საქართველოს ბანკი მომხმარებლებს გზავნილის მორიგ აქციას სთავაზობს
საქართველოს ბანკი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლებზე და მათ საჭიროებებზე მორგებულ სერვისებსა და პროდუქტებს ქმნის. ამჯერად ბანკმა მომხმარებლებს გზავნილის კურსის აქცია შესთავაზა.
აქციის ფარგლებში, კვირაში ერთხელ, ყოველი მეოციათასე მომხმარებელი, რომელიც გზავნილს საქართველოს ბანკის მობილბანკში ან ინტერნეტბანკში მიიღებს, ანგარიშზე განაღდებული თანხის ოდენობას გაიორმაგებს (არაუმეტეს 3000 ლარი).
აღსანიშნავია, რომ აქციაში მონაწილეობა და თანხის გაორმაგება შეუძლიათ საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებსაც, რომლებიც თანხას საქართველოს ბანკის საკუთარ ანგარიშზე გზავნილის სახით შეიტანენ.
აქცია ვრცელდება ვესტერნ იუნიონის, მანიგრამის, რიკოგრამის, ინტელექსპრესის და რიას გზავნილის სისტემებით მიღებულ გზავნილებზე.
აქცია ძალაშია 2024 წლის 4 მარტიდან 2024 წლის 2 ივნისის ჩათვლით.
„საქართველოს ბანკისთვის მთავარ ღირებულებას მომხმარებელი წარმოადგენს, ჩვენი გუნდი აქტიურ რეჟიმში მუშაობს, რათა მათ საჭიროებზე მორგებული შეთავაზებები და წამახალისებელი აქციები შევთავაზოთ. ამჯერად, ჩვენს მომხმარებლებს გზავნილის აქციას ვთავაზობთ, რომელიც ფარგლებშიც, ყოველი მეოციათასე მომხმარებელი გზავნილის ციფრული არხებით განაღდებისას ამ თანხის გაოარმაგებულ რაოდენობას მიიღებს. აღნიშნული აქციით სარგებლობა ყველას შეუძლია, თანხის მიღების უფრო დიდი შანსი კი აქვთ მათ, ვინც გზავნილის სხვადასხვა სისტემით ხშირად სარგებლობენ. ჩვენ აქ არ ვჩერდებით, აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ განვითარებას, მომხმარებლებზე ზრუნვას და მათ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებების შექმნას“ - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
შეთავაზების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
სხვა სიახლეები
აზერბაიჯანის რკინიგზის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის დასასრულს ორმხრივი შეხვედრა გაიმართა სარკინიგზო უწყებების ხელძღვანელებს შორის
30.01.2026.18:21
აზერბაიჯანის რკინიგზის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის დასასრულს ორმხრივი შეხვედრა გაიმართა სარკინიგზო უწყებების ხელძღვანელებს შორის. მხარეებმა შეხვედრის მიმდინარეობისას ხაზი გაუსვეს საქართველოს და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო სექტორში მრავალწლიან, წარმატებულ პარტნიორობას.
ლაშა აბაშიძემ და როვშან რუსტამოვმა ორ ქვეყანას შორის სარკინიგზო სექტორში არსებული თანამშრომლობის და მისი შემდგომი განვითარების საკითხები განიხილეს. ტვირთბრუნვის ზრდა, ტარიფების/მიწოდების ვადების ოპტიმიზაცია და ბაქო-თბილისი-ყარსის ხაზის განვითარების პერსპექტივები - საუბარი ძირითადად ამ საკითხების ირგვლივ წარიმართა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის პარტნიორი სარკინიგზო კომპანიების მიერ ერთობლივი ღონისძიებების კონკრეტული სამოქმედო გეგმა გაიწერა, რაც ტვირთბრუნვის ზრდას ემსახურება. ამასთან, ის ხელს შეუწყობს პროექტებისა და ღონისძიებების შემჭიდროვებულ ვადებში განხორციელებას.
,,აზერბაიჯანის რკინიგზის დელეგაციის ვიზიტი საკმაოდ ნაყიფიერი აღმოჩნდა - კოლეგებს ჩვენი ქვეყნის სარკინიგზო და საპორტო ინფრასტრუქტურა და მათი შემდგომი პოტენციალი გავაცანით, მათ შორის შუა დერეფნის განვითარების ჭრილში. ობიექტებზე ვნახეთ არსებული შესაძლებლობები, ამასთან, გავუშვით ორ ნავსადგურს შორის ახალი ბლოკმატარებელი. აზარბაიჯანთან მომავალშიც აქტიურად ვითანამშრომლებთ, მათ შორის ლოგისტიკური სერვისების გაუმჯობესების კუთხით. ერთობლივი გაწერილი სამუშაო გეგმებით კი არსებულ მარშრუტებზე მეტი ტვირთის მოზიდვას შევძლებთ", - აღნიშნა ლაშა აბაშიძემ.