მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7067.8
0.0045
flag
AZN 1.5872
-0.0003
flag
CNY 38.245
0.0004
flag
EUR 3.164
0.0058
flag
GBP 3.6084
-0.0011
flag
KZT 51.77
-0.0007
flag
TRY 0.0632
-0.0001
flag
USD 2.6985
-0.0006

საქართველოს ბანკის ინიციატივით, ბიზნეს შეხვედრა "დროის მენეჯმენტი და თვითმენეჯმენტი" გაიმართა

news image

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. ახლახან მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებისთვის 2-დღიანი ბიზნეს შეხვედრა – "დროის მენეჯმენტი და თვითმენეჯმენტი" გაიმართა.  ღონისძიებას ტრენერი და ბიზნეს კონსულტანტი, კომპანია BPN Georgia- დირექტორი, დანიელ მათერიუძღვებოდა.

 

დანიელ მათერმა მიმოიხილა ის თეორიულ-პრაქტიკულმეთოდები, რომლებიც ბიზნესის წარმომადგენლებსმუშაობის სტილის გაანალიზებაში, პრიორიტეტების განსაზღვრასა და დროის დაგეგმვის საკითხებში ეხმარებათ. შედეგად, მიღებული ცოდნით, მათ აქვთ შესაძლებლობა, რეალური მიზნები დასახონ,დავალებები უფრო სწრაფად და ეფექტიანად შეასრულონ და ხელისშემშლელ ფაქტორებს გაუმკლავდნენ.

 

„საქართველოს ბანკისთვის ბიზნეს სექტორის გაძლიერება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ გვესმის, რომ ახალი კავშირების დამყარება, განათლება და მოტივირება მთავარი კომპონენტებია წარმატების მისაღწევად, ამიტომ მუდმივად ვქმნით და მხარს ვუჭერთ საგანმანათლებლო თუ საინფორმაციო ინიციატივებს მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებისთვის. აღნიშნული შეხვედრის მიმართ გამოხატული ინტერესი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბიზნესებს სჭირდებათ მეტი ინიციატივა, რომელიც მათ განვითარებასა და ზრდაში დაეხმარებათ. ჩვენ არ ვჩერდებით და მომხმარებლებს მომავალშიც არაერთ საინტერესო ღონისძიებას შევთავაზებთ”, - აცხადებს რუსუდან ბარათაშვილი, მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი.

 

მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებაზე ორიენტირებული მეტი პროექტი იხილეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდზე, ხოლო იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ მსგავსი ღონისძიებები, ადევნეთ თვალყური საქართველოს ბანკი ბიზნესის ფეისბუქგვერდს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image წინასაახალწლო შეთავაზებები საქართველოს ბანკისგან - ნაწილ-ნაწილით გადახდისას

12.12.2025.16:35

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი შეთავაზებების მომზადებას განაგრძობს.

ამჯერად, შეთავაზებები ვრცელდება ნაწილ-ნაწილით გადახდაზე ოთხ ობიექტში - ძველი სუფრა, HOME, iPLUS და VOULEZ-VOUS, სადაც მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, სადღესასწაულო შოპინგი დანახარჯების გარეშე დაიწყონ - შეთავაზების მიხედვით, მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ სასურველი ნივთები ეფექტური 0%-ში და გადახდა მოგვიანებით დაიწყონ.

1. HOME

HOME-ში შეთავაზება აქტიურია 13 დეკემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით. მაღაზიაში დეკორაციული ნივთების შეძენა ნაწილ-ნაწილ მეთოდით გადახდისას 20% ფასდაკლებითაა შესაძლებელი. შეთავაზება არ ვრცელდება უკვე ფასდაკლებულ ნივთებზე.

2. ძველი სუფრა

15 დეკემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით, მომხმარებლებს შეუძლიათ მრავალფეროვანი სახლის დეკორის, ხელნაკეთი აქსესუარების, სუვენირებისა და საჩუქრის ნაკრების შეძენა ძველი სუფრის ფიზიკურ ობიექტებში 40%-იანი ფასდაკლებით - ნაწილ-ნაწილ მეთოდით გადახდისას. შეთავაზება სრულ კოლექციაზე ვრცელდება და მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, პროდუქტები დღესვე აირჩიოს და გადახდა ეტაპობრივად, ოთხ ნაწილად განახორციელოს.

3. iPLUS 

17-დან 21 დეკემბრის ჩათვლით iPLUS-ის ონლაინ და ფიზიკურ მაღაზიებში მინიმუმ 1500 ლარის ღირებულების ტექნიკის ნაწილ-ნაწილით შეძენისას მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, 150 ლარის ქეშბექი მიიღონ.

4. VOULEZ-VOUS

Voulez-vous-ში ასორტიმენტის დიდ ნაწილზე 50%-მდე ფასდაკლება უკვე დაიწყო. ამასთანავე, 15–18 დეკემბრის პერიოდში, სუნამოების, კანის მოვლისა თუ დეკორატიული კოსმეტიკის ნაწილ-ნაწილით შეძენისას, მომხმარებლები დამატებით 10%-იან ფასდაკლებას მიიღებენ (სასაჩუქრე ვაუჩერების, Chanel-ის, Dior-ის, Guerlain-ის, Givenchy-ის და Kenzo-ს პროდუქტების გარდა).

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა