მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7102.5
-0.0085
flag
AZN 1.6022
-0.0009
flag
CNY 38.248
-0.0035
flag
EUR 3.1967
-0.0067
flag
GBP 3.6649
-0.011
flag
KZT 49.73
-0.0011
flag
TRY 0.0653
-0.0002
flag
USD 2.7238
-0.0025

სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, სამტრედიაში შემნახველი მეურნეობა ამოქმედდა

news image

ევროკავშირი-საქართველოს „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“  ფინანსური მხარდაჭერით, კომპანიამ „კაილაში“ იმერეთში, სამტრედიაში მარცვლეულის შემნახველი საწარმო მოაწყო.

შემნახველი მეურნეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ  მზია გიორგობიანმა, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და სამტრედიის მერმა დავით ბახტაძემ დაათვალიერეს.

კომპანიამ „კაილაში“, თანამედროვე სტანდარტებით  აღჭურვილი შემნახველი მეურნეობის  მოსაწყობად,  „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამით“ 450,000 ლარის ოდენობის სესხი მიიღო, საიდანაც 270,000 ლარს სოფლის განვითარების სააგენტო დააფინანსებს.  შპს „კაილაშისა“ და ადგილობრივი ფერმერების მიერ მოყვანილი  სიმინდის მოსავლის  თანამედროვე სტანდარტებით შენახვას პროგრამის ფარგლებში შექმნილი  1,000 ტონა მარცვლეულის შენახვაზე გათვლილი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს. შემნახველ საწარმოში 8  ადგილობრივია დასაქმებული.

„საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამაში” იმერეთის რეგიონს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. პროგრამის ფარგლებში სამტრედიაში შექმნილი შემნახველი ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს რეგიონში სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაბინავების და შემდგომში რეალიზების  პროცესის შეუფერხებელ განხორციელებას“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის,  მზია გიორგობიანის განცხადებით, რეგიონების განვითარებისთვის, ადგილზე არსებული ბიზნესის მხარდაჭერა უნდა განხორციელდეს და, ამ მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირი-საქართველოს საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა.

ევროკავშირი-საქართველოს „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამას“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მართავს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს,  საქართველოს ოთხ საპილოტე რეგიონში - იმერეთში, კახეთში,  გურიასა  და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში. პროგრამის მესამე კომპონენტის მიზანია  მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, რაც გულისხმობს  ახალი საწარმოების შექმნა, არსებული საწარმოების გაფართოება ან გადაიარაღება.

პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 48 საწარმო დაფინანსდა.  ჯამურად, დამტკიცებული სესხის ოდენობამ 32,6 მლნ  ლარი შეადგინა, საიდანაც სოფლის განვითარების სააგენტოს  თანადაფინანსების მოცულობა 19,2 მლნ ლარს აღემატება.

 

 

 

 

 

 

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ლიბერთი ბიზნესის ახალი კამპანია - გაზარდე საქმე, რომელიც გიყვარს

03.10.2025.16:29

ლიბერთიმ მცირე, საშუალო და აგრო ბიზნესებისთვის ახალი კამპანია წამოიწყო, რომლის მთავარი გზავნილია – „გაზარდე საქმე, რომელიც გიყვარს“. კამპანიის მიზანია მომხმარებლებისთვის ისეთი საბანკო სერვისების შეთავაზება, რომლებიც მოქნილი და მათ საჭიროებებზე მორგებულია. ამ ინიციატივასთან დაკავშირებით, საკუთარი ხედვა გაგვიზიარა ლიბერთის მიკრო და მცირე ბიზნესის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ხათუნა ჭელიძემ.

კამპანიის არსი და ბიზნესის მხარდაჭერა

ხათუნა ჭელიძის თქმით, ლიბერთი უკვე ხუთი წელია აქტიურად ოპერირებს ბიზნესისა და აგრო დაკრედიტების ბაზარზე და ამ პერიოდში მრავალი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გახდა მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდამჭერი. „ეს კამპანია არის წინა აქტივობების გაგრძელება. ჩვენთან ერთად ბევრმა მეწარმემ გადადგა პირველი ნაბიჯები, დღეს კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი წარმატებით აგრძელებენ საქმიანობას და უფრო თამამად გეგმავენ ბიზნესის გაფართოებას. ფინანსური მხარდაჭერა მოიცავს სრულ საბანკო სერვისებს – საოპერაციო მომსახურებას, ელექტრონულ კომერციას, ციფრულ ბანკინგს და სხვა პროდუქტებს,“ აღნიშნა ჭელიძემ.

პროექტი „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის

ლიბერთის მონაწილეობა ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) და Mercy Corps-ის მიერ მხარდაჭერილ სამწლიან პროექტში „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. „პროექტის ფარგლებში, ჩვენ ჩავატარეთ ფინანსური წიგნიერების ამაღლების ტრენინგები 1600-მდე ახალგაზრდა მეწარმისთვის. საბოლოოდ, დაფინანსდა 60 ბიზნეს იდეა, სულ 1.2 მილიონი ლარის ოდენობით და 215 ადამიანი დასაქმდა. განსაკუთრებით ღირებული იყო ის, რომ პროექტში ჩართული იყვნენ ჩვენი ქვეყნის, ოთხი რეგიონის მოსახლეობა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებიც“ – აღნიშნა ხათუნა ჭელიძემ.

ინოვაციები და საერთაშორისო აღიარება

ლიბერთის ციფრულმა ბანკმა პირველი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა – ავტორიტეტულმა ფინანსურმა გამოცემამ Global Finance-მა 2025 წლის “World’s Best Digital Bank Awards”-ის ფარგლებში ბანკს შვიდი პრესტიჟული ჯილდო მიანიჭა.

„ჩვენი მიზანია მომხმარებლებისთვის სრულყოფილი და კომპლექსური მომსახურების მიწოდება. ინოვაციური გადაწყვეტილებები – საერთაშორისო გადარიცხვები, ციფრული სერვისები და ბიზნესისთვის მორგებული პროდუქტები – ამ პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს,“ განმარტა ჭელიძემ.

სამომავლო გეგმები

ლიბერთის სტრატეგია მომავალში კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაზე. „ყველა ახალი ინიციატივა მორგებულია მომხმარებელთა საჭიროებებსა და სურვილებზე. ჩვენი სიახლეებიდან გამოვყოფდი Cash-in ბანკომატების ქსელის გაფართოებას, რომელიც მომხმარებლებს ოპერაციების სწრაფად განხორციელების საშუალებას აძლევს, ასევე – ბიზნეს მობაილ ბანკის დანერგვას, იურიდიული პირებისთვის. კამპანია „გაზარდე საქმე, რომელიც გიყვარს“ კი რეალური ფინანსური მხარდაჭერის პლატფორმაა, რომელიც ყველა მეწარმეს აძლევს შესაძლებლობას გააფართოოს ბიზნესი და გაზარდოს შემოსავალი,“ დაასკვნა ხათუნა ჭელიძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა