საქართველოს ბანკის ინიციატივით, ბიზნეს შეხვედრა "დროის მენეჯმენტი და თვითმენეჯმენტი" გაიმართა
საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. ახლახან მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებისთვის 2-დღიანი ბიზნეს შეხვედრა – "დროის მენეჯმენტი და თვითმენეჯმენტი" გაიმართა. ღონისძიებას ტრენერი და ბიზნეს კონსულტანტი, კომპანია BPN Georgia-ს დირექტორი, დანიელ მათერიუძღვებოდა.
დანიელ მათერმა მიმოიხილა ის თეორიულ-პრაქტიკული მეთოდები, რომლებიც ბიზნესის წარმომადგენლებსმუშაობის სტილის გაანალიზებაში, პრიორიტეტების განსაზღვრასა და დროის დაგეგმვის საკითხებში ეხმარებათ. შედეგად, მიღებული ცოდნით, მათ აქვთ შესაძლებლობა, რეალური მიზნები დასახონ,დავალებები უფრო სწრაფად და ეფექტიანად შეასრულონ და ხელისშემშლელ ფაქტორებს გაუმკლავდნენ.
„საქართველოს ბანკისთვის ბიზნეს სექტორის გაძლიერება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ გვესმის, რომ ახალი კავშირების დამყარება, განათლება და მოტივირება მთავარი კომპონენტებია წარმატების მისაღწევად, ამიტომ მუდმივად ვქმნით და მხარს ვუჭერთ საგანმანათლებლო თუ საინფორმაციო ინიციატივებს მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებისთვის. აღნიშნული შეხვედრის მიმართ გამოხატული ინტერესი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბიზნესებს სჭირდებათ მეტი ინიციატივა, რომელიც მათ განვითარებასა და ზრდაში დაეხმარებათ. ჩვენ არ ვჩერდებით და მომხმარებლებს მომავალშიც არაერთ საინტერესო ღონისძიებას შევთავაზებთ”, - აცხადებს რუსუდან ბარათაშვილი, მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი.
მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებაზე ორიენტირებული მეტი პროექტი იხილეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდზე, ხოლო იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ მსგავსი ღონისძიებები, ადევნეთ თვალყური საქართველოს ბანკი ბიზნესის ფეისბუქგვერდს.
სხვა სიახლეები
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი Leila Meskhi Tennis Academy Cup & Coca Cola
29.05.2026.20:51
საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციისა და კომპანია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” ორგანიზებით 30 მაისიდან - 7 ივნისის ჩათვლით, ლეილა მესხის ჩოგბურთის კორტებზე ევროპის ახალგაზრდული საერთაშორისო ტურნირი (TENNIS EUROPE JUNIOR TOUR U 14) - ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი ( Leila Meskhi Tennis Academy & Coca-Cola Cup) გაიმართება.
კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ უკვე მრავალი წელია სპორტისა და არაერთი ახალგაზრდული ინიციატივის მხარდამჭერია. კომპანიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი საერთაშორისო ტურნირების მხარდაჭერა, რომლებიც ახალგაზრდა სპორტსმენებს პროფესიული ზრდისა და საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს. მსგავსი შეჯიბრებები ხელს უწყობს როგორც ქართული სპორტის განვითარებას, ისე ქვეყნის პოპულარიზაციას საერთაშორისო სპორტულ სივრცეში. ვინაიდან „კოკა-კოლასთვის“ სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ერთ-ერთი მთავარი მისია და პასუხისმგებლობაა, კომპანია უკვე წლებია ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და მისი ტურნირების მთავარი პარტნიორია.
საერთაშორისო ტურნირში 10-ზე მეტი ქვეყნის 130-მდე ჩოგბურთელი მიიღებს მონაწილეობას. შეჯიბრება 14 წლამდე გოგონებსა და ვაჟებში, როგორც ერთეულთა, ისე წყვილთა თანრიგში გაიმართება. საჩოგბურთო შეჯიბრებაში მონაწილე ქვეყნები არიან: საქართველო, უკრაინა, სომხეთი, აშშ, გერმანია, ისრაელი, ყაზახეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი.
საკვალიფიკაციო თამაშები 30 მაისს, ხოლო მთავარი ბადის თამაშები 1 ივნისიდან დაიწყება. ფინალური შეჯიბრება და დაჯილდოების ცერემონიალი კი 7 ივნისს გაიმართება.
ტურნირისთვის სპეციალურად მოწვეულია თეთრის სამკერდე ნიშნის მქონე საერთაშორისო მსაჯი, რომელიც ტურნირსა და ადგილობრივი ხაზის მსაჯებს უხელმძღვანელებს.
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასის მიზანია: ჩოგბურთის განვითარების ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ახალგაზრდა ჩოგბურთელების ოსტატობის ამაღლება, ჩოგბურთელებისთვის საერთაშორისო ქულების მოპოვება და საქართველოში სპორტული ტურიზმის განვითარება.