მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7107.4
0.0025
flag
AZN 1.5827
-0.0009
flag
CNY 38.706
-0.0056
flag
EUR 3.2088
-0.0078
flag
GBP 3.699
-0.0149
flag
KZT 53.71
0.0022
flag
TRY 0.0619
-0.0001
flag
USD 2.6908
-0.0014

საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე რეგისტრაცია დაიწყო - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

news image

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის ორგანიზებით, 2-3 ივლისს თბილისში, სასტუმრო რუმსში ასოციაციის პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება ეკონომიკური პოლიტიკების შესახებ დისკუსია და კვლევების პრეზენტაცია.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა ქართველმა და უცხოელმა მკვლევარებმა საკუთარი კვლევები 31 მარტამდე უნდა ატვირთონ ვებგვერდზე. შერჩეული კვლევები  15 აპრილამდე გამოვლინდება, რის შემდეგაც დაიწყება რეგისტრაცია.

კონფერენციის საპატიო მომხსენებლები იქნებიან ჯოზეფ ალტონჯი (იელის უნივერსიტეტი, ეკონომიკურიკვლევის ეროვნული ბიურო (NBER) და ლუიჯი გუიზო (ეინაუდის ეკონომიკისა და ფინანსების ინსტიტუტი, CEPR).

 „საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ეკონომიკის, როგორც სამეცნიერო დარგის მიმართ ინტერესის გაღრმავებას. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის პირველი საერთაშორისო კონფერენციის მხარდამჭერები ვართ. აღნიშნული კონფერენცია წარმოადგენს შესაძლებლობას ქართველი მკვლევრებისთვის, მათ მიერ მომზადებული საერთაშორისო სტანდარტის მქონე კვლევები ფართო აუდიტორიას წარუდგინონ, ჩაერთონ საერთაშორისო სამეცნიერო ქსელში და შეიძინონ ახალი საქმიანი კონტაქტები. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული კონფერენცია ხელს შეუწყოს საქართველოსა და რეგიონის შესახებ ეკონომიკური კვლევისა და ანალიზისადმი ინტერესის გაღრმავებას“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების (CSR) ხელმძღვანელი.

სამეცნიერო საბჭოს წევრები, რომლებიც ნამუშევრებს შეაფასებენ არიან: ნინო აბაშიძე (Wyoming), ალა ავოიანი (Indiana), სალომე ბასლანძე (FRB Atlanta, CEPR), გიორგი ჩაბაკაური (LSE), ლაშა ჭოჭუა (Bielefeld), ალექსანდერ ფრუგი (UPF, BSE), გივი მელქაძე (Georgia State), ნიკოლოზ ფხაკაძე (ISET), სანდრო შელეგია (UPF, BSE, CEPR), ალისონ სტაშკო (Emory), ია ვარდიშვილი (Auburn), ოლიკო ვარდიშვილი (UC Irvine).

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image აზერბაიჯანის რკინიგზის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის დასასრულს ორმხრივი შეხვედრა გაიმართა სარკინიგზო უწყებების ხელძღვანელებს შორის

30.01.2026.18:21

აზერბაიჯანის რკინიგზის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის დასასრულს ორმხრივი შეხვედრა გაიმართა სარკინიგზო უწყებების ხელძღვანელებს შორის. მხარეებმა შეხვედრის მიმდინარეობისას ხაზი გაუსვეს საქართველოს და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო სექტორში მრავალწლიან, წარმატებულ პარტნიორობას.

ლაშა აბაშიძემ და როვშან რუსტამოვმა ორ ქვეყანას შორის სარკინიგზო სექტორში არსებული თანამშრომლობის და მისი შემდგომი განვითარების საკითხები განიხილეს. ტვირთბრუნვის ზრდა, ტარიფების/მიწოდების ვადების ოპტიმიზაცია და ბაქო-თბილისი-ყარსის ხაზის განვითარების პერსპექტივები - საუბარი ძირითადად ამ საკითხების ირგვლივ წარიმართა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის პარტნიორი სარკინიგზო კომპანიების მიერ ერთობლივი ღონისძიებების კონკრეტული სამოქმედო გეგმა გაიწერა, რაც ტვირთბრუნვის ზრდას ემსახურება. ამასთან, ის ხელს შეუწყობს პროექტებისა და ღონისძიებების შემჭიდროვებულ ვადებში განხორციელებას.

,,აზერბაიჯანის რკინიგზის დელეგაციის ვიზიტი საკმაოდ ნაყიფიერი აღმოჩნდა - კოლეგებს ჩვენი ქვეყნის სარკინიგზო და საპორტო ინფრასტრუქტურა და მათი შემდგომი პოტენციალი გავაცანით, მათ შორის შუა დერეფნის განვითარების ჭრილში. ობიექტებზე ვნახეთ არსებული შესაძლებლობები, ამასთან, გავუშვით ორ ნავსადგურს შორის ახალი ბლოკმატარებელი. აზარბაიჯანთან მომავალშიც აქტიურად ვითანამშრომლებთ, მათ შორის ლოგისტიკური სერვისების გაუმჯობესების კუთხით. ერთობლივი გაწერილი სამუშაო გეგმებით კი არსებულ მარშრუტებზე მეტი ტვირთის მოზიდვას შევძლებთ", - აღნიშნა ლაშა აბაშიძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა