მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7225.3
-0.0174
flag
AZN 1.6053
-0.0017
flag
CNY 39.571
-0.0194
flag
EUR 3.1261
-0.0303
flag
GBP 3.6173
-0.0402
flag
KZT 55.69
-0.0005
flag
TRY 0.0618
-0.0001
flag
USD 2.729
-0.0031

საქართველოს ბანკის შეთავაზებები AmEx ბარათის მფლობელებისთვის

news image

საქართველოს ბანკი, ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, პარტნიორ ბიზნესებთან ერთად საკრედიტო AmEx ბარათის მფლობელებს სპეციალურ შეთავაზებებს სთავაზობს.

შეთავაზებები Amex ბარათის მფლობელებისთვის:

ივნისის ბოლომდე - დააგროვეთ 2-ჯერ მეტი MR ქულა საკრედიტო AmEx ბარათით გადახდისას ქართველი დიზაინერების მაღაზიებში:

  • ეშვი,
  • Hamo Concept,
  • KABA,
  • Kiara concept,
  • Ikani,
  • Materiel Tbilisi,
  • Kene,
  • Libens,
  • Gepherrini,
  • Matters,
  • More is love,
  • Keburia,
  • Boo jewellery,
  • DOTS,
  • Level,
  • Kaleisi,
  • Comode,
  • Ninea

გარდა ამისა, საქართველოს ბანკის PLUS ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა გაქვთ ისარგებლოთ ფასდაკლებებით:

  • 28 მარტს - Kenari-ს ფიზიკურ და ონლაინ მაღაზიებში, გადაიხადეთ Wallet-ში დამატებული PLUS ბარათით და დაიბრუნეთ გადახდილი თანხის 30% PLUS ქულების სახით. (მაქსიმუმ 100 ლარის ქულა)

ასევე, PLUS ბარათით გადახდისას დააგროვეთ მეტი PLUS ქულა შემდეგ მაღაზიებში:

  • სულაკაური - 5-ჯერ მეტი PLUS ქულა (მარტის ბოლომდე)
  • ლიბრა - 5-ჯერ მეტი PLUS ქულა (5 მაისის ჩათვლით)
  • Colligen - 10-ჯერ მეტი PLUS ქულა (ივნისის ბოლომდე)
  • Liton Academy - 10-ჯერ მეტი PLUS ქულა (ივნისის ბოლომდე)
  • Orgservise - 10-ჯერ მეტი PLUS ქულა (აგვისტოს ბოლომდე)
  • Books From Past10-ჯერ მეტი PLUS ქულა (წლის ბოლომდე)

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ემოციების ჰაბი „ფორმაცია“ - ადგილი, სადაც ხელოვნება და ფსიქოლოგია ერთიანდება

16.03.2026.12:00

ფორმაცია არის ადგილი, სადაც ხელოვნება და ფსიქოლოგია ერწყმის ერთმანეთს. ეს არის ჰაბი, სადაც მოზარდები და ზრდასრულები კვალიფიციურ გუნდთან ერთად, საინტერესო და ინოვაციური კურსების საშუალებით, ივითარებენ თვალსაწიერს. მეტი ინფორმაციისთვის Business Insider Georgia „ფორმაციის“ დამფუძნებელს, ირმა გოგოლაძეს ესაუბრა.

„ფორმაცია“ არის ემოციების ჰაბი, რომელიც ბაზარზე ერთი წელია ოპერირებს. ვაერთიანებთ ფსიქოლოგიასა და ხელოვნებას. ჩვენს გუნდში მუშაობს სერტიფიცირებული, კვალიფიციური არტ-თერაპევტი, ანა დედაბრიშვილი.

ჩვენ, ზოგიერთი არსებული თერაპია ვაქციეთ პროდუქტად. მაგალითად, კალიგრაფია, რომელსაც თერაპიასთან ვაკავშირებთ. ბავშვებს, მოზარდებსა და ზრდასრულებს ვუზიარებთ ამ უნიკალურ ხელოვნებას: ვაცნობთ, რა არის კალიგრაფია, სად და როგორ იყენებდნენ მას და როგორ განვითარდა სხვადასხვა ეპოქაში. შემდეგ ეს პროცესი იღებს თერაპიულ სახეს. წერა კარგი თერაპიაა, ხოლო ლამაზად წერა კიდევ უფრო ეფექტურია, რადგან ადამიანი ერთდროულად წერისა და ხელოვნების სამყაროში ერთვება. პროცესი ერთდროულად, თერაპიულადაც და შემოქმედებითადაც გამდიდრებულია.

კალიგრაფია გვაქვს როგორც ერთჯერადად ვორქშოფის ფორმატში, ასევე სრული კურსის სახით. ვმუშაობთ ტურისტებზეც: ვაცნობთ მათ ქართულ კალიგრაფიას, ვარჩევთ ფრაზას, რომელსაც მონაწილეები თავად წერენ, ამას ვურთავთ ღვინოსა და მუსიკას, რაც ქმნის სასიამოვნო და დასამახსოვრებელ საღამოს.

ასევე, ჩვენ შევქმენით Self-მარკეტინგის კურსი, სადაც მოზარდები (11–15 წელი) სწავლობენ, როგორ იპოვონ საკუთარი თავი, შექმნან პერსონალური ბრენდი და გადადგან პირველი ნაბიჯები პროფესიული სამყაროსკენ.

გარდა ამისა, ზრდასრულებისთვის გვაქვს ერთჯერადი კურსი - „ცეცხლთან თამაში“, სადაც ადამიანებს შეუძლიათ სახალისო ფორმით გაიცნონ საკუთარი თავის ჯერ კიდევ შეუცნობელი მხარეები, აღმოაჩინონ დასწავლილი ქცევის პატერნები და განივითარონ თვითანალიზის უნარი. ეს არის ჯგუფური თამაში და სხვა ადამიანებთან ურთიერთობით სხვადასხვა გამოწვევის გადალახვას გულისხმობს. თამაში აგებულია თვითანალიზისა და თვითდაკვირვების პრინციპებზე.

„ცეცხლთან თამაში“ ოთხი ძირითადი ეტაპისგან შედგება. თამაშის პროცესში მონაწილე აკვირდება, თუ როგორ აღიქვამს საკუთარ თავს და საკუთარ თავში ისეთ თვისებებს, როგორიცაა ემპათია, ექსპრესია, სიხარბე და ღიაობა. თითოეულ ამ თვისებაზე ის თავად აყალიბებს მსჯელობას.

საბოლოო ჯამში, ყველაფერი ძალიან საინტერესო გამოვიდა და შემიძლია ვთქვა, რომ იდეამ გაამართლა. ჩვენთან მოსული თითოეული ადამიანი სივრცეს დადებითი ემოციებით, ბედნიერი და კმაყოფილი ტოვებს, შემდეგი შეხვედრის მოლოდინით “, - აცხადებს ირმა გოგოლაძე.

კომპანიის მთავარი სამომავლო მიზანი ცნობადობის გაზრდა და მომხმარებლებისთვის მეტი აქტივობის შეთავაზებაა.

„ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი მიზანი ცნობადობის გაზრდა და ადამიანებისთვის მეტი აქტივობის შეთავაზებაა. სწრაფ გაფართოებაზე მეტად ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ განვითარება იყოს თანმიმდევრული და ლოგიკური. ამიტომ, კონკრეტული ახალი გეგმა ჯერ არ გვაქვს - ვაგრძელებთ იმ გზას, რომელიც ავირჩიეთ “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

ინფორმაციისთვის, ჰაბში ხელმისაწვდომია ფსიქოლოგის სერვისიც, რომელიც მუშაობს ინტეგრაციული მიდგომით. ეს ნიშნავს, რომ თერაპიული პროცესი სრულად არის მორგებული პაციენტის საჭიროებებზე. პრაქტიკა ეფუძნება ფსიქოთერაპიის რამდენიმე წამყვან მიმართულებას: კოგნიტურ-ბიჰევიორალურ თერაპიას (CBT), ფსიქოდინამიკურ მიდგომას, პოზიტიურ ფსიქოლოგიასა და მაინდფულნეს პრაქტიკებს.

სპეციალისტი მუშაობს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ემოციური სირთულეები, თვითშეფასება და თვითიდენტობა, საკუთარ თავთან და გარე სამყაროსთან ურთიერთობა, ცხოვრებისეული კრიზისები და ცვლილებები, ასევე ფსიქოსომატური ჩივილები.


ჰაბი ქალაქ თბილისში, ინგოროყვას 19 ნომერში მდებარეობს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა