საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარებისა ბანკის (EBRD) მიერ ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო
ქ. ლონდონში გამართულ საინვესტიციო ფორუმზე, სადაც საქართველოში არსებული საინვესტიციო კლიმატი და თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები გააცნო.
ფორუმის მიმდინარეობისას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელმა განსაკუთრებული ყურადღება ტრანსპორტსა და ლოგისტიკის, კერძოდ შუა დერეფნის შესაძლებლობებსა და მნიშვნელობაზე გაამახვილა. აკაკი საღირაშვილის თქმით, „მსგავსი პლატფორმები გლობალურ ინვესტორებთან უშუალო კომუნიკაციის საუკეთესო შესაძლებლობაა, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს ქვეყნისა და რეგიონის ცნობადობის ამაღლებას."
„ლონდონში, მსოფლიოს ერთ-ერთ ფინანსურ ცენტში, მსგავსი საინვესტიციო ფორუმის ჩატარება, საქართველოს, როგორც რეგიონში სანდო საინვესტიციო შესაძლებლობების მქონე ქვეყნის წარმოჩენას უწყობს ხელს. ფორუმის მსვლელობის დროს, სხვა სექტორებთან ერთად, შესაძლებლობა გვქონდა გვესაუბრა იმ პოტენციალის შესახებ, რომელიც არსებობს შუა დერეფნის განვითარების მიმართულებით. საგულისხმოა, რომ ინვესტორებს მიეცათ შესაძლებლობა, არა მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დანერგილ, ბიზნესის წამახალისებელ მოქმედ პროგრამებზე მიეღოთ ინფორმაცია, არამედ ქვეყნის უმსხვილეს ბიზნეს გაერთიანებებთან დაემყარებინათ საქმიანი ურთიერთობები" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა.
სხვა სიახლეები
აზერბაიჯანის რკინიგზის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის დასასრულს ორმხრივი შეხვედრა გაიმართა სარკინიგზო უწყებების ხელძღვანელებს შორის
30.01.2026.18:21
აზერბაიჯანის რკინიგზის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის დასასრულს ორმხრივი შეხვედრა გაიმართა სარკინიგზო უწყებების ხელძღვანელებს შორის. მხარეებმა შეხვედრის მიმდინარეობისას ხაზი გაუსვეს საქართველოს და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო სექტორში მრავალწლიან, წარმატებულ პარტნიორობას.
ლაშა აბაშიძემ და როვშან რუსტამოვმა ორ ქვეყანას შორის სარკინიგზო სექტორში არსებული თანამშრომლობის და მისი შემდგომი განვითარების საკითხები განიხილეს. ტვირთბრუნვის ზრდა, ტარიფების/მიწოდების ვადების ოპტიმიზაცია და ბაქო-თბილისი-ყარსის ხაზის განვითარების პერსპექტივები - საუბარი ძირითადად ამ საკითხების ირგვლივ წარიმართა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის პარტნიორი სარკინიგზო კომპანიების მიერ ერთობლივი ღონისძიებების კონკრეტული სამოქმედო გეგმა გაიწერა, რაც ტვირთბრუნვის ზრდას ემსახურება. ამასთან, ის ხელს შეუწყობს პროექტებისა და ღონისძიებების შემჭიდროვებულ ვადებში განხორციელებას.
,,აზერბაიჯანის რკინიგზის დელეგაციის ვიზიტი საკმაოდ ნაყიფიერი აღმოჩნდა - კოლეგებს ჩვენი ქვეყნის სარკინიგზო და საპორტო ინფრასტრუქტურა და მათი შემდგომი პოტენციალი გავაცანით, მათ შორის შუა დერეფნის განვითარების ჭრილში. ობიექტებზე ვნახეთ არსებული შესაძლებლობები, ამასთან, გავუშვით ორ ნავსადგურს შორის ახალი ბლოკმატარებელი. აზარბაიჯანთან მომავალშიც აქტიურად ვითანამშრომლებთ, მათ შორის ლოგისტიკური სერვისების გაუმჯობესების კუთხით. ერთობლივი გაწერილი სამუშაო გეგმებით კი არსებულ მარშრუტებზე მეტი ტვირთის მოზიდვას შევძლებთ", - აღნიშნა ლაშა აბაშიძემ.