტიური მუშაობა, ნაწილობრივ ძალიან გააქტიურებულია მეორეს მხრივ სახელმწიფო, მე ვგულისხმობ პროფესიული განათლების ნაწილში, თუმცა გამოწვევა მაინც რჩება შედარებით მაღალი კვალიფიკაციები, რომელთა მომზადებას სჭირდება დრო.
არის კვალიფიკაციები, რომელიც შეიძლება ექვს თვეში ვასწავლოთ და არის კვალიფიკაციები რომელთაც წლები სჭირდება, რომ ამ კუთხით მოამზადოს და ჩვენ სამწუხაროდ ბოლო ათწლეულების განმავლობაში არასწორი მიმართულებით მივდიოდით. აღნიშნული ქმედებები არ შეესაბამებოდა ბაზარზე არსებულ კონიუნქტურასა და მოთხოვნას, რის შედეგებსაც დღეს ვიმკით“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.
მისივე განცხადებით, შრომის ბაზარზე კვალიფიკაციების სტრუქტურული აცდენის დასაძლევად საჭიროა ბიზნესისა და განათლების სექტორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობა, მათ შორის ტრენინგ-ცენტრების განვითარება, პროფესიული გადამზადების პროგრამები. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ასევე საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართვა და ორმაგი დიპლომების პროგრამების გაფართოება, რათა ბაზარზე მოთხოვნად კვალიფიკაციებთან შესაბამისი ცოდნა და უნარები გაძლიერდეს.
„კვალიფიკაციებზე ძალიან კარგად მოქმედებს სხვათა შორის უცხოური პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იმიტომ, რომ ბევრი კვლევა არსებობს რომელიც ამბობს, რომ ეს არ არის მხოლოდ მონეტარული ასე ვთქვათ კონტრიბუცია რაც შეიძლება ქვეყანაში შემოდიოდეს კონკრეტული ფულის სახით. ამ ფულს მოჰყვება ცოდნა და ტექნოლოგია.
საბოლოო ჯამში, თქვენ რომ ნახოთ ის ქვეყნები რომლებმაც ბოლო პერიოდში თვითონ მიაღწიეს ტექნოლოგიურ წინსვლას - იაფი სამუშაო ძალის პირობებში მოახერხეს და შემოიტანეს ტექნოლოგიები, შემოიყვანეს ინვესტორები და დღეს უკვე ისინიც თავის დამოუკიდებელ ცურვილზე არიან გადასული იმით, რომ ისინი თვითონ არიან კვლევის ნაწილში პირველები თუ არა მეორეები - მსოფლიოში გლობალურად და არიან ძალიან მაღალ კონკურენტუნარიანები“, - განმარტა ვეფხვაძემ.