საქართველოს ბანკის რიგით 23-ე იდეათეკა დაბა მანგლისის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიხსნა
სხვა სიახლეები
04.07.2025.14:16
APM Terminals Poti • ეიპიემ ტერმინალს ფოთმა წარმატებით დაამუშავა ქართული წარმოშობის სპილენძის კონცენტრატის პირველი პარტია, რაც მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს რეგიონულ სავაჭრო-ლოგისტიკურ ჯაჭვში.
6,500 ტონა უსაფრთხოდ შეფუთული სპილენძის კონცენტრატი ფოთის საზღვაო ნავსადგურში სარკინიგზო ხაზით იქნა შემოტანილი, დასაწყობდა და ევროპის მიმართულებით გაიგზავნა.
აღნიშნული გადაზიდვა ფართო პარტნიორობის ნაწილია „ეიპიემ ტერმინალს ფოთსა“ და შიდა საკონტეინერო ტერმინალ KCB Alliance-ს შორის. აღნიშნული თანამშრომლობა მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო და მიზნად ისახავს გრძელვადიანი სტრატეგიული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, რაც უზრუნველყოფს რეგულარულ გადაზიდვებსა და მჭიდრო კოორდინაციას.
„ეს ერთჯერადი გადაზიდვა არ არის,“ - აღნიშნავს იენ როლინსონი, „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ კომერციული დირექტორი. „ჩვენ მზად ვართ, ფოთის საზღვაო ნავსადგური გახდეს მნიშვნელოვანი კარიბჭე როგორც ქართული, ისე ცენტრალური აზიის ტვირთებისთვის ევროპის მიმართულებით. ამავდროულად, ვაფასებთ მომხმარებლებთან მჭიდრო პარტნიორობასა და ჩვენ მიმართ ნდობას, რათა მათი ტვირთი უსაფრთხოდ და დროულად მივიდეს დანიშნულების ადგილას,“ - დასძენს ის.
ფოთის პორტის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ცენტრალურ სარკინიგზო ხაზთან კავშირი, დასაწყობების შესაძლებლობა და ტვირთის ეფექტური დამუშავების პროცესი, ამყარებს მის, როგორც სანდო ლოგისტიკური ჰაბის პოზიციას ნაყარი და კონტეინერიზებული ტვირთებისთვის.
ამასთან, კომპანიის განვითარებისა და გაფართოების გეგმა რჩება უცვლელი, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს ფოთის როლს აზიისა და ევროპის ბაზრებს შორის დამაკავშირებელ მნიშვნელოვან რგოლად.