მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7049.5
0.0022
flag
AZN 1.5918
-0.0003
flag
CNY 37.725
-0.0014
flag
EUR 3.1344
-0.0239
flag
GBP 3.6168
-0.0159
flag
KZT 49.82
0.0001
flag
TRY 0.0667
-0.0001
flag
USD 2.707
-0.0005

საქართველოს ბანკი ბიზნესებისთვის- EU4Business EBRD-ის საკრედიტო ხაზზე Cashback-ის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს

news image

საქართველოს ბანკი, ევროკავშირის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ერთად, ბიზნესების მხარდაჭერისა და გაძლიერების მიზნით პროექტების განხორციელებას აგრძელებს. პარტნიორობის ფარგლებში EU4Business EBRD-ის საკრედიტო ხაზზე  Cashback-ის პროგრამა წარმატებით ხორციელდება.

 

ინიციატივის ფარგლებში მცირე, საშუალო და დიდი ზომის ბიზნესებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ დაფინანსება და Cashback-ის სახით  და უკან დაიბრუნონ ინვესტირებისთვის გაცემული თანხის 15%-მდე.

 

პროექტის მიზანია ქართული ბიზნესისთვის ინვესტირების მხარდაჭერა, პროდუქტის ხარისხის ამაღლება და ევროკავშირის სავაჭრო სტანდარტებთან შესაბამისობა.

 

ბიზნესებს პროგრამაში მონაწილეობენ იმ შემთხვევაში, თუ მათი საქმიანობა ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთს მოიცავს:

 

  • სოფლის მეურნეობა (მეცხოველეობა, მეფრინველეობა, კულტურების მოყვანა);
  • სურსათის წარმოება (საკვების ან  სასმლის წარმოება, ხილ-ბოსტნეულის დამუშავება; რძის პროდუქტების წარმოება) 
  • სხვადასხვა სახის ბიზნესი (ტექსტილის, ქსოვილების, მინის, ავეჯის და სხვა ტიპის პროდუქციის წარმოება, განახლებადი ენერგიის წარმოება).

 

მონაწილე კომპანიების შერჩევის პროცესში უპირატესობა „მწვანე ბიზნესს“ ენიჭება, რომლებიც დაფინანსების შემდეგ პროდუქტის წარმოებაზე ნაკლებ ელექტროენერგიას ხარჯავენ, ან არსებული ენერგიით უფრო მეტი პროდუქციის წარმოებას ახერხებენ. ასევე, თუ კომპანიები დანადგარებს ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტექნიკით ანაცვლებენ.

 

„საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, ერთგულ პარტნიორთან - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან  (EBRD) ერთად მნიშვნელოვან პროექტს უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ახორციელებს. აღნიშნული ინიციატივა ქართული ბიზნესების მხარდაჭერისა და  პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება. პროგრამის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მონაწილე კომპანიები საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფისგან სრულყოფილ ტექნიკურ კონსულტაციებს იღებენ. ძირითადი საშუალებების, ახალი დანადგარების შეძენას, საწარმოო თუ სასაწყობე შენობების გარემონტებას და პროგრამული უზრუნველყოფის გაუმჯობესებას კი საინვესტიციოდ მიღებულ ფინანსებით ახორციელებენ. პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა იმ ბიზნესებსაც აქვთ, რომლებიც სხვა მსგავს პროექტებში უკვე ჩართული არიან“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი, ზურაბ მასურაშვილი.

 

Cashback პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.

 

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image შუქურას საზაფხულო სერიები თიბისი კონცეპტის და Visa-ს მხარდაჭერით გაიმართება

30.07.2025.14:43

თიბისი კონცეპტის და Visa-ს მხარდაჭერით ივლისსა და აგვისტოში შუქურას მუსიკალური საღამოების და კულინარიული მასტერკლასების სერიები გაიმართება. 

თუ აჭარაში გეგმავთ დასვენებას არ გამოტოვოთ ციხისძირში შუქურას საღამოები.

2 აგვისტო | ZURKIN & SANDRO JORBENADZE (VODKAST RECORDS)

16 აგვისტო | BOYA (MOREVI) & LUKA BARAMISHVILI

30 აგვისტო | MEMOTECH & NIKO

მუსიკალურ საღამოებთან ერთად, აუზის ტერასაზე, თქვენ გელოდებათ კულინარიული მასტერკლასების სერია აჭარა ჯგუფის ბრენდ შეფებთან ერთად.

9 აგვისტო | Lolita-ს მთავარი შეფი: იო კურდღელაშვილი (Fresh Pasta with Seafood)

23 აგვისტო | Stamba-ს მთავარი შეფი: ლევან ქარსელაძე (Asian Flavors & Rice Paper Rolls)

6 სექტემბერი | Shukura-ს მთავარი შეფი: გიორგი თათარიშვილი (Taco Making & Summer Salsas)

მასტერკლასები გაიმართება ნატურალური ღვინის თანხლებით და დასასრულს შეფთან ერთად შეძლებთ დესერტის მომზადებას. 

ღონისძიებების სერიების მხარდამჭერია თიბისი კონცეპტი და VISA. 

თიბისი კონცეპტის VISA ბარათის მფლობელები, ივენთების სტუმრობისას, გადახდილი თანხის 15 % ადგილზე დაიბრუნებენ, ხოლო კულინარიული მასტერკლასის დაჯავშნისას, 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა