საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ'' ახალი კანონი განიხილეს
,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ'' ახალი კანონით გათვალისწინებული ცვლილებები, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლების შეხვედრის მთავარი თემა იყო.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს ზოგადად კანონით გათვალისწინებულ სიახლეებზე.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ საკითხებს, რომლის გათვალისწინებაც კერძო სექტორის წარმომადგენლებს ახალი კანონით დაკისრებული ვალდებულებების დანერგვის პროცესში დაეხმარებათ. კერძოდ, საუბარი შეეხო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნის წესსა და მის ფუნქციებს, საჯარიმო სანქციებს და აღსრულების მექანიზმებს, ინციდენტებზე რეაგირების მექანიზმებს, ასევე, პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის მონაცემების დამუშავების საკითხებს.
„პერსონალური მონაცემების დაცვა და მათი სწორი დამუშავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, შესაბამისად, კანონში ნებისმიერი სახის ცვლილებაზე სექტორის დროული ინფორმირება და კონსულტირება შესაძლოა გადამწყვეტი იყოს კანონის აღსრულების პროცესში, რომელიც ძალაში შედის 2024 წლის მარტიდან. მადლობას ვუხდით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს თანამშრომლობისთვის, დეტალური პრეზენტაციისა და დისკუსიისთვის" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური გაფართოებულ ფორმატში კერძო სექტორთან შეხვედრას მიმდინარე წლის 14 ნოემბერსაც გამართავს, რომელზე დასწრებაც წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის არის შესაძლებელი.
სხვა სიახლეები
სამომავლოდ ვგეგმავთ გაფართოებას და ახალი პროდუქციის შეთავაზებას მომხმარებლებისთვის - Lolli Pop Caramels
03.11.2025.18:00
კომპანია Lolli Pop Caramels ხელნაკეთი ტკბილეულის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 5 წელია ქართულ ბაზარზე ოპერირებს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს ლიდა სარქისიანს ესაუბა.
„კომპანია „ლოლი პოპ კარამელსი“ 2020 წელს დაარსდა. უკვე 5 წელია რაც ბაზარზე ვართ და მომხმარებელს ვთავაზობთ ხელნაკეთ ტკბილეულს “, - ამბობს ლიდა სარქისიანი.
კომპანიის ასორტიმენტი მრავალფეროვანია. ამჟამად, „ლოლი პოპ კარამელსი“ 20 -მდე სახეობის ტკბილეულს აწარმოებს. „გვაქვს მრავალფეროვანი ასორტიმენტი.
ვაწარმოებთ 20-მდე სახეობის ტკბილეულს (ლოლიპოპსი, ქეიქპოპსი, ესკიმო, ხელნაკეთი შოკოლადი, მაფინები, ტკბილეულის თაიგულები და ა.შ) “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.

კომპანიას სხვადასხვა კონკურენტული უპირატესობა გააჩნია. ყველაზე მთავარი კი მაღალი ხარისხია.
„ლოლი პოპ კარამელსი" გამოირჩევა ხარისხით, განსხვავებული გემოს მქონე საკონდიტრო ნაწარმით და განსხვავებული დიზაინის პროდუქციით. ჩვენი კომპანია სთავაზობს მომხმარებელს მათთვის სასურველი დიზაინის პროდუქციას რაც კონკურენტულ უპირატესობად მიგვაჩნია, რადგან არ ვამზადებთ შაბლონური წესით და ყველანაირად ვცდილობთ მომხმარებლის მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ჩვენი მიზანია, რომ თითოეულმა მომხმარებელმა თავი განსაკუთრებულად და სასიამოვნოდ იგრძნოს “, - აღნიშნავს ლიდა სარქისიანი.
„ლოლი პოპ კარამელსი" სამომავლოდ გაფართოებას და ასორტიმენტის ზრდას გეგმავს.
„სამომავლოდ ვგეგმავთ გაფართოებას, ახალი პროდუქციის დამატებას და დისტრიბუციით პროდუქციის გატანას რეგიონებში “, - განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი.
ცნობისთვის, მაღაზია ქალაქ თბილისში, ატენის #1 -ში მდებარეობს.