საქართველოს ბანკის Student და sCool Card - ის მფლობელები საზოგადოებრივ ტრანსპორტში ციფრული საფულით გადახდისას შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
საქართველოს ბანკი, როგორც მომხმარებლის ინტერესებსა და საჭიროებებზე ორინეტირებული ბანკი, მათ მორიგ სიახლეს სთავაზობს. ამიერიდან, საქართველოს ბანკის Student და sCool Card - ის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ციფრული საფულით - ით გადახდისას, შეღავათიანი ტარიფით ისარგებლონ.
ციფრული საფულით გადახდისას მომხმარებელი არა მხოლოდ მგზავრობის ხარჯს დაზოგავს, არამედ უფრო კომფორტულადაც გადაიხდის, რადგან ბარათის მობილურში დამატების შემდეგ, ერთი შეხებაც საკმარისია, რომ ტრანზაქცია წარმატებით შესრულდეს.
„ბანკი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლისთვის საჭირო და კომფორტული სერვისების შექმნასა და უკვე არსებული პროდუქტების კიდევ უფრო განვითარებაზე. ამიერიდან, საქართველოს ბანკის Student და sCool Card - ის მფლობელებს შეუძლიათ გადაიხადონ ციფრული საფულით მარტივად და კომფორტულად, ტელეფონის მეშვეობით და ამასთანავე ისარგებლონ შეღავათიანი ტარიფით. მის გასააქტიურებლად Student Card - ის შემთხვევაში სტუდენტებმა, ხოლო sCool Card - ის შემთხვევაში მშობლებმა, უნდა მოგვწერონ მობილბანკის ჩატში და აირჩიონ რომელი (ფიზიკური თუ ციფრული) ბარათით სურთ შეღავათის მიღება. ტარიფის ცვლილება კი ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, ჩათის მეშვეობით. გვჯერა, აღნიშნული სიახლე ჩვენს მომხმარებლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას გაუმარტივებს და მათთვის კიდევ უფრო კომფორტულს გახდის. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებულ სერვისებსა თუ პროდუქტებზე მუშაობას“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში
აღსანიშნავია, რომ ციფრული საფულეში დამატებული საქართველოს ბანკის ბარათების გამოყენება შესაძლებელია თბილისის, ბათუმის, ზუგდიდისა და რუსთავის საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ამ ქალაქებში მომხმარებლები სტანდარტული ტარიფით სარგებლობენ. სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის კი შეღავათიანი ტარიფი მოქმედებს.
სხვა სიახლეები
ტრადიციული და გემოთი მდიდარი პასკები - Castello Mare-ს სააღდგომო ასორტიმენტი
03.04.2026.18:00
Castello Mare-ში წელს სტუმრებს ტრადიციულ სააღდგომო პასკებს ვთავაზობთ, რომლებიც გამოირჩევიან მდიდარი გემოთი , - ამის შესახებ Business Insider Georgia - ს სასტუმროს აღმასრულებელმა დირექტორმა, ზანდა მესხიძემ განაცხადა.
როგორია Castello Mare-ს სააღდგომო პასკების ასორტიმენტი წელს, რა ტიპის პასკებს სთავაზობთ მომხმარებელს?
Castello Mare-ში წელს სტუმრებს ვთავაზობთ ტრადიციულ სააღდგომო პასკებს, რომლებიც გამოირჩევა მდიდარი გემოთი, ნაზი ტექსტურითა და სადა, ელეგანტური გაფორმებით - ზუსტად ისეთი, როგორიც სააღდგომო სუფრას უხდება.
აღდგომის პერიოდი ჩვენს სასტუმროში ყოველთვის განსაკუთრებულად თბილი და საზეიმოა: ჯეჯილი, წითელი კვერცხები, საგანგებოდ მომზადებული პასკები და ის სადღესასწაულო ატმოსფერო, რომელსაც წლებია ერთგულად ვინარჩუნებთ. ჩვენთვის ეს მხოლოდ კულინარიული შეთავაზება არ არის - ეს არის ტრადიცია, ემოცია და სტუმრისთვის შექმნილი განსაკუთრებული გამოცდილებაა.
სწორედ ამიტომ, სააღდგომო დღეებში Castello Mare-ში სტუმრობა ბევრი ადამიანისთვის სასიამოვნო ტრადიციად იქცა.
რა ინგრედიენტებით და ტექნოლოგიით მზადდება თქვენი პასკები - იყენებთ თუ არა ტრადიციულ რეცეპტებს ან განსაკუთრებულ მეთოდებს?
ჩვენი პასკები მზადდება ტრადიციული ინგრედიენტებითა და კლასიკური სააღდგომო რეცეპტით. განსაკუთრებულობას მათ ანიჭებს არა მხოლოდ სწორად შერჩეული შემადგენლობა, არამედ მომზადებისადმი დამოკიდებულება - პროცესი, რომელსაც ჩვენი შეფ-კონდიტერი ჯეირან ცეცხლაძე თავისი კონდიტრებით განსაკუთრებული სიფრთხილით, გამოცდილებითა და გულით უძღვება.
პასკის მომზადება საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია საბოლოო შედეგი იყოს გამორჩეულად არომატული, გემოთი მდიდარი, დახვეწილი ტექსტურის და სწორედ ისეთი, როგორსაც ნამდვილი ტრადიციული პასკისგან ელიან. ეს არის გემო, რომელშიც იგრძნობა როგორც ხარისხი, ისე მზრუნველობა. ცალკე ისტორიაა ცომის მომზადების საკითხი, რომელიც მრავალ ეტაპიანია და ხანგრძლივ პროცესს მოიცავს.
რა ფასის დიაპაზონშია წარმოდგენილი პასკები და რა ზომის/წონის არჩევანია ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის?
წელს მომხმარებლებს შევთავაზებთ ორ ზომას: 1 კგ-სა და 1.3 კგ-იან პასკებს. ფასები განისაზღვრება დაახლოებით 35-40 ლარის ფარგლებში. ვფიქრობთ იდეალურია როგორც ოჯახური სუფრისთვის, ასევე სასაჩუქრედ სააღდგომო დღეებში.
არის თუ არა შესაძლებელი პასკების წინასწარი შეკვეთა და რა არხებით შეუძლიათ მომხმარებლებს მისი შეძენა?
დიახ, Castello Mare-ში სააღდგომო პასკებზე წინასწარი შეკვეთები უკვე დაწყებულია. მომხმარებლებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ სოციალური ქსელების ან საკონტაქტო ნომრის მეშვეობით.
ვცდილობთ, შეკვეთის პროცესი მაქსიმალურად მარტივი და კომფორტული იყოს, რათა ყველამ შეძლოს სააღდგომო სუფრის წინასწარ დაგეგმვა და ჩვენი საფირმო პასკების დროულად შეძენა.
ცნობისთვის, Castello Mare აჭარაში, ციხისძირში მდებარეობს, ზღვის სანაპიროსთან ახლოს.