მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7271.4
-0.0059
flag
AZN 1.5726
-0.0007
flag
CNY 39.395
0.0044
flag
EUR 3.1124
0.0104
flag
GBP 3.6067
0.0163
flag
KZT 56.56
-0.0003
flag
TRY 0.0585
0
flag
USD 2.6732
-0.0012
news banner

საქართველოს ბანკის ინიციატივით, ბიზნესებისთვის შეხვედრა „როგორ შევარჩიოთ ბიზნეს პარტნიორი“ გაიმართება

news image

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ინიციატივით, ბიზნეს შეხვედრები გრძელდება და ამჯერად, 19 თებერვალს  შეხვედრა - „როგორ შევარჩიოთ ბიზნეს პარტნიორი“ ჩატარდება.

ღონისძიება 19 თებერვალს, 17:00-ზე საქართველოს ბანკის 4B სივრცეში, ყაზბეგის #15-ში გაიმართება.

შეხვედრაზე EBIT Group-ის მმართველი პარტნიორი, ვლად ბეჯაშვილი ისაუბრებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ბიზნეს პარტნიორის შერჩევა, თუ როგორ უნდა განაწილდეს ვალდებულებები ბიზნეს ურთიერთობებში, როგორ დამენეჯმენტდეს ბიზნესის მართვაში ჩართულობა და როლები. გარდა ამისა, განიხილავს ვის რა როლი ეკისრება საოპერაციო ნაწილში და რამდენად მნიშვნელოვანია საწყის მოლაპარაკების ეტაპზე ამ დეტალების გავლა და შეთანხმება.

„საქართველოს ბანკისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ კარგად გვესმის ბიზნესის დაწყებასთან და მის მართვასთან დაკავშირებული გამოწვევები. სწორედ ამ მიზნით, ბიზნეს ღონისძიებების ერთ-ერთი შეხვედრა ამ თემას დავუთმეთ. შეხვედრაზე დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობა ექნებათ ბიზნესის დაწყებასთან და მის წარმატებით მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია. ჩვენ აქტიურად ვიკვლევთ ჩვენი პარტნიორი ბიზნესების საჭიროებებს და იმ სერვისებს ვთავაზობთ, რაც მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ. ჩვენ არ ვჩერდებით და წელსაც აქტიურად ვგეგმავთ მსგავსი, ბიზნესის განვითარებისა და გაძლიერებისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებას“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა უნდა გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე.

ინფორმაციისთვის, ბიზნეს შეხვედრები ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები თუ სხვა.

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image პარტნიორები მიხვდნენ, რომ მხოლოდ ჩრდილოეთის დერეფანზე მიბმა მათთვის უტოპიაა და მაქსიმალურად ცდილობენ ალტერნატიული მიმართულებების განვითარებას - Kairos Logistics-ის გენერალური დირექტორი

25.05.2026.19:00

საქართველო თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე ლოგისტიკაში ყველა ძირითად სატრანსპორტო მიმართულებას ეფექტურად იყენებს, ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას Kairos Logistics-ის გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ნამადოვი განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში ლოგისტიკური გადაზიდვები თითქმის თანაბრად ნაწილდება რკინიგზის, საზღვაო და სახმელეთო მიმართულებებს შორის, ხოლო საერთო პროცესში დაახლოებით 10%-იანი წილი საჰაერო გადაზიდვებზე მოდის.

„ამიტომ, თუნდაც ერთი რგოლის განვითარება პირდაპირ ახდენს გავლენას მთლიან პროცესზე. მაგალითად, თუ გამართული პორტები და მაღალი დონის მომსახურება გვაქვს, შემდგომში ამ კონტეინერების გადაზიდვა რეგიონულ მასშტაბზე უკვე რკინიგზითა და ავტოტრანსპორტით ხდება.

ამავდროულად, ვინაიდან ჩვენ უკვე რეგიონულ ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოვყალიბდით, გასათვალისწინებელია, რომ ცენტრალურ აზიას არ აქვს ზღვაზე გასასვლელი და იქ გადაზიდვების დაახლოებით 95% სარკინიგზო და სახმელეთო მარშრუტებზე მოდის ანუ, ჩვენ პრაქტიკულად მულტიმოდალურ გადაზიდვებზე გადავედით. პირობითად, თუ ამერიკიდან შემოდის კონტეინერი, ცენტრალურ აზიაში მას ტრაილერით ვაგზავნით, და პირიქით - იქიდან ტვირთები რკინიგზით შემოგვაქვს და შემდგომ ზღვით ვამისამართებთ. ეს კომპლექსური სისტემაა, სადაც სამივე რგოლი შეთანხმებულად უნდა მუშაობდეს“,- აღნიშნა ნამადოვმა.

მისივე განმარტებით, საქართველო საერთაშორისო პარტნიორებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი და სტაბილური ლოგისტიკური მიმართულება ხდება.

„სხვათა შორის, პანდემიის შემდგომ პირველი ფილიალი ალმათიში გავხსენით. იმ პერიოდში, როდესაც იქ ჩავდიოდი, მართალია, მენტალურად და ტრადიციებიდან გამომდინარე ჩვენს მიმართ კეთილგანწყობა იგრძნობოდა და მათთვის ახლობელი ვიყავით, თუმცა, როგორც ლოგისტიკური ჰაბი და ბიზნესპარტნიორი, მათგან საკმაოდ შორს ვდგავარდით.

სამწუხაროდ, ომმა შეცვალა ეს რეალობა, რაც ჩვენი მარშრუტისთვის დადებითი აღმოჩნდა. დღეს შუა დერეფანი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, არასანქცირებული მარშრუტია, რომელსაც ძალიან აქტიურად იყენებენ. პარტნიორები ბოლოს და ბოლოს მიხვდნენ, რომ მხოლოდ ჩრდილოეთის დერეფანზე მიბმა მათთვის უტოპიაა და მაქსიმალურად ცდილობენ ალტერნატიული მიმართულებების განვითარებას. ასევე აღვნიშნავდი, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვა წლიდან წლამდე საგრძნობლად იზრდება და ეს აშკარაა, განსაკუთრებით თვალსაჩინოა ქართული ექსპორტის ზრდა შუა  აზიის მიმართულებით“, - აღნიშნა გადამზიდავი კომპანიის ხელმძღვანელმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა