მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.5
0.001
flag
AZN 1.5848
-0.0003
flag
CNY 39.479
-0.0022
flag
EUR 3.1771
0.0037
flag
GBP 3.6439
-0.0046
flag
KZT 57.5
0.0021
flag
TRY 0.06
-0.0002
flag
USD 2.6936
-0.001

საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული ბანკია მსოფლიოში

news image

Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა მსოფლიოში.

დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც ლონდონში გაიმართა, Global Finance-მა მსოფლიოსა და რეგიონისსაუკეთესო როგორც სამომხმარებლო, ასევე კორპორატიული ციფრული ბანკები გამოავლინა.

საქართველოს ბანკი გამარჯვებულად 9 ნომინაციაში დასახელდა როგორც მსოფლიოს, ასევე რეგიონის მასშტაბით.

ფინტექის მიმართულებით ციფრული ტექნოლოგიების მუდმივი განვითარება დაკიბერუსაფრთხოების მნიშვნელობის ზრდა სრულად ცვლის ციფრული საბანკო სერვისებისმიმართულებას. Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდო კი იმ ფინანსურიინსტიტუტების აღიარებას ემსახურება, რომლებიც ფინტექის სფეროში ახალ სტანდარტებს ქმნიან, -აღნიშნავს ჯოზეფ ჯიარაპუტო, Global Finance-ის დამფუძნებელი და სარედაქციო დირექტორი.  

“Global Finance-ის ჯილდო ჩვენი ძალისხმევის დაფასებაა - შევქმნათ საუკეთესო ციფრული პროდუქტები ჩვენი მომხმარებლებისთვის. Global Finance-ის აღიარება და საქართველოს ბანკის საუკეთესოდ დასახელება ისეთ ბანკებს შორის, როგორებიც არის Bank of America, BBVA, Santanderთუ სხვა, დიდი მიღწევაა, რომელიც გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს ამ პროცესში შეტანილი წვლილისათვის. ჩვენ ერთად ვქმნით საუკეთესო ციფრულ ბანკს მსოფლიოში!“ - აღნიშნავს ლევან გომშიაშვილი, მარკეტინგის, ციფრული საბანკო მომსახურებისა და მომხმარებელთა გამოცდილების მართვის მიმართულების ხელმძღვანელი.

გამარჯვებულების გამოსავლენად ჟიურის წევრები რამდენიმე კრიტერიუმით ხელმძღვანელობდნენ, მათ შორის იყო: ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურების სტრატეგიის სიძლიერე, ციფრული შეთავაზებების მრავალფეროვნებისა და მოხმარების მაჩვენებელი, ციფრული მომხმარებლების რაოდენობის ზრდა და მათი კმაყოფილება, მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომები, ციფრული ბანკის ფუნქციურობა და სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ წარდგენილ პროდუქტებსა და ფუნქციონალებს შორის კი იყო: Ads Manager-ის პლატფორმა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ბიზნესებს, მონაცემების ანალიტიკაზე დაფუძნებული ბიზნეს შეთავაზებები 1.5 მილიონზე მეტ მომხმარებელს აჩვენონ მობილბანკში, sCoolApp-სა და Offers.bog.ge-ზე

ინფორმაციისთვის, საერთაშორისო გამოცემა Global Finance 1987 წელს დაარსდა და 160 ქვეყანაში ოპერირებს. იგი ათწლეულების განმავლობაში ფინანსურ სამყაროში სანდოობის სტანდარტად იქცა. გამოცემა ყოველწლიურად მთელი მსოფლიოდან საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს გამოარჩევს და აჯილდოებს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ტრამპის სახელი უმაღლესი ხარისხის უძრავი ქონების პროექტებთან ასოცირდება, „ტრამპთაუერ თბილისი“ კი ამ მემკვიდრეობის გაგრძელებაა - ერიკ ტრამპი

19.04.2026.12:00

ტრამპის სახელი მსოფლიოს ყველაზე მდიდრულ უძრავი ქონების პროექტებთან ასოცირდება, ხოლო Trump Tower Tbilisi ამ მემკვიდრეობის გაგრძელებაა. ვამაყობთ, რომ ამ გლობალურად აღიარებულ უმაღლეს სტანდარტს საქართველოში ვნერგავთ და განსაკუთრებით გვიხარია თანამშრომლობა ამ პროექტზე ასეთ პატივსაცემ და პროფესიონალ დეველოპერებთან.“- აცხადებს ერიკ ტრამპი, “ტრამპის ორგანიზაციის” აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი.

“არქი” ჯგუფთან, Biograpi Living-თან, The Sapir Organization-თან, Blox Group-თან და Finvest Georgia-სთან თანამშრომლობით, The Trump Organization საქართველოში თავის პირველ ბრენდირებულ პროექტს წარადგენს, რაც რეგიონში ფუფუნებისა და დიზაინის ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს. დაახლოებით 70-სართულიანი გამორჩეული ცათამბჯენი ქვეყნის ყველაზე მაღალი შენობა გახდება. იგი გადაჰყურებს ცენტრალურ პარკს და მრავალფუნქციური სივრცის მთავარ ცენტრად იქცევა, სადაც განთავსდება მდიდრული რეზიდენციები, პრემიუმ კლასის სავაჭრო ობიექტები, მსოფლიო დონის რესტორნები და განსაკუთრებულად შერჩეული ცხოვრების სტილის სერვისები.”- ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა