მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7265
0.0505
flag
AZN 1.6129
0.011
flag
CNY 39.774
0.0287
flag
EUR 3.1833
0.0138
flag
GBP 3.658
0.0149
flag
KZT 55.7
0.0094
flag
TRY 0.0623
0.0003
flag
USD 2.7419
0.0185

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სამაცივრე და საყინულე დანადგარების კომპანია „ქართული ხილი და ბოსტნეული“ ფართოვდება

news image

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის ერთგული პარტნიორი, ახალი პროექტების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს.

 

სწორდ ამ მიზნით, ბანკთან თანამშრომლობით  სამაცივრე და საყინულე დანადგარების  კომპანია “ქართული ხილი და ბოსტნეული“ ფართოვდება.

 

პროექტის ჯამური ღირებულება 5.7 მილიონი ლარია. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 4.9 მილიონ ლარს შეადგენს.

 

პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 600 ტონა მოცულობის საყინულე საკანი აშენდა, რომელიც გერმანულ-ჰოლანდიური აგრეგატებით არის აღჭურვილი.  ასევე, მოხდა უკვე არსებული სამაცივრე მეურნეობის  ტემპერატურის და ტენიანობის მართვის თანამედროვე სისტემებით გადაიარაღება და რეკონსტრუქცია. კომპანია ამით არ ჩერდება და სამომავლოდ ელექტრო ენერგიის დაზოგვისა და გარემოზე ზრუნვის მიზნით, მზის სადგურის მშენებლობას გეგმავს. პროცესშია 1,000 ტონა მოცულობის საყინულეს მშენებლობა. ასევე, გეგმაშია მშრალი სასაწყობე სივრცის მოწყობაც. ამით კომპანია ტვირთის მიღების, გაცემისა და ტვირთბრუნვის თანამედროვე მართვის სისტემებით აღჭურვას უზრუნველყოფს.

 

„საქართველოს ბანკი მრავალი წელია ბიზნესის ერთგული მხარდამჭერია. შესაბამისად, ბანკი პარტნიორებთან ერთად სხვადასხვა პროექტების განხორციელებით არაერთი სექტორის განვითარებას უწყობს ხელს. ჩვენი მხარდაჭერით, პროექტები განხორციელებულია როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.  მოხარულები ვართ „ქართული ხილი და ბოსტნეული“ ჩვენი მხარდაჭერით ფართოვდება და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სამაცივრე საწყობს აშენებს, რაც ტვირთბრუნვას გაზრდის და კომპანიის სამომავლო განვითარებასა და გაძლიერებას შეუწყობს ხელს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესების გაძლიერებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ირაკლი კიკალიშვილმა.

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის YouTube პროექტი “ფორმაში” გრძელდება - უყურეთ მეორე ეპიზოდს

05.03.2026.17:11

საქართველოს ბანკის YouTube პროექტი “ფორმაში” გრძელდება და მაყურებელს აძლევს შესაძლებლობას, მათთვის საყვარელი სპორტსმენები და კრეატორები განსხვავებულ ფორმაში გაიცნონ.

მეორე ეპიზოდის სტუმრები არიან ფეხბურთელი საბა ხარებაშვილი და კრეატორი ნიკოლოზ რაბანოვი. მონაწილეები ერთმანეთს 3-3 სახალისო დავალების შესრულებაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს.

ეპიზოდის სანახავად ეწვიეთ საქართველოს ბანკის YouTube არხს @argacherde.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი YouTube ეკოსისტემისა და ქართველი კრეატორების გაძლიერების ხელშეწყობისთვის, სხვადასხვა პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. სწორედ ამ მიზნით, შექმნა საქართველოში პირველი YouTube რეალითი შოუ “Creator”-ი, რომლის ფარგლებშიც, დამწყებ კრეატორებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ რჩევები გამოცდილი და ცნობილი იუთუბერებისგან, გაეზიარებინათ მათი გამოცდილება და პირველი ნაბიჯები გადაედგათ YouTube სივრცეში.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა