საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესებს ტექნოლოგიურ პლატფორმებზე შეღავათებს სთავაზობს
საქართველოს ბანკი ბიზნესებისთვის დამატებითი შესაძლებლობების გაზიარებას აგრძელებს და მათი საქმიანობის გამარტივების მიზნით ტექნოლოგიურ პლატფორმებზე საშეღავათო პირობებს სთავაზობს. ამიერიდან, საქართველოს ბანკის პარტნიორ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს შეუძლიათ როგორც Mastercard, ისე Visa ბიზნეს ბარათით მსოფლიოში ცნობილი ტექნოლოგიური ბრენდების პლატფორმები გამოიწერონ და მიიღონ ფასდაკლება, ქეშბექი ან ისარგებლონ უფასო სერვისებით.
აღნიშნული შეთავაზება Google-ის, Hotjar-ის, Microsoft-ის, Monday.com-ის, Notion-ის და 50-მდე სხვა გლობალური ბრენდის ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებზე ვრცელდება. მათი საშუალებით, ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, გამართონ შიდა და გარე კომუნიკაციები, მართონ ადამიანური რესურსები, ფინანსები, საბუღალტრო პროცესები და სხვა.
აღსანიშნავია, რომ შეღავათები 5-დან 40%-მდე ფასდაკლებას მოიცავს; ტექ. პლატფორმების ნაწილის გამოყენება კი ბიზნესებს, შეთავაზების ფარგლებში სრულიად უსასყიდლოდ შეუძლიათ. მათი სრული სია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
„მოხარული ვართ, რომ გლობალური გადახდების გიგანტ კომპანიებთან, Mastercard-თან და Visa-სთან თანამშრომლობით მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ახალ შესაძლებლობებს ვქმნით. მიგვაჩნია, რომ ბიზნესებისთვის რესურსების დაზოგვა და უახლეს ტექნოლოგიებთან წვდომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამიტომ ვაგრძელებთ შეთავაზებას ყველაზე ცნობილ და ეფექტიან პლატფორმებსა და ინსტრუმენტებზე, რომლებიც მეწარმეებს დროის, ფინანსებისა და სხვა რესურსების დაზოგვაში დაეხმარება. ჩვენ, როგორც ბიზნესის მხარდაჭერაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტი, მომავალშიც არაერთ მსგავს შეთავაზებას წარვუდგენთ მცირე და საშუალო მეწარმეებს“, - აცხადებს მაია გორგილაძე, ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
შეთავაზებებით სარგებლობისთვის ესტუმრეთ ამ ბმულს.
თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ანგარიში ონლაინ მარტივად და და პროცესში შეუკვეთეთ სასურველი ბიზნეს ბარათი.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
25.04.2025
ტანსაცმლის ქართულმა ბრენდმა „რუმორმა“ კოლექციების შექმნა დროებით დააპაუზა და სრული რესურსი კორპორატიულ მიმართულებაზე მიმართა. ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს კომპანიის თანადამფუძნებელმა მაკუნა გოგიბედაშვილმა განუცხადა.
როგორია კომპანიაში არსებული სიახლეები?
2022 წლიდან, მას შემდეგ რაც საწარმო გავაკეთეთ და საკუთარ საწარმოში დავიწყეთ წარმოება, აქტიურად დავიწყეთ კომპანიებთან მუშაობა კორპორატიული სტილის მიმართულებაზე და ერთ-ერთი პირველი დამკვეთი ამ მიმართულებით იყო რესტორანი „თამარა“ და „გასტრონომ ჯგუფი“. კორპორატიული სტილი მოიაზრებს კომპანიის ღირებულებების და ბრენდბუქის გათვალისწინებას, მუშაობის პროცესში თანამშრომლების საჭიროებების გამოკვეთას. და ამ ყველაფრის საფუძველზე იქმნება უნიფორმები, რომელიც გათვლილი და ნაფიქრია დეტალურად და უფრო პრაქტიკულს ხდის თანამშრომლის ფორმას. შესაბამისად, თანამშრომელი კმაყოფილია, ბედნიერია, მეტად ნაყოფიერია და მის მიერ შესრულებული სამუშაო უფრო მაღალი ხარისხის არის. ასევე, კორპორატიული სტილის მიმართულება ითვალისწინებს იმას, რომ ჩვენ ტექნიკურ დავალებასაც ვაკეთებთ რაც ნიშნავს იმას, რომ კომპანიებს ინდუსტრიის მიხედვით ვაძლევთ იმ ქსოვილებს რომელიც არის რეკომენდებული მათი უნიფორმებისთვის. რეალურად, ეს ინფორმაცია ამარტივებს მათ უნიფორმების შექმნის პროცესს და პლუს ზოგავს ხარჯებს. ჩვენ, რეალურად ორიენტირებული ვართ, რომ კომპანიებს გამარტივებულად ჰქონდეთ ეს ყველაფერი. როცა დიზაინზე მუშაობას ვიწყებთ უამრავი იდეა ჩნდება, რომელიც განხორციელებადი საერთოდ არ არის, ან ძალიან ძვირადღირებულია და როგორც წესი დიდ კომპანიებს დიდი თანხის გადახდა არ უნდათ და შესაბამისად, თუ თავიდანვე ჩანაფიქრში ექნებათ როგორი მარტივი და ტექნიკურად გამართული უნიფორმა გააკეთონ იმისთვის, რომ დაზოგონ ხარჯები, შემდეგ ეტაპზე უკვე კერვა მარტივდება და პარტნიორის პოვნაც მარტივდება ამ მხრივ.
როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
მოთხოვნა საკმაოდ მზარდია და სწორედ ამიტომ შევქმენით ეს მიმართულებაც. იმიტომ, რომ როცა ეუბნები ადამიანს, რომ მე შენ შემიძლია რომ გაგიიაფო პროდუქტი იდეა ყველას მოსწონს. ჩვენს პარტნიორებს, ვისთანაც უკვე წლებია ვპარტნიორობთ, ეს მომსახურება დანერგილი გვაქვს და კმაყოფილები არიან. შესაბამისად, ამან მოგვცა სტიმული ამ ყველაფრისთვის მიგვეცა ცოტა უფრო სხვა სახე. კერძოდ, ყოფილიყო ბრენდისთვის სამუშაო დოკუმენტის სახე, სადაც ვიზუალურად და გრაფიკულადაც იქნებოდა გამოსახული ეს კორპორატიული სტილი და ასევე ტექნიკური დავალების სახეც ჰქონოდა. ერთია, როდესაც, დამკვეთი მოდის და გვიყვება თუ რა უნდა და ჩვენ ამას ვკერავთ. მეორეა როცა გვეუბნება, რომ სჭირდება დახმარება და სურს ჩვენგან რეკომენდაციების მიღება და შემდეგ შეთანხმების საფუძველზე ვკერავთ. ხოლო მესამე არის როდესაც კომპანიები ბრენდს ქმნიან, აკეთებენ ბრენდბუქს და ეს ძალიან კარგია. იმიტომ რომ ფაქტობრივად კომპანიას უმარტივებენ და თავიდანვე უწერენ იმ ღირებულებებს რასაც უნდა მიყვეს და რაც უნდა დაიცვას. როდესაც ამ ბრენდბუქის ნაწილში აკეთებენ უნიფორმის ვიზუალს თავისი ტექნიკური დავალებით ჩათვალეთ, რომ ესეც არის ერთგვარი დახმარება კომპანიისთვის რათა სამომავლოდ ზუსტად იცოდეს რა ფასებში და როგორ შექმნას უნიფორმები.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები? იგეგმება თუ არა რუმორის კოლექციების დაბრუნება?
შევაჩერეთ კოლექციაზე მუშაობა იქედან გამომდინარე, რომ ორივე მიმართულებას კორპორატიულ მიმართულებასაც და საცალო მიმართულებასაც ჩვენი რესურსი არ ჰყოფნიდა. ორივე მიმართულებაზე მუშაობა გამოიწვევდა მომსახურების ან პროდუქტის ხარისხის გაუარესებას, რაც ნამდვილად არ გვინდოდა. ამიტომ ვამჯობინეთ რომ კორპორატიული მიმართულებით ვიმუშაოთ. მოვემსახუროთ კომპანიებს იმისთვის, რომ ამან მოგვცეს რესურსი შევქმნათ ხარისხიანი, დეტალებზე ნაფიქრი და დიზაინერული კოლექციები. „რუმორის“ კოლექციები ძალიან გვიყვარდა და ჩვენთვის ძალიან დიდი ფუფუნება იყო ამ კოლექციებზე მუშაობა. წარმოება ნელ-ნელა იზრდება, რაც სამომავლოდ მოგცემს იმის საშუალებას, რომ კოლექციაზე კვლავ ვიმუშაოთ. ალბათ, 1-2 წლის განმავლობაში რუმორის კოლექციები არ შეიქმნება, მაგრამ შემდეგ იქნება კოლექცია Welcome Back და აუცილებლად დავბრუნდებით ძალიან კარგი დიზაინერული კოლექციით.