საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესოდ დასახელდა სოციალურ მედია მარკეტინგში კორპორატიული მიმართულებით
საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკების 25-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე 9 კატეგორიაში გამარჯვებულად დაასახელა. მათ შორის, ბანკმა კორპორატიული მიმართულებით საუკეთესო სოციალური მედია მარკეტინგისა და სერვისების გლობალურ ქვენომინაციაში საუკეთესო ბანკის ჯილდო მიიღო. აღსანიშნავია, რომ Global Finance-ის ჯილდო ამ კატეგორიაში ქართულ კომპანიას პირველად გადაეცა.
ნომინაციაში გამარჯვებულის გამოსავლენად, Global Finance-ს წარმომადგენლები ფინანსური ინსტიტუტების ციფრული შეთავაზებების მრავალფეროვნებას და ციფრული ინიციატივების ხელშესახებ შედეგებს აფასებენ. საუკეთესო სოციალური მედია მარკეტინგის გლობალური ჯილდოს მოპოვება საქართველოს ბანკმა მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესების სოციალური მედიის არხებში ფართო გაშუქებით და სოციალურ მედია მარკეტინგში ინოვაციური ინსტრუმენტების გამოყენებით შეძლო.
„ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ამ ჯილდოს მიღება, რადგან ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბიზნესის მხარდაჭერისთვის ჩვენ მიერ გაწეულ ძალისხმევას. აგრობიზნესიდან დაწყებული, მაღალტექნოლოგიური სტარტაპებითა და კორპორაციული ინსტიტუტებით გაგრძელებული, გასულ წელს სოციალურ მედიაში 100-მდე ბიზნესი წარმოვაჩინეთ. მათი გეგმების, ინოვაციური მიდგომების და პროდუქტის სწორად წარმოჩენით, ვამცირებთ დისტანციას ბიზნესებსა და საბოლოო მომხმარებლებს შორის. კონტენტის გუნდი, ციფრული მარკეტინგის გუნდთან ერთად, სწორად დამიზნებული ციფრული მასალებით, ერთი მხრივ, ვზრდით ბიზნესების ცნობადობას, მეორე მხრივ კი, სოციალურ მედიაში საცალო და კორპორატიულ მომხმარებლებს ჩვენი ციფრული სერვისებით სარგებლობას ვუადვილებთ. ექსტენსიური კომუნიკაციით მჭიდრო ურთიერთობაში შევდივართ მომხმარებლებთან, ციფრული პლატფორმების და შიდა ინსტრუმენტების დახმარებით, მყისიერად ვპასუხობთ მათ საჭიროებებს და საბოლოოდ, ვეხმარებით მათი პოტენციალის სრულ რეალიზებაში“,
- აცხადებს ნინუცა ოქროპირიძე, კონტენტის მიმართულების ხელმძღვანელი საქართველოს ბანკში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკმა Global Finance-ის დაჯილდოებაზე ყველაზე მნიშვნელოვანი - მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდო მოიპოვა.
დღის ტოპ 10 სიახლე
„ნაბერაული“ წელს 15 ათას ტონა ყურძენს გადაამუშავებს – ღვინის კომპანია ექსპორტის გაფართოებას გეგმავს
სხვა სიახლეები
16.10.2025.21:43
ჩვენ ჩავატარეთ გარკვეული ანალიზი და ვფიქრობთ, რომ გამონაკლისი სპეციალობების გარდა, უნდა გადავიდეთ 3+1 სისტემაზე, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს და 1 წელი დაეთმობა მაგისტრატურას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.
მისივე თქმით, როგორც ბაკალავრიატს, ასევე მაგისტრატურას უნდა ჰქონდეს მკაფიოდ განსაზღვრული ამოცანები, რაც დღეს არ არის უზრუნველყოფილი.
„სამი წელი არის სავსებით საკმარისი თითქმის ყველა სპეციალობისთვის. რა თქმა უნდა, მედიცინა და მსგავსი სპეციალობები არის გამონაკლისი. სხვა შემთხვევაში, პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში, არის შესაძლებელი სამ წელიწადში ბაკალავრიატის დონის განათლების მიღება და ერთ წელიწადში მაგისტრატურის დონის განათლების მიღება. ასევე, ცოტა ხანში ვგეგმავთ სხვა მიმართულებითაც გარკვეული გეგმების პრეზენტაციას და ვფიქრობთ, რომ სკოლების ნაწილშიც უნდა გადავიდეთ 11- წლიან სასწავლო პროგრამაზე, ამ მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს განათლების სამინისტრო,“- განაცხადა პრემიერმა.