საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Lion Development თბილისში მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის აქტიური მხარდამჭერი, დეველოპერული სექტორის ხელშეწყობას განაგრძობს. ამჯერად, ბანკთან თანამშრომლობით, კომპანია Lion Development ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონში, 6 853 კვადრატულ მეტრ ფართობზე, მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს.
პროექტის ჯამური ღირებულება 12 000 000 აშშ დოლარია, რომლის 40%-ს საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია შეადგენს.
პროექტში, საცხოვრებელ და საოფისე სივრცეებთან ერთად, რეკრეაციული, მწვანე სივრცეები, პარკინგი და სხვა ინფრასტრუქტურაა გათვალისწინებული. 15-სართულიან კომპლექსში 271 ბინა განთავსდება, სამშენებლო სამუშაოები კი 2021 წლის მარტში დაიწყო და 2024 წლის აგვისტოში დასრულდება.
„კომპანია Lion development სამშენებლო ბაზარზე 2015 წლიდანაა წარმოდგენილი. ჩვენი მთავარი მიზანი ხარისხიანი, ეკომეგობრული და კომფორტული გარემოს შექმნაა. ჩვენი გუნდის თითოეული წევრი მუშაობს პროდუქტსა და მომსახურებაზე, რომელიც ჯანსაღი საცხოვრებელი სივრცის შექმნისკენაა მიმართული. Lion Development მშენებლობის მაღალ სტანდარტებს იცავს და მომხმარებლებს ეკოლოგიურად სუფთა გარემოსა და დედაქალაქზე გამორჩეულ ხედებს სთავაზობს,“ - ამბობს კომპანიის დირექტორი, გიორგი ხუჯაძე და აღნიშნავს, რომ მიმდინარე პროექტის მშენებლობისას მაღალი ხარისხის ენერგოეფექტური მასალები გამოიყენება.
„საქართველოს ბანკი პარტნიორი დეველოპერული კომპანიების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. მოხარული ვართ, რომ Lion Development-თან თანამშრომლობა გრძელდება და სულ მალე თბილისს მაღალი სტანდარტების გათვალისწინებით შესრულებული, მულტიფუნქციური, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი შეემატება. ჩვენ არ ვჩერდებით - ვაგრძელებთ ქვეყნის მასშტაბით არაერთი პროექტის განვითარებას და ბიზნესის ხელშეწყობას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნიკოლოზ მითაიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს ბანკის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, Lion Development-ის კომპლექსში ბინის იპოთეკური სესხით შეძენისას სპეციალური, 7%-მდე ფასდაკლებით ისარგებლონ. დამატებითი დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს.
სხვა სიახლეები
ExpoGeorgia-ს ორგანიზებითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისის წიგნის დღეები 2025 გაიმართა
17.11.2025.17:22
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, 14-16 ნოემბერს, ExpoGeorgia-ს ორგანიზებულ თბილისის წიგნის დღეები 2025 -ის გენერალური სპონსორი იყო.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 60-ზე მეტი გამომცემლობა და წიგნის მაღაზია. შესაბამისად, სამი დღის განმავლობაში, დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ:
• გასცნობოდნენ უახლეს ლიტერატურულ ნაშრომებს;
• შეხვედროდნენ ცნობილ ავტორებს;
• მიეღოთ ექსკლუზიური შეთავაზებები და ფასდაკლებები;
• დასწრებოდნენ დისკუსიებსა და საინტერესო შეხვედრებს.
თბილისის წიგნის დღეების ფესტივალი ExpoGeorgia-ს მე 11 პავილიონში გაიმართა. სპეციალურად ამ დღეს, საქართველოს ბანკის მომხმარებლებს ბანკის ექსკლუზიური შეთავაზებები დახვდათ.
ინფორმაციისთვის, თბილისის წიგნის დღეები აერთიანებს გამომცემლებს, წიგნისა და აქსესუარების მაღაზიებს, ბიბლიოთეკებს, კულტურისა და განათლების ცენტრებს. ღონისძიება ქმნის სივრცეს, სადაც ლიტერატურა, კულტურა და ადამიანები ერთიანდებიან.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის ერთ–ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდებისთვის ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. ამ კუთხით ბანკი 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. მათ შორისაა, საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები, რომლებიც საქართველოს მასშტაბით 11 რეგიონის 24 სკოლაში ფუნქციონირებს და 18 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ამასთან, საქართველოს ბანკი ერთ წელზე მეტია სტიპენდიების პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 21 პარტნიორ უნივერსიტეტში სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება. უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 160-ზე მეტი სტიპენდიატი და მათი რაოდენობა იზრდება. საქართველოს ბანკის მიერ Fulbright-ის, CHEVENING-ისა და ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში კი უკვე 60 ახალგაზრდა გაემგზავრა დიდ ბრიტანეთში, აშშ–ში და გერმანიაში სასწავლებლად. საქართველოს ბანკის CSR პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: csr.bog.ge.