მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7102.5
-0.0085
flag
AZN 1.6022
-0.0009
flag
CNY 38.248
-0.0035
flag
EUR 3.1967
-0.0067
flag
GBP 3.6649
-0.011
flag
KZT 49.73
-0.0011
flag
TRY 0.0653
-0.0002
flag
USD 2.7238
-0.0025

საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამის 21-ე პარტნიორი საქართველოს უნივერსიტეტია

news image

საქართველოს ბანკი ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით ფინანსურმა ინსტიტუტმა რამდენიმე თვის წინ სტიპენდიების პროგრამა დაიწყო, რომლის ფარგლებშიც 21 პარტნიორი უნივერსიტეტის სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება.

პროექტის ფარგლებში უკვე გამოვლინდა 20 უნივერსიტეტის 160-ზე მეტი სტიპენდიატი და მათი რიცხვი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.  

ახლახან პარტნიორი უნივერსიტეტების რიცხვს საქართველოს უნივერსიტეტიც შეემატა.

საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამაში მონაწილეობა სტუდენტებს პირველივე კურსიდან შეუძლიათ.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აპლიკანტი რამდენიმე ზოგად მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს: უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე; ჰქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება და ლიდერობის პოტენციალი; სარგებლობდეს სტუდენტის აქტიური სტატუსით.

გამარჯვებულის გამოსავლენად უნივერსიტეტები კრიტერიუმებს ინდივიდუალურად ადგენენ და მათ საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებენ.

საქართველოს უნივერსიტეტში საქართველოს ბანკის სტიპენდიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.   

„საქართველოს ბანკში მიზნად ვისახავთ, განათლება ხელმისაწვდომი რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდისთვის გავხადოთ. ამ მიზნით, 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ინიციატივა საქართველოს ბანკის სტიპენდიებია, რომლის ფარგლებშიც 20 პარტნიორ უნივერსიტეტში უკვე გამოვავლინეთ 160-ზე მეტი სტიპენდიატი.  ყოველწლიურად კი მათი რაოდენობა სულ უფრო და უფრო გაიზრდება. წარმატებებს ვუსურვებთ სტუდენტებს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის მიერ ახალგაზრდების განვითარებისთვის შექმნილი და მხარდაჭერილი საგანმანათლებლო პროექტების პორტფოლიო 40-ზე მეტ ინიციატივას ითვლის, რომელთა ბენეფიციართა რაოდენობა 120 000-ს აჭარბებს. საქართველოს ბანკის CSR პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: csr.bog.ge

 

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ლიბერთი ბიზნესის ახალი კამპანია - გაზარდე საქმე, რომელიც გიყვარს

03.10.2025.16:29

ლიბერთიმ მცირე, საშუალო და აგრო ბიზნესებისთვის ახალი კამპანია წამოიწყო, რომლის მთავარი გზავნილია – „გაზარდე საქმე, რომელიც გიყვარს“. კამპანიის მიზანია მომხმარებლებისთვის ისეთი საბანკო სერვისების შეთავაზება, რომლებიც მოქნილი და მათ საჭიროებებზე მორგებულია. ამ ინიციატივასთან დაკავშირებით, საკუთარი ხედვა გაგვიზიარა ლიბერთის მიკრო და მცირე ბიზნესის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ხათუნა ჭელიძემ.

კამპანიის არსი და ბიზნესის მხარდაჭერა

ხათუნა ჭელიძის თქმით, ლიბერთი უკვე ხუთი წელია აქტიურად ოპერირებს ბიზნესისა და აგრო დაკრედიტების ბაზარზე და ამ პერიოდში მრავალი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გახდა მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდამჭერი. „ეს კამპანია არის წინა აქტივობების გაგრძელება. ჩვენთან ერთად ბევრმა მეწარმემ გადადგა პირველი ნაბიჯები, დღეს კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი წარმატებით აგრძელებენ საქმიანობას და უფრო თამამად გეგმავენ ბიზნესის გაფართოებას. ფინანსური მხარდაჭერა მოიცავს სრულ საბანკო სერვისებს – საოპერაციო მომსახურებას, ელექტრონულ კომერციას, ციფრულ ბანკინგს და სხვა პროდუქტებს,“ აღნიშნა ჭელიძემ.

პროექტი „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის

ლიბერთის მონაწილეობა ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) და Mercy Corps-ის მიერ მხარდაჭერილ სამწლიან პროექტში „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. „პროექტის ფარგლებში, ჩვენ ჩავატარეთ ფინანსური წიგნიერების ამაღლების ტრენინგები 1600-მდე ახალგაზრდა მეწარმისთვის. საბოლოოდ, დაფინანსდა 60 ბიზნეს იდეა, სულ 1.2 მილიონი ლარის ოდენობით და 215 ადამიანი დასაქმდა. განსაკუთრებით ღირებული იყო ის, რომ პროექტში ჩართული იყვნენ ჩვენი ქვეყნის, ოთხი რეგიონის მოსახლეობა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებიც“ – აღნიშნა ხათუნა ჭელიძემ.

ინოვაციები და საერთაშორისო აღიარება

ლიბერთის ციფრულმა ბანკმა პირველი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა – ავტორიტეტულმა ფინანსურმა გამოცემამ Global Finance-მა 2025 წლის “World’s Best Digital Bank Awards”-ის ფარგლებში ბანკს შვიდი პრესტიჟული ჯილდო მიანიჭა.

„ჩვენი მიზანია მომხმარებლებისთვის სრულყოფილი და კომპლექსური მომსახურების მიწოდება. ინოვაციური გადაწყვეტილებები – საერთაშორისო გადარიცხვები, ციფრული სერვისები და ბიზნესისთვის მორგებული პროდუქტები – ამ პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს,“ განმარტა ჭელიძემ.

სამომავლო გეგმები

ლიბერთის სტრატეგია მომავალში კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაზე. „ყველა ახალი ინიციატივა მორგებულია მომხმარებელთა საჭიროებებსა და სურვილებზე. ჩვენი სიახლეებიდან გამოვყოფდი Cash-in ბანკომატების ქსელის გაფართოებას, რომელიც მომხმარებლებს ოპერაციების სწრაფად განხორციელების საშუალებას აძლევს, ასევე – ბიზნეს მობაილ ბანკის დანერგვას, იურიდიული პირებისთვის. კამპანია „გაზარდე საქმე, რომელიც გიყვარს“ კი რეალური ფინანსური მხარდაჭერის პლატფორმაა, რომელიც ყველა მეწარმეს აძლევს შესაძლებლობას გააფართოოს ბიზნესი და გაზარდოს შემოსავალი,“ დაასკვნა ხათუნა ჭელიძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა