საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბახმაროს ტრადიციული დოღი - „ბახმაროს თასი 2023“ გაიმართება
საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კერძო ფინანსური ინსტიტუტი, საინტერესო და ტრადიციული სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერას აგრძელებს. ბანკის მხარდაჭერით, 19 აგვისტოს, კურორტ ბახმაროში, ტრადიციული დოღი - „ბახმაროს თასი 2023“ გაიმართება.
ბახმაროში დოღის ტრადიციას საფუძველი გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა, სპორტული შეჯიბრი ყოველწლიურად 19 აგვისტოს იმართება.
ღონისძიებაზე ყოველწლიურად ათობით მხედარი მონაწილეობს სამეგრელოდან, აჭარიდან, გურიიდან და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან.
„მონაწილეებისთვის დოღში გამარჯვება ღირსების საკითხია. ღონისძიების მიზანია დოღის, როგორც სპორტის, პოპულარიზაცია საქართველოში და ბახმაროს კურორტის განვითარება. წელს ღონისძიება წყაროს წყალი „ბახმაროს", „ნაბეღლავისა" და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანიზებითა გაიმართება, მთავარი მხარდამჭერი კი საქართველოს ბანკია“,- განაცხადა ანა ბერიშვილმა, “სს წყალი მარგებლის”მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
წელს ღონისძიების საპრიზო ფონდი 20.000 ლარს შეადგენს, რაც ბახმაროს დოღის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურია. როგორც ღონისძიების მთავარი მხარდამჭერი, „ბახმაროს თასი 2023“ - ის გამარჯვებულს მთავარ პრიზს საქართველოს ბანკი გადასცემს.
დოღში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია 18 აგვისტოს, 12 საათზე, ბახმაროში, დოღის სტარტთან გაიმართება. შეჯიბრება 19 აგვისტოს, 13:00 საათზე დაიწყება.
სპორტული შეჯიბრის ფარგლებში ოთხი გარბენი შედგება, რომელთა მანძილი 1.200, 1.200, 2.400 და 4.800 მეტრს შეადგენს.
I გარბენი - „გურიის თასი“
II გარბენი - გმირების თასი“
III გარბენი - „ნაბეღლავის თასი“
IV გარბენი - “ბახმაროს თასი“ მარულა
ინფორმაციისთვის: ბახმარო გურიის მხარეში, ზღვის დონიდან 2 ათასი მეტრის სიმაღლეზე, სოჭითა და ნაძვით მდიდარ ქვაბულში მდებარეობს და ცნობილია თავისი უნიკალური სამკურნალო კლიმატით. კურორტ ბახმაროს 2019 წლის დასაწყისში დაბის სტატუსი მიენიჭა, ხოლო გაზაფხულზე – მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.
სხვა სიახლეები
16.09.2025.14:52
„მთვარე, რომელიც დღისით ჩანს“ - ამ სიმბოლური სახელწოდებით პროექტი Bentley Exhibitionsავთანდილ გახოკიძის პერსონალური გამოფენით გრძელდება. 18 სექტემბრიდან თანამედროვე ქართველი არტისტის ფერწერულ ნამუშევრებს Bentley Centre Tbilisi-ს შოურუმი უმასპინძლებს. ნამუშევრების სერია 6 მონუმენტურ ტილოს აერთიანებს, რომელთა კონცეფცია ბუნებისა და ტექნოლოგიების კონტრასტულ შეხამებას მოიცავს და მათ ერთ სივრცეში ჰარმონიულად დაკავშირებას ისახავს მიზნად.
თეონა კოხოძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ კრეატიული დირექტორი: „Bentley Centre Tbilisi-ს შოურუმში გამოფენების სერია იმ მომხმარებლების სურვილიდან გამომდინარე დავიწყეთ, რომლებიც დაინტერესებულები არიან ხელოვნებითა და თანამედროვე ქართველი არტისტებით. გვინდოდა, ჩვენი შოურუმი სწორედ ხელოვნებასთან დაგვეკავშირებინა და ამ სივრცეში მოსული აუდიტორიისთვის თანამედროვე მხატვრების უკეთ გაცნობის შესაძლებლობა მიგვეცა.
Bentley Exhibitions პროექტის ფარგლებში უკვე მესამე გამოფენას ვმასპინძლობთ. ეს გამოფენა გამორჩეულია იმ თვალსაზრისით, რომ ავთანდილ გახოკიძემ ნამუშევრები საგანგებოდ ამ შოურუმისთვის შექმნა და ისინი პირველად სწორედ ჩვენთან გამოიფინება.
გამოფენის გახსნაზე დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, პირადად შეხვდეს მხატვარს და გაესაუბროს გამოფენის კონცეფციის შესახებ. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ნამუშევრების შეძენაც“.
ავთანდილ გახოკიძე თანამედროვე ქართველი მხატვარი და ვიზუალური არტისტია. მან „თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია“ დაამთავრა ფერწერის განხრით და ახლა სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს.
ავთანდილ გახოკიძე, მხატვარი: „გამოფენისთვის შესრულდა 6 დიდი ზომის ნამუშევარი. არსებული პარამეტრები განისაზღვრა საექსპოზიციო სივრცის სპეციფიკიდან გამომდინარე. ნამუშევრები განზოგადებული გეომეტრიული ფორმების სახითაა წარმოდგენილი და უკავშირდება ეგრეთ წოდებულ Hard Edge Painting მიმართულებას. სერიაზე Dedicace Gallery-ს სარეზიდენციო სივრცის სტუდიაში რამდენიმე თვის განმავლობაში ვმუშაობდი. ყველა ეს ტილო კონკრეტულად Bentley Centre Tbilisi-ს სივრცისთვის შეიქმნა. ჩემი მცდელობა იყო, გარემოსა და ნამუშევრებს შორის გარკვეული კავშირიც ყოფილიყო და, ამავდროულად, კონტრასტიც“.
ხელოვნების მხარდაჭერა Bentley Centre Tbilisi-ს ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება და კორპორაციული მდგრადობის ნაწილია. კომპანიისთვის ეს ერთგვარი შესაძლებლობაა, უკეთ გაიცნოს საკუთარი მომხმარებლები, მათთვის ღირებულებებისა და კულტურული გამოცდილების გაზიარების გზით. ამ მიზნით, Bentley Exhibitions-ის ფარგლებში, ბრენდის შოურუმმა დამატებითი საგამოფენო სივრცის ფუნქცია შეიძინა და ის მთელი წლის განმავლობაში ეთმობა ახალგაზრდა ქართველი არტისტებისა თუ საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი მხატვრების ნამუშევრებს.
ავთანდილ გახოკიძის გამოფენა Bentley Centre Tbilisi-ს შოურუმში 18 სექტემბერს 19:00 საათზე გაიხსნება. მხატვრის ფერწერული ნამუშევრების გაცნობის საშუალება დამთვალიერებელს 18 ნოემბრამდე ექნება.
Bentley Exhibitions-ის ფარგლებში გამოფენების სერია წლის ბოლომდე გაგრძელდება.
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი Bentley Centre Tbilisiლეგენდარული ბრიტანული ბრენდის პრემიუმ ავტომობილების ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში 2024 წლიდან. Bentley Centre Tbilisi-ს შოურუმში მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ ყველაზე მოთხოვნადი მოდელები, ადგილზე შეარჩიონ აქსესუარები, კონფიგურაციის საშუალებით ააწყონ სასურველი კომპლექტაცია და შექმნან პერსონალიზებული მოდელი.