სახელმწიფო ახალი შემნახველი საწარმოების თანადაფინანსებას აგრძელებს
სოფლის განვითარების სააგენტო ახალი შემნახველი და გადამმუშავებელი საწარმოების შექმნის ფინანსურ მხარდაჭერას „გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ფარგლებში წელსაც ახორციელებს.
სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ახალი შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება შეადგენს პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 350,000 ლარს; თანამონაწილეობის თანხა შესაძლოა წარმოადგენდეს, როგორც საკუთარი სახსრებს, ასევე აგროკრედიტს/ლიზინგს.
პროექტი ითვალისწინებს დამატებით შეღავათებს იმ შემთხვევებში, თუ შემნახველი საწარმო აშენდება მაღალმთიანი დასახლებებისა და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, ასევე, თუ საწარმოს სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი შექმნის. აღნიშნულ შემთხვევებში თანადაფინანსება განისაზღვრება პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 40%-ით, არაუმეტეს 350,000 ლარით.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის, დაწყებიდან დღემდე, 126,7 მლნ ლარით თანადაფინანსებულია 270 გადამმუშავებელი საწარმოს და შემნახველი ინფრასტრუქტურის შექმნა, მათ შორის, 160 შემნახველი საწარმოს შექმნა - 75,7 მლნ ლარით.
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერზე rda.gov.ge
დღის ტოპ 10 სიახლე
ჩვენი კომპანია მუდმივად ფიქრობს სიახლეების დანერგვაზე, ბრენდის განვითარებაზე - ხის ნახშირი "თაკარა"
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
15.05.2025.19:00
თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი, რომელიც ყველაზე მეტ ქვეყანაში დაფრინავს, საქართველოში საქმიანობას კიდევ უფრო მეტად აფართოებს.
კომპანიის ცნობით, ფრენების არსებულ განრიგს 5 ახალი ყოველკვირეული რეისი დაემატება, აქედან თბილისის მიმართულებით 2, ბათუმის მიმართულებით კი 3 რეისი. მთლიანობაში თურქეთსა და საქართველოს შორის Turkish Airlines-ი კვირაში 48 რეისს შეასრულებს.
ამ გაფართოების შედეგად, მზავრებისთვის Turkish Airlines-ის რეისებზე მოქნილობა და წვდომა გაიზრდება, სულ ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით კვირაში 34 რეისს, ბათუმის მიმართულებით კი 14 რეისს შეასრულებს.
„ხუთი ახალი სიხშირის დამატება ასახავს ჩვენს რწმენას საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობისა და მზარდი ბაზრის პოტენციალის მიმართ. კვირაში 48 რეისით, ჩვენ კიდევ უფრო ვაძლიერებთ ქართველ მოგზაურებს მეტი არჩევანით და ვაძლიერებთ ჩვენს ქვეყნებს შორის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საჰაერო ხიდს ტურიზმის, ვაჭრობისა და კულტურული გაცვლისთვის“, - აცხადებს საქართვეოში Turkish Airlines-ის მენეჯერიკენან ინჯე.
კომპანიის განცხადებით, Turkish Airlines-ი კვლავაც წარმოადგენს მთავარ დამაკავშირებელ რგოლს საქართველოსა და მსოფლიოში ფრენების ფართო ქსელს შორის. ავიაკომპანია საკუთარ მგზავრებს სთავაზობს მსოფლიო დონის მომსახურებას და შეუფერხებელ კავშირს კომფორტთან და ტრადიციულ თურქულ სტუმართმოყვარეობასთან ერთად.
Turkish Airlines-ის საქართველოს მიმართულებით და საქართველოდან რეისების ბილეთების შეძენა შესაძლებელია ავიაკომპანიის ოფიციალური ვებსაიტის, მობილური აპლიკაციის, გაყიდვების ოფისებისა და ავტორიზებული ტურისტული სააგენტოების მეშვეობით.