მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

საქართველოს ბანკისა და ვოლტის კამპანია ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად დაიწყო

news image

საქართველოს ბანკი, როგორც მომხმარებლებზე და ბიზნესის გაძლიერებაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტი, ახალი ინიციატივების მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, Wolt-თან თანამშრომლობით, ბანკი მეწარმეობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, ამასთან, მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, ქალი მეწარმეების ობიექტებში შოპინგისას განსაკუთრებული პირობებით ისარგებლონ.

ახალი კამპანიის ფარგლებში, უკვე მოქმედებს განსაკუთრებული პირობები.  31 მარტის ჩათვლით, ვოლტზე არსებული ქალი მეწარმეების ობიექტებში შოპინგიგსას, PLUS ბარათით გადახდისას, მომხმარებლები 30%-იან ქეშბექს ვოლტის ანგარიშზე დაიბრუნებენ.

საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი მეწარმე ქალები კამპანიაში ჩასართავად უნდა ესტუმრონ ამ ბმულს და გაიარონ რეგისტრაცია. ამის შემდეგ კი:

  • 1 თვის განმავლობაში მეწარმეები უფასოდ გამოიყენებენ Wolt ads-ის მომსახურებას, რომელიც ვოლტის ახალი ინსტრუმენტია მერჩანტებისთვის და შესაძლებლობას აძლევს მათ, პლატფორმაზე დაგეგმონ სარეკლამო კამპანია, ხოლო რეკლამის ბიუჯეტი მხოლოდ გაყიდვების შესაბამისად გახარჯონ.
  • მეწარმეები საქართველოს ბანკის Ads Manager-ში შეთავაზების შექმნისას ბანკისგან 30%-იანი თანადაფინანსებით ისარგებლებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ Ads Manager-ში ფასდაკლების, ქეშბექის ან სხვა ტიპის შეთავაზების შექმნისას, საქართველოს ბანკი მეწარმეს გაწეული ხარჯის 30%-ს, მაქსიმუმ 1500 ლარის ოდენობით, აუნაზღაურებს.
  • მომხმარებლები მეწარმის პროდუქციის შეკვეთისას ვოლტზე 1 კვირის განმავლობაში უფასო მიტანით ისარგებლებენ;

Ads Manager საქართველოს ბანკის პლატფორმაა, რომელიც ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, ბანკის 1 300 000-ზე მეტ მომხმარებელს სხვადასხვა არხში (მობილბანკში, sCoolApp-სა თუ Offers.Bog.ge-ზე) მისწვდნენ და საკუთარი შეთავაზება გააცნონ.

„საქართველოს ბანკი ბიზნესის და მეწარმეობის მხარდაჭერაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტია. შესაბამისად, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალი მეწარმეების ხელშეწყობა, მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა და მათ განვითარებაზე ზრუნვა. მოხარული ვართ, რომ ამ მისიის შესასრულებლად ვოლტთან ვპარტნიორობთ და ერთი მხრივ, მომხმარებლებს, მეორე მხრივ კი მეწარმეებს წვდომას ვაძლევთ საინტერესო შესაძლებლობებზე. საქართველოს ბანკი დიდი ხანია, რაც თანამშრომლობს ვოლტთან და გვიხარია, რომ ერთობლივად მორიგ საინტერესო კამპანიას ვახორციელებთ. ჩვენ მომავალშიც არაერთ შეთავაზებას შევქმნით ჩვენი მომხმარებლებისთვის“, - ამბობენ საქართველოს ბანკში.

კამპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს, ხოლო თუ ხართ ქალი მეწარმე, მაგრამ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ბიზნეს ანგარიში საქართველოს ბანკში, გაიგეთ მეტი ამ ბმულიდან.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image „ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს და საქართველოს განსაკუთრებულ საინვესტიციო პოტენციალს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს

19 , 2025

დუბაის მსოფლიო სავაჭრო ცენტრში უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე „ამბასადორი აილენდ ბათუმის” გუნდი ისტორიული მნიშვნელობის პროექტს წარადგენს, რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად. 

 

„ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტი მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების სრული დაცვით ვითარდება და რეგიონის ურბანული განვითარების ახლებური სტანდარტების დადგენას მოემსახურება.

„ჩვენ ღრმად გვწამს, რომ „ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, ბათუმისთვის ახლებური მომავლის ფორმირებისა და საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი რეგიონის ცნობადობის გაზრდის პროცესში. ჩვენი გუნდის ძირითად მამოტივირებელ ძალას, იმგვარი დანიშნულების ადგილის შექმნა წარმოადგენს, სადაც  სრულფასოვნად იქნება ასახული ის სულისკვეთება, რომელიც საქართველოს, როგორც ქვეყანას, განვითარებასთან და წინსვლასთან მიმართებით ახასიათებს, აღნიშნა „ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალურმა დირექტორმა.

საგამოფენო პერიოდში, კომპანიის წარმომადგენლები სხვადასხვა ბიზნეს პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას და სპეციალურად მოწყობილ მასშტაბურ მულტიფუნქციურ სტენდთან, კუნძულზე საინვესტიციო შესაძლებლობებთან დაკავშირებით ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან დაინტერესებულ პირებს.

სტენდის თითოეულ სტუმარს, შესაძლებლობა ექნება კუნძულის ვირტუალურ ტურში მიიღოს მონაწილეობა. აღნიშნული ტურის სრულყოფა კი, ხელოვნური ინტელექტისა და ინტერაქციული ეკრანების საშუალებით მოხდება. 

კუნძულის პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს, როგორებიცაა: ბრიტანული კომპანია Arup, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არაერთი ქალაქის გეგმარებაშია ჩართული, არქიტექტურული და საინჟინრო კომპანია Yüksel Proje 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა