მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7067.5
-0.0008
flag
AZN 1.5946
-0.0002
flag
CNY 37.782
0.001
flag
EUR 3.1568
0.0143
flag
GBP 3.646
0.0123
flag
KZT 50.89
0.0014
flag
TRY 0.0672
-0.0001
flag
USD 2.7118
-0.0003

საქართველოს ბანკის შეგროვებადი ანაბარი მიზნების მისაღწევად - იაკობის ეზოს გამოცდილება

news image

რაც უფრო მზარდია ბიზნესი, ყოველდღიურ საქმიანობაში მით მეტი საჭიროება ჩნდება. პროცესების კონტროლს კი მეტი დრო და დაკვირვება სჭირდება, რაშიც ბიზნეს მომხმარებლებს საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი ეხმარება. იმ ფუნქციონალების მეშვეობით, რომლებსაც ბიზნეს მობილბანკი გთავაზობთ, ბიზნესის მართვის პროცესი მარტივდება. ნაშთის კონტროლი, გადარიცხვები, შეღავათიანი კურსი, ბიზნეს სესხი, ბიზნეს ანაბარი — მცირე ჩამონათვალია იმ შესაძლებლობებიდან, რომლებზე წვდომასაც ბიზნეს მობილბანკი ნებისმიერ დროსა და ნებისმიერი ადგილიდან გაძლევთ.

თუ თქვენი ბიზნესიდან მიღებული თავისუფალი თანხის შენახვა და თან სარგებლის მიღება გსურთ, საქართველოს ბანკი თქვენზე მაქსიმალურად მორგებულ ბიზნეს ანაბრებს გთავაზობთ. ბიზნეს მობილბანკიდან შეგიძლიათ გახსნათ 4 ტიპის ბიზნეს ანაბარი — ვადიანი, მოთხოვნამდე, მოთხოვნამდე + და შეგროვებადი.  ბიზნეს ანაბრის დახმარებით შეგიძლიათ თანხა შეაგროვოთ, მოგვიანებით კი კკონკრეტული ფინანსური მიზნების მისაღწევად გამოიყენოთ. ოთხივე ტიპის ანაბრის შესახებ სრულ ინფორმაციას აქ ნახავთ.

„იაკობის ეზოს“ წარმომადგენელი ვანო ბენიძე, რომელმაც ბიზნეს ანაბარი უკვე გახსნა, თავის გამოცდილებას გვიზიარებს.

“ბიზნეს ანაბრით სარგებლობა იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ საშუალებას გვაძლევს თავისუფალი თანხა საიმედოდ შევინახოთ, ამასთანავე, მივიღოთ დამატებითი სარგებელი, რაც ყველა ბიზნესისთვის დამატებითი ბენეფიტია”, — აღნიშნა ვანო ბენიძემ.

სასტუმრო არტიზანი და ბარ-რესტორანი „იაკობის ეზო“ დაარსების დღიდან საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელია. ბიზნესთან მარტივად ინტეგრირებადი ფუნქციონალების მეშვეობით კი, ბიზნეს მობილბანკმა სასტუმროსა და ბარ-რესტორნის მართვა გაამარტივა და განვითარებისთვის ახალ-ახალი შესაძლებლობებიც შექმნა.  იმის შესახებ, თუ რას სთავაზობს არტიზანი და იაკობის ეზო მომხმარებლებს და რა როლი აქვს ბიზნესის მართვის პროცესში ბიზნეს მობილბანკს, ვანო ბენიძე ვრცლად გვესაუბრა.

“სასტუმრო არტიზანი 82 სხვადასხვა კატეგორიის თანამედროვე სტანდარტების ნომერს, საკონფერენციო დარბაზსა და ფიტნეს ოთახს აერთიანებს. პირველი სართულის შიდა და გარე სივრცეები იაკობ ნიკოლაძის მუზეუმის ეზოსთან ერთად, რესტორან იაკობის ეზოს და listening ბარს ეთმობა. თავად სახელი და პროექტის კონცეფცია ვერის უბნის მრავალწლიანმა ისტორიამ, იაკობ ნიკოლაძის სამუზეუმო სივრცემ და ჩვენი გუნდის სამოგზაურო გამოცდილებებმა შთაგვაგონა.  შედეგად, ვფიქრობ, საუკუნოვანი ისტორიით სავსე ადგილისთვის ახალი სიცოცხლის მიცემა შევძელით, სადაც ხელოვნების, კულინარიისა და სტუმარმასპინძლობის სინთეზი, ახალ, საინტერესო ისტორიებს შექმნის”, — ამბობს ვანო ბენიძე.

ვანოს თქმით, თავად უკვე 9 წელზე მეტია, რაც საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელია. ამ პერიოდის განმავლობაში ბანკის მიმართ სანდო და ნაყოფიერი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა, ბიზნეს მობილბანკი კი ბიზნესების მართვის პროცესში შეუცვლელი აპლიკაცია გახდა.

ბიზნეს მობილბანკის შესახებ თავიდან საქართველოს ბანკის ერთ-ერთი თანამშრომლისგან შევიტყვეთ, რომელიც კონსულტაციას ხშირად გვიწევს სხვადასხვა ფინანსურ და საბანკო საკითხებში. ბიზნეს მობილბანკთან ინტეგრაცია თავიდანვე ძალიან სწრაფი იყო. ბიზნეს მობილბანკის მთავარი უპირატესობა მისი გამოყენების სიმარტივე და მოქნილობაა. ის ძალიან მიმარტივებს ყოველდღიურ პროცესებს და მიზოგავს დროს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დღევანდელ სამყაროში. ჩემი სამუშაო დღე საკმაოდ ქაოსურია, უამრავი გადაწყვეტილების მიღება მიწევს ძალიან მოკლე დროში და დრო ის ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია, რომლის ნაკლებობასაც განვიცდი. შესაბამისად, მობილბანკის მეშვეობით სწორედ დროის დაზოგვის შესაძლებლობა გვაქვს”, — აღნიშნა ვანომ.

თუ ჯერ კიდევ არ ხართ ბიზნეს მობილბანკის მომხმარებელი, აპლიკაციაში დარეგისტრირებასა და მის გადმოწერას ამ ბმულზე შეძლებთ. იხილეთ ტუტორიალი თუ როგორ შეხვიდეთ ბიზნეს მობილბანკში.

საქართველოს ბანკის სხვა ბიზნესპროდუქტებსა და სერვისებზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ გაიგოთ 
აქ. ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში სულ მარტივად ონლაინ.

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „მეტროპოლ ლისი“ - ახალი უბანი, რომელიც 7 ჰა ტერიტორიაზე დაახლოებით 70 მიწის ნაკვეთს გააერთიანებს

18.07.2025.20:00

მინდა აღვნიშნო, რომ „მეტროპოლ ლისის“ დაწყება პირდაპირ ეხმიანება ჩვენი კამპანიის სტრატეგიას და დაპირებას, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ მამუკა იმედაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „მეტროპოლის“ სურვილია, რომ საკუთარ მომხმარებლებს ნებისმიერი ტიპის უძრავი ქონება შესთავაზოს. 

„ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენი მიზანია და ჩვენი სურვილია, რომ ვიყოთ დეველოპერული კომპანია, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს ნებისმიერი ტიპის უძრავ ქონებას. ანუ უფრო გასაგებ ენაზე, რომ ვთქვათ, ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც სურს, რომ უძრავი ქონება შეიძინოს იქნება ეს საცხოვრებელი სახლი, თუ საინვესტიციო აპარტამენტი, თუ სახლის ზღვის პირას და ახლა უკვე სუბურბანული პროექტი, რა თქმა უნდა კომერციული და საოფისე ფართები - შეუძლიათ მიმართონ „მეტროპოლის“ გაყიდვების ოფისებს, რომელიც გვაქვს საბურთალოზე და ორთაჭალაში და მიიღონ დეტალური ინფორმაცია მისთვის საინტერესო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით. 

ვიდრე „მეტროპოლ ლისის“ დეტალებზე გესაუბრებით ძალიან მოკლედ მინდა გაგიზიაროთ თვითონ როგორ მოხდა ამ ლოკაციის შერჩევა. ის, რომ „მეტროპოლს“ ჰქონოდა სუბურბანული პროექტი ეს თავშივე გვქონდა მიზნად. თუმცა, როდესაც მოვხვდით ჩვენ ამ ლოკაციაზე, პირველივე ასვლის დროს ჩვენს პარტნიორებთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ლოკაციაზე „მეტროპოლს“ უნდა განეხორციელებინა პროექტი. 3 ძირითადი რამ იყო რამაც მოგვხიბლა. პირველი იყო ის, რომ ამ ლოკაციაზე ქალაქის ცენტრიდან 10 წუთში აღმოვჩნდით, რაც ძალიან მიმზიდველი და მომხიბლავი იყო. მეორე - ეკოლოგიურად სუფთა გარემო. და მესამე იყო ძალიან მაგარი, ლამაზი და სასწაული ხედები თბილისზე და ლისის ტბაზე. თან შებინდებული იყო, ქალაქი, რომ ნათდება ამ დროს და სასწაულებრივად მოვიხიბლეთ და ჩავიფიქრეთ, რომ განგვეხორციელებინა ეს პროექტი და პრინციპში რამდენიმე თვეში ეს პროექტი რეალობადაც ვაქციეთ. რაც შეეხება კონკრეტულად პროექტს, პროექტი განთავსებულია 7 ჰა ტერიტორიაზე, სადაც 70 მიწამდე იქნება განთავსებული. აქ აუცილებლად იქნება რეკრეაციული სივრცეები, პადელის, ფეხბურთის, კალათბურთის მოედნები. აუცილებლად იქნება გასართობი სივრცეები ბავშვებისათვის და არამხოლოდ ბავშვებისთვის, მოზრდილებისთვისაც იქნება სოციალიზაციის სივრცეები, კერძოდ ღია კინოთეატრი“, - აცხადებს მამუკა იმედაშვილი.

მისივე თქმით, „მეტროპოლ ლისი“ იქნება ადგილი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ თან იცხოვრონ და თან დაისვენონ. 

„ჩვენი ჩანაფიქრი ამ პროექტით რაც გვინდა, რომ მომავალ მობინადრეებს გადავცეთ არის ის, რომ „მეტროპოლ ლისი“ იქნება ადგილი, სადაც ადამიანს შეეძლება იცხოვროს და თან დაისვენოს“, - აცხადებს „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე. 

 

კომპანიის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ „მეტროპოლ ლისი“ ეს არის ახალი სუბურბანული სივრცე ცხოვრების თანამედროვე სტილით. სუფთა ჰაერზე და მშვიდ გარემოში მდებარე ახალი უბანი აერთიანებს დაახლოებით 70 მიწის ნაკვეთს და მოიცავს თანამედროვე სტანდარტებით დაგეგმილ ჭკვიან დასახლებას, რომელიც მაქსიმალურად მორგებულია მაცხოვრებლების საჭიროებებს.

პროექტის ფარგლებში გამოყოფილია 3,600 მ² ფართობი საერთო ფუნქციური ზონისთვის, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფრასტრუქტურას:

პადელის მოედანი

• ღია კინოთეატრი

• საბავშვო მოედანი

• ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები

• სავარჯიშო სივრცე

• მოსასვენებელი პავილიონი

ველობილიკები

• დეკორაციული გამწვანება

• სასმელი წყლის შადრევნები.

მეტროპოლ ლისი“ - იცხოვრე ჯანსაღ გარემოში, ქალაქის ხმაურისგან მოშორებით.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა