საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ოლიმპიადა ევერესტი დაიწყო
საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი ოლიმპიადა ევერესტის მხარდამჭერია და ბანკის ხელშეწყობით, საქართველოში მათემატიკის ყველაზე მასშტაბურ სასკოლო ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო.
მოსწავლეებს, რომლებსაც სურთ, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები მათემატიკასა და ლოგიკაში, უკვე შესაძლებლობა აქვთ, დარეგისტრირდნენ მათემატიკის სამტურიან ოლიმპიადაზე, რომლის პირველი ტური ონლაინ გაიმართება. ონლაინ ტურში მონაწილეობა თავისუფალია ნებისმიერი მოსწავლისთვის II-დან VI კლასის ჩათვლით. რეგისტრაცია კი გრძელდება 4 აპრილამდე.
აღსანიშნავია, რომ მათემატიკის ოლიმპიადის მეორე ტური გაიმართება 5-6 აპრილს, ხოლო ფინალი — 31 მაისსა და 1 ივნისს, სადაც საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე გამოვლინდება.
10, 11 მაისს კი გაიმართება ოქროს ტური, რომლის რეგისტრაცია 24 თებერვალს დაიწყება.
გაზაფხულის სეზონის ოლიმპიადაზე ასევე გაიმართება ქართული ენის ოლიმპიადა ორ ეტაპად. პირველ ტურში მონაწილეობა ონლაინ შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ფინალი კი გაიმართება 12-13 აპრილს.
„ჩვენთვის განსაკუთრებულად პრიორიტეტულია ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნა და მხარდაჭერა. ოლიმპიადა ევერესტი ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია, რომელიც დაწყებითი კლასის მოსწავლეებს საკუთარი ცოდნისა და უნარების გამოცდის შესაძლებლობას აძლევს, მატებს სტიმულს და უღვივებს მეტის შემეცნების სურვილს. ჩვენ მოხარული ვართ, რომ წელსაც ვუჭერთ მხარს ამ პროექტს და ამასთან, არ ვჩერდებით, რათა კიდევ არაერთი სხვა საგანმანათლებლო პროექტი თუ ინიციატივა შევთავაზოთ როგორც მოსწავლეებს, ისე სტუდენტებს“, – აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი.
ოლიმპიადის შესახებ მეტი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ევერესტის ვებგვერდს.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
18.08.2025.21:44
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში ცვლილებები შედის, რომლის ფარგლებშიც გაფართოვდება მეწარმეებისათვის მხარდაჭერის შესაძლებლობები. საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, მთავრობის ეს გადაწყვეტილება მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდაში დაეხმარება.
როგორც ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია, რომ იზრდება სახელმწიფოს თანამონაწილეობა როგორც სასესხო ნაწილში, ასევე ლიზინგის კუთხით. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საგრანტო კომპონენტის გაფართოებასა და ისეთი მიმართულებების მხარდაჭერაზე, როგორიცაა მწვანე პროექტები, ქალთა ჩართულობა ბიზნესში, ბიზნესის გაციფროვნება, კვლევა - განვითარება და აგროტურიზმი.
„ამ კუთხით, ბიზნესის წახალისება პოზიტიური ნაბიჯი იქნება ინოვაციური და მდგრადი პროექტების დასაფინანსებლად, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი,“ - აღნიშნა საქართველოს ბიზნეს - ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.