საქართველოში კომერციული უძრავი ქონების შეძენაზე ინტერესი შენარჩუნებულია, ინვესტორები აკვირდებიან ბაზარს - Noble Real Estate-ს დამფუძნებელი
ჩვენი აქტიური მომხმარებლები კვლავინდებურად განაგრძობენ უძრავი ქონების მოძიების პროცესს. მათი მოთხოვნა არ შეჩერებულა, პარალელურად აკვირდებიან ბაზარზე განვითარებულ პროცესს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს უძრავი ქონების კომპანია Noble Real Estate-ს დამფუძნებელმა ვაჟა მებაღიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, როცა ბაზარზე ასეთი ვითარებაა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ინვესტორებისთვის ხშირ შემთხვევაში უფრო ხელსაყრელია უძრავი ქონების შეძენა და ქირავნობა.
„ამ დროს უფრო შესაძლებელია ვაჭრობა უძრავი ქონების გამყიდველთან და სასურველი ფასის წამოღების შესაძლებლობა ჩნდება, რაც შემსყიდველს აინტერესებს. რაც შეეხება საერთო ფონს, ის კომპანიები, რომლებიც ფუძნდებიან ქვეყანაში, ცხადია ეძებენ სტაბილურ მარკეტებს. ასევე ისინიც ვინც საქართველოში უძრავი ქონების შესყიდვით არიან დაინტერესებულნი. იგივე რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში და ყიდულობენ უძრავ ქონებას, არ აქვთ ინტერესი ბელორუსის ბაზარზე. იმიტომ ირჩევენ საქართველოს, რომ მოსწონდათ ის საერთო ფონი და მისწრაფება, რა მიმართულებითაც ჩვენი ქვეყანა ვითარდებოდა. დესტაბილიზაციას აქვს გარკვეული გავლენა, რადგან ცნობილისა, რომ რაც უფრო სტაბილურია ბაზარი, ბუნებრივია ასეთ ქვეყნებში უფრო მაღალია ინვესტირებისა დაუძრავ ქონებაში ფულის დაბანდების“, - განაცხადა ვაჟა მებაღიშვილმა.
რაც შეეხება ბინების გაყიდვების სეგმენტს, ვაჟა მებაღიშვილის ინფორმაციით, ბოლო ტენდენციით ფასის ზრდა არ შეინიშნება.
„მეტ-ნაკლებად დასტაბილურებისკენ მიდიოდა ბაზარი და ის მოთხოვნა რაც იყო, იმითი იყო განპირობებული რომ იზრდებოდა მიწისა და სამშენებლო მასალების ფასი. ახლა ინვესტირების კუთხით არ არის ბუმი. პროცესი შენელებულია, თუმცა ინტერესი არის და დამკვეთი აკვირდება ვითარებას. დოლარის კურსის ცვალებადობაც ახდენს გავლენას პროცესზე, რადგან როცა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ყიდულობენ უძრავ ქონებას, ბუნებრივია მათ სჭირდებათ საბანკო სესხი. ეს ბევრი ფაქტორი მოქმედებს და მოთხოვნის ზრდის ტენდენციას ამცირებს, თუმცა ინტერესი არის “, - აღნიშნავს ვაჟა მებაღიშვილი.
სხვა სიახლეები
03.10.2025.16:29
ლიბერთიმ მცირე, საშუალო და აგრო ბიზნესებისთვის ახალი კამპანია წამოიწყო, რომლის მთავარი გზავნილია – „გაზარდე საქმე, რომელიც გიყვარს“. კამპანიის მიზანია მომხმარებლებისთვის ისეთი საბანკო სერვისების შეთავაზება, რომლებიც მოქნილი და მათ საჭიროებებზე მორგებულია. ამ ინიციატივასთან დაკავშირებით, საკუთარი ხედვა გაგვიზიარა ლიბერთის მიკრო და მცირე ბიზნესის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ხათუნა ჭელიძემ.
კამპანიის არსი და ბიზნესის მხარდაჭერა
ხათუნა ჭელიძის თქმით, ლიბერთი უკვე ხუთი წელია აქტიურად ოპერირებს ბიზნესისა და აგრო დაკრედიტების ბაზარზე და ამ პერიოდში მრავალი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გახდა მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდამჭერი. „ეს კამპანია არის წინა აქტივობების გაგრძელება. ჩვენთან ერთად ბევრმა მეწარმემ გადადგა პირველი ნაბიჯები, დღეს კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი წარმატებით აგრძელებენ საქმიანობას და უფრო თამამად გეგმავენ ბიზნესის გაფართოებას. ფინანსური მხარდაჭერა მოიცავს სრულ საბანკო სერვისებს – საოპერაციო მომსახურებას, ელექტრონულ კომერციას, ციფრულ ბანკინგს და სხვა პროდუქტებს,“ აღნიშნა ჭელიძემ.
პროექტი „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის
ლიბერთის მონაწილეობა ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) და Mercy Corps-ის მიერ მხარდაჭერილ სამწლიან პროექტში „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. „პროექტის ფარგლებში, ჩვენ ჩავატარეთ ფინანსური წიგნიერების ამაღლების ტრენინგები 1600-მდე ახალგაზრდა მეწარმისთვის. საბოლოოდ, დაფინანსდა 60 ბიზნეს იდეა, სულ 1.2 მილიონი ლარის ოდენობით და 215 ადამიანი დასაქმდა. განსაკუთრებით ღირებული იყო ის, რომ პროექტში ჩართული იყვნენ ჩვენი ქვეყნის, ოთხი რეგიონის მოსახლეობა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებიც“ – აღნიშნა ხათუნა ჭელიძემ.
ინოვაციები და საერთაშორისო აღიარება
ლიბერთის ციფრულმა ბანკმა პირველი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა – ავტორიტეტულმა ფინანსურმა გამოცემამ Global Finance-მა 2025 წლის “World’s Best Digital Bank Awards”-ის ფარგლებში ბანკს შვიდი პრესტიჟული ჯილდო მიანიჭა.
„ჩვენი მიზანია მომხმარებლებისთვის სრულყოფილი და კომპლექსური მომსახურების მიწოდება. ინოვაციური გადაწყვეტილებები – საერთაშორისო გადარიცხვები, ციფრული სერვისები და ბიზნესისთვის მორგებული პროდუქტები – ამ პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს,“ განმარტა ჭელიძემ.
სამომავლო გეგმები
ლიბერთის სტრატეგია მომავალში კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაზე. „ყველა ახალი ინიციატივა მორგებულია მომხმარებელთა საჭიროებებსა და სურვილებზე. ჩვენი სიახლეებიდან გამოვყოფდი Cash-in ბანკომატების ქსელის გაფართოებას, რომელიც მომხმარებლებს ოპერაციების სწრაფად განხორციელების საშუალებას აძლევს, ასევე – ბიზნეს მობაილ ბანკის დანერგვას, იურიდიული პირებისთვის. კამპანია „გაზარდე საქმე, რომელიც გიყვარს“ კი რეალური ფინანსური მხარდაჭერის პლატფორმაა, რომელიც ყველა მეწარმეს აძლევს შესაძლებლობას გააფართოოს ბიზნესი და გაზარდოს შემოსავალი,“ დაასკვნა ხათუნა ჭელიძემ.