მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7089.2
-0.001
flag
AZN 1.5949
-0.0006
flag
CNY 38.078
-0.0056
flag
EUR 3.1231
-0.0155
flag
GBP 3.5607
-0.0016
flag
KZT 51.52
0.0021
flag
TRY 0.0645
0
flag
USD 2.7117
-0.001

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „Berry Farms” - მა 30 ჰექტარზე მოცვის ბაღები გააშენა

news image

საქართველოს ბანკი რეგიონებში ბიზნესის განვითარებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკისა და კომპანია „ბერი ფარმსის“ პარტნიორობით, ხობში, 30 ჰექტარზე, მოცვის ბაღები გაშენდა.  პროექტის ჯამური ინვესტიცია 2.7 მილიონი დოლარია, საქართველოს ბანკის ინვესტიცია 3 მილიონ ლარს შეადგენს, რომელიც სუბსიდირებული ფინანსური რესურსით იქნა მოზიდული.

“Berry Farms” საქართველოში 2023 წლის აპრილში შემოვიდა და კომპანია „აგრითაჩთან“ პარტნიორობის ფარგლებში  30 ჰექტარზე, მოცვის 100 000 - მდე მოცვის ნერგი გააშენა, რაც წელიწადში 400 ტონამდე მოცულობის ლურჯი მოცვის მოსავალს უზრუნველყოფს. პროდუქციის რეალიზაცია  საერთაშორისო ბაზარზე, ახლო აღმოსავლეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში განხორციელდება.  აღსანიშნავია, რომ ეს კომპანიის პირველი ინვესტიციაა რეგიონში. „Berry Farms” - ი სამომავლოდ შემნახველი და სამაცივრე მეურნეობის მიმართულებით ინვესტიციების განხორციელებასაც გეგმავს.

„მსოფლიო ბაზარზე მოცვის ინდუსტრია სტაბილურად მზარდ და განვითარებად აგრო ინდუსტრიას წარმოადგენს, საქართველოს ადგილმდებარეობა კი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ლოგისტიკის მხრივ კონკურენტული უპირატესობის შეთავაზებას იმ ქვეყნებისთვის, სადაც მოცვზე მაღალი მოთხოვნაა.  „Berry Farm” – ის საქართველოში შემოსვლაზე რამდენიმე მნიშვნელოვანმა ფაქტორმა იმოქმედა, მათ შორის საქართველოს ბანკის  მრავალწლიანი კულტურების დაფინანსების სპეციალურმა პროგრამამ. აღსანიშნავია, რომ ინვესტიციის განხორციელების დროს ინვესტორთან შეთანხმებული პირობები საბანკო დაფინანსებისა და სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამების მიმართულებით იყო სრულიად განხორციელებული და ამ ყოველივემ გაზარდა ინვესტორის ნდობა ქვეყნის და სექტორის მიმართ, რის შედეგადაც სამომავლოდ დამატებითი ინვესტიციების განხორციელებას ველოდებით.“ – განაცხადა მარიამ ქოიავამ, Berry Farms - ის საინვესტიციო მრჩეველმა და  ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია SavvY-ის მმართველმა პარტნიორმა

„საქართველოს ბანკისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება აგრო წარმოების და ბიზნესების მხარდაჭერაა.  აღნიშნული სექტორის გაძლიერებისა და წახალისების მიზნით, ბანკი არაერთი პროექტის მხარდამჭერია. მოხარულები ვართ, „Berry Farms”- თან პარტნიორობით, რადგან გვჯერა, მსგავსი პროექტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონებში მრავალწლიანი კულტურების განვითარებას, საქართველოს, როგორც ლურჯი მოცვის მწარმოებელი ქვეყნის პოზიციონირებას და საერთაშორისო ბაზარზე თავის დამკვიდრებას. ჩვენ არ ვჩერდებით, რადგან მიგვაჩნია, რომ მსგავსი ინიციატივები რეგიონებში ეკონომიკურ გაძლიერებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, რაც ქვეყნის გაძლიერების საწინდარია“ - განაცხადა ნინო აფციაურმა, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.

 

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image სამომავლოდ ვგეგმავთ გაფართოებას და ახალი პროდუქციის შეთავაზებას მომხმარებლებისთვის - Lolli Pop Caramels

03.11.2025.18:00

კომპანია Lolli Pop Caramels ხელნაკეთი ტკბილეულის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 5 წელია ქართულ ბაზარზე ოპერირებს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს ლიდა სარქისიანს ესაუბა.

„კომპანია „ლოლი პოპ კარამელსი“ 2020 წელს დაარსდა. უკვე 5 წელია რაც ბაზარზე ვართ და მომხმარებელს ვთავაზობთ ხელნაკეთ ტკბილეულს “, - ამბობს ლიდა სარქისიანი. 

კომპანიის ასორტიმენტი მრავალფეროვანია. ამჟამად, „ლოლი პოპ კარამელსი“ 20 -მდე სახეობის ტკბილეულს აწარმოებს. „გვაქვს მრავალფეროვანი ასორტიმენტი. 

ვაწარმოებთ 20-მდე სახეობის ტკბილეულს (ლოლიპოპსი, ქეიქპოპსი, ესკიმო, ხელნაკეთი შოკოლადი, მაფინები, ტკბილეულის თაიგულები და ა.შ) “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი. 

კომპანიას სხვადასხვა კონკურენტული უპირატესობა გააჩნია. ყველაზე მთავარი კი მაღალი ხარისხია.

„ლოლი პოპ კარამელსი" გამოირჩევა ხარისხით, განსხვავებული გემოს მქონე საკონდიტრო ნაწარმით და განსხვავებული დიზაინის პროდუქციით. ჩვენი კომპანია სთავაზობს მომხმარებელს მათთვის სასურველი დიზაინის პროდუქციას რაც კონკურენტულ უპირატესობად მიგვაჩნია, რადგან არ ვამზადებთ შაბლონური წესით და ყველანაირად ვცდილობთ მომხმარებლის მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ჩვენი მიზანია, რომ თითოეულმა მომხმარებელმა თავი განსაკუთრებულად და სასიამოვნოდ იგრძნოს “, - აღნიშნავს ლიდა სარქისიანი. 

„ლოლი პოპ კარამელსი" სამომავლოდ გაფართოებას და ასორტიმენტის ზრდას გეგმავს.

„სამომავლოდ ვგეგმავთ გაფართოებას, ახალი პროდუქციის დამატებას და დისტრიბუციით პროდუქციის გატანას რეგიონებში “, - განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი. 

ცნობისთვის, მაღაზია ქალაქ თბილისში, ატენის #1 -ში მდებარეობს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა