სახელმწიფოს საგრანტო პროგრამებით დაფინანსებული სტარტაპების დაგენერირებულმა ეკონომიკურმა სარგებელმა 700 მილიონ ლარს გადააჭარბა - ირაკლი ნადარეიშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფო, სხვადასხვა ინსტრუმენტებით, აქტიურად არის ჩართული ეკოსისტემის მხარდაჭერაში, მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიმართულება ფინანსებზე ხელმისაწვდომობაა. მინისტრის მოადგილემ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, 150,000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მიმდინარეობა შეაფასა და აღნიშნა, რომ საგრანტო პროგრამების ფარგლებში, ბოლო წლების განმავლობაში 250-ზე მეტმა სტარტაპმა მიიღო საგრანტო დაფინანსება. ნადარეიშვილის ინფორმაციით, მათ მიერ გენერირებული ჯამური ეკონომიკური სარგებელი როგორც შემოსავლების, ასევე მოზიდული ინვესტიციის თვალსაზრისით, 700 მილიონ ლარზე მეტია.
150,000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპისთვის შერჩეული 50 მონაწილე სტარტაპერი 150 პრეტენდენტიდან შეირჩა, რომლებმაც საკუთარი ბიზნეს იდეების შესახებ განაცხადები ელექტრონული პორტალის - www.grants.gov.ge მეშვეობით წარადგინეს. შერჩეული სტარტაპერები გადამზადდნენ ბიზნესგეგმის, ბიუჯეტირების, პროგნოზირებისა და ბაზრის კვლევის მიმართულებით.
თანადაფინანსების გრანტების პროგრამის კონკურსანტებს ფინალური ეტაპისთვის, საინვესტიციო კომისიის წინაშე წარსადგენად, სპეციალურად ამ პროგრამისთვის მოწვეული მენტორები ამზადებენ. გამარჯვებულები 2025 წლის 17 სექტემბერს გამოვლინდებიან. საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ სტარტაპებს ექნებათ შესაძლებლობა, გახადონ თავიანთი კომპანია უფრო წარმატებული და შეძლონ პროდუქტის გლობალურ ბაზარზე გატანა.
„ეს პროგრამაც და მთელი რიგი სხვა ღონისძიებებიც, სახელმწიფოს ჩართულობით განაპირობებს იმას, რომ დღეს საქართველო ნამდვილად ჩამოყალიბდა, როგორც ერთ-ერთი მთავარი მიზიდულობის ცენტრი რეგიონში ტექნოლოგიური სტარტაპებისა და ასევე ტექნოლოგიური კომპანიებისთვის. სახელმწიფოს როლი ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაიზრდება, მაგალითად, წლის ბოლოსთვის საქართველოში შემოვა ოთხი ახალი საერთაშორისო, უმაღლესი კატეგორიის აქსელერატორი, რაც ხელს შეუწყობს ქართული ეკოსისტემის, ქართული სტარტაპების კიდევ უფრო მეტ დაახლოებას გლობალურ ბაზრებთან და ხელმისაწვდომობას საერთაშორისო ინვესტიციებზე" - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
20.08.2025.19:00
infoajara.com-ზე რეგისტრირებული განთავსების ობიექტების მიხედვით ბათუმში ყველაზე მეტ სასტუმრო ნომერს Grand Bellagio Batumi Convention & Casino Hotel-ი ფლობს. პორტალზე განთავსებული. პორტალის მიხედვით Grand Bellagio Batumi Convention & Casino Hotel-ს 590 სასტუმრო ნომერი და 1180 განთავსების ადგილი გააჩნია. სასტუმროებს შორის მეორე ადგილზე Euphoria Hotel Batumi-ა, რომელსაც 455 სასტუმრო ნომერ და 1500 განთავსების ადგილი გააჩნია.
გთავაზობთ ბათუმში მდებარე TOP 5 სასტუმროს, რომლებიც infoajara.com -ზე განთავსებული მაჩვენებლების მიხედვით, ყველაზე მეტი სასტუმრო ნომრები გააჩნიათ:
Grand Bellagio Batumi Convention & Casino Hotel - 590 ნომერი
Euphoria Hotel Batumi - 455 ნომერი
STEPS Batumi - 250 ნომერი
Hilton Batumi Hotel - 247 ნომერი
Sheraton Batumi Hotel - 202 ნომერი
Jrw Welmond Hotel Spa Casino - 194 ნომერი.
www.infoajara.com არის აჭარის ოფიციალური ტურისტული გზამკვლევი. მისი მიზანია, გაამარტივოს მოგზაურობა აჭარაში და მომხმარებლებს მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია როგორც საინტერესო ადგილებზე, ასევე იმ სირთულეების შესახებ, რომელთა გათვალისწინებაც საჭიროა მოგზაურობის დაგეგმვისას.
ეს არის ერთგვარი ონლაინ გიდი, რომელიც მუდმივად ახლდება და ფართოვდება.
პორტალი შექმნილია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ა(ა)იპ ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მიერ შეიქმნა. სააგენტოს ძირითადი მიზანია მთიანი აჭარის პოპულარიზაცია, ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნა, ინფრასტრუქტურის განვითარება, მარშრუტების მარკირება, თემატური ფესტივალების მოწყობა და საინფორმაციო ცენტრების მართვა.