მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7082.1
0.0056
flag
AZN 1.5989
-0.0002
flag
CNY 37.964
-0.0015
flag
EUR 3.202
-0.007
flag
GBP 3.711
-0.0052
flag
KZT 52.34
-0.0006
flag
TRY 0.0683
0.0001
flag
USD 2.7191
-0.0004

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ფულბრაიტის 2023 წლის სამაგისტრო პროგრამით სამი სტუდენტი ამერიკაში გაემგზავრება

news image

საქართველოს ბანკის, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე  კომპანიის მიზანია, რაც შეიძლება მეტ ნიჭიერ ახალგაზრდას ჰქონდეს შესაძლებლობა,  მიიღოს საუკეთესო განათლება. ამ მიზნით ბანკი, საქართველოში თუ მის საზღვრებს გარეთ, არაერთ  სასტიპენდიო თუ საგანმანათლებლო  პროექტს უჭერს  მხარს.  ბანკი ყოველ წელს, ერთ ნიჭიერ ახალგაზრდას, მას, ვისაც სურვილი აქვს გაემგზავროს აშშ-ში ორი წლით, მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად სხვადასხვა მიმართულებით, (მათ შორის ბიზნესის ადმინისტრირების, ინჟინერია, ინფორმაციული ტექნოლოგიები) ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში ორ წლიან სამაგისტრო პროგრამაზე დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს. წელს კი ეს რაოდენობა სამამდე გაიზარდა. 2023 წლის ფულბრაიტის საქართველოს ბანკის გამარჯვებულები, რომლებიც სრულ დაფინანსებას მიიღებენ არიან: მარიამ მალიძე, რომელიც სწავლას Vanderbilt University-ში გააგრძელებს; მარიამ ჟორჟოლიანი, რომელიც Clark University- ში მიიღებს განათლებას; ირაკლი მაჭარაშვილი კი University of Missouri- ში გაემგზავრება.

საერთო ჯამში საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გამარჯვებული თორმეტი სტუდენტი გაემგზავრება და მაგისტრატურაზე სრული დაფინანსებით ისწავლის.

უკვე დაწყებულია 2024-25 ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაზე განაცხადების მიღება. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება ამერიკის საელჩოს ვებგვერდზე, შემდეგ ბმულზე შეუძლიათ:  https://ge.usembassy.gov/fulbright-graduate-student-program/

აპლიკაციების მიღება 2023 წლის 1 აგვისტოს, 18:00 საათზე დასრულდება.  

ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამა აშშ-ის უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის სრულ დაფინანსებას ითვალისწინებს. პროგრამის კანდიდატთა შერჩევას  საქართველოში აშშ-ის საელჩო აწარმოებს.  პროგრამის თანადაფინანსებას საქართველოს ბანკი ახორციელებს, რაც იმას გულისხმობს, რომ  წარმატებული სტუდენტი, რომელიც დაინტერესებულია სწავლა ბიზნესის ადმინისტრირების, STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) მიმართულებით განაგრძოს, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით  აშშ–ში მომავალ სასწავლო წელს გაემგზავრება. 

 „საქართველოს ბანკის, როგორც მაღალი  სოციალური პასუხისმგებლობის მქონე  კომპანია  ნიჭიერ ახალგაზრდებს, მათ, ვისაც სურვილი აქვთ გაემგზავროს ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში ორ წლიან სამაგისტრო პროგრამაზე, დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს. ჩვენი მხარდაჭერითა და დაფინანსებით აშშ-ში უკვე გაემგზავრა 8  საუკეთესო სტუდენტი და წელს მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.  ჩვენ არ ვჩერდებით და ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ვაგრძელებთ ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომის  მხარდაჭერას და ახალი შესაძლებლობების შექმნას“,- აცხადებს საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ლომთაძე.

ინფორმაციისთვის:

ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა ღია კონკურსია, რომელსაც ადმინისტრირებას თბილისში აშშ საელჩო უწევს. ფულბრაიტის სტიპენდია წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პროგრამას მთელს მსოფლიოში.  პროგრამის მიზანია უმაღლესი ხარისხის განათლების შეთავაზება მათთვის, ვისაც სწავლა აშშ-ში სასურველ უნივერსიტეტსა და სპეციალობაზე, მათ შორის, ბიზნესის ადმინისტრირებაზე, სურს. პროგრამის კურსდამთავრებულებს შორის არიან სახელმწიფოთა ნობელის პრემიის ლაურეატები, სახელმწიფო ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image შსს ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

06.07.2025.21:49

შსს ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: ,,მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 1967 წელს დაბადებული გ.რ.-ს დაკავების შესახებ.

სამართალდამცველებმა, მიმდინარე წლის 6 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალში, გ.რ.-ს ხელბარგის სკანერით შემოწმებისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები ამოიღეს.
დადგინდა, რომ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებულია გ.რ.-ს სახელზე, თუმცა აღნიშნულ პიროვნებას ტარების უფლება არ ჰქონდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს", - აღნიშნულია განცხადებაში. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა