მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7223.9
-0.0048
flag
AZN 1.5672
-0.0005
flag
CNY 39.367
0.0033
flag
EUR 3.1012
0.0016
flag
GBP 3.59
0.0081
flag
KZT 54.73
-0.0019
flag
TRY 0.0578
-0.0002
flag
USD 2.6638
-0.0009
news banner

საქართველოს ბანკი BCR Publishing-ის ინვოისის დაფინანსების პროვაიდერის კატეგორიაში - წლის გამარჯვებული გახდა

news image
mbc image

საქართველოს ბანკი წამყვანი ფინანსური გამოცემის, BCR Publishing-ის მიერ ინვოისის დაფინანსების პროვაიდერის კატეგორიაში 2023 წლის გამარჯვებულად დასახელდა.

ინვოისის დაფინანსება ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული და მოქნილი სერვისია, რომელიც არ მოითხოვს დამატებით უზრუნველყოფას და დაფინანსების მიღების პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს.

წელს BCR Publishing-ის ჯილდოს - RFIxAwards-ის ფარგლებში, გამოცემამ უკვე მეხუთედ გამოავლინა ის გამორჩეული ფინანსური ინსტიტუტები, ტექნოლოგიური, ფინტექ თუ საკონსულტაციო კომპანიები, რომლებიც დებიტორული დავალიანების დაფინანსების ეკოსისტემაში მნიშვნელოვან ინიციატივებს ახორციელებენ და ინოვაციურ გადაწყვეტებს ქმნიან.

გამარჯვებულების შეფასება კომპანიების მიერ მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერისთვის განხორციელებული ინიციატივების, მდგრადობის, კლიენტების კმაყოფილების დონის და შექმნილი ინოვაციების მიხედვით მოხდა. სწორედ ამ კონტექსტში, გამოცემამ საქართველოს ბანკი ლიდერ ფინანსურ ინსტიტუტად დაასახელა.

საქართველოს ბანკი, აქტიურად მუშაობს საკუთარი სერვისების გაუმჯობესებასა და განვითარებაზე, რათა ხელი შეუწყოს ადგილობრივი ფინანსური მიწოდების ჯაჭვის პროცესის განვითარებას.

„საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, განაგრძობს მცირე და საშუალო ბიზნესების ზრდისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით ინიციატივების განხორციელებას. ამისათვის, ვქმნით ისეთ ციფრულ პროდუქტებს, რომლებიც დაეხმარება მათ ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებისა და ბაზარზე მასშტაბირების პროცესში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი პირველი ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში, რომელმაც მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების მხარდაჭერის ხელშეკრულება ADB-სთან  (აზიის განვითარების ბანკი) გააფორმა, რათა ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებას, ბანკის მიერ მრჩეველის სერვისის შეთავაზების გზით მათი მოგების ზრდას. ასევე, ელექტრონული ფაქტორინგის პლატფორმის მეშვეობით შევქმენით პორტფელის დაფინანსების კონცეფცია, რომლის დახმარებითაც, კომპანიებს შეუძლიათ მოითხოვონ ფინანსური რესურსი ნებისმიერ დროს, ონლაინ. სტარტაპების განვითარების ხელშეწყობის მიზნით კი საქართველოს ბანკმა შექმნა ახალი პროდუქტი - „სესხი სტარტაპებისთვის“, რომელიც მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საწყის ეტაპზე მყოფი ბიზნესების ზრდასა და განვითარებას.  წამყვანი საერთაშორისო ფინანსური გამოცემის, BCR Publishing-ის მხრიდან მოპოვებული აღიარება ჩვენთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც გვაძლევს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას, არ გავჩერდეთ და შევქმნათ ახალი, მომხმარებელზე მორგებული პროდუქტები“,- აღნიშნავს სულხან გვალია, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.

ინფორმაციისთვის, BCR Publishing-ი 1992 წელს დაფუძნებული გამოცემაა, რომელიც დებიტორული ფინანსური ინდუსტრიისთვის  ფინანსური სიახლეების, ბაზრის კვლევის და ტრენინგების წამყვან მიმწოდებლად სახელდება.

გამომცემლობა თანამშრომლობს ინდუსტრიის ლიდერ ორგანიზაციებთან, ექსპერტებთან, მთავრობებთან და უნივერსიტეტებთან, რათა გლობალურ აუდიტორიას მიაწოდოს ექსპერტიზა ფაქტორინგის, დებიტორული დავალიანებებისა და ფინანსური მიწოდების ჯაჭვის  პროცესის შესახებ.

 

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ საერთაშორისო ინვესტორების სტაბილურ ინტერესთან ერთად, კორპორაციულ გარიგებებში ადგილობრივი ინვესტორების ჩართულობაც მზარდ დინამიკას ავლენს - ირაკლი გილაური

06.06.2026.12:54

Georgia Capital-მა პორტფელში არსებული m²-ი გაყიდა, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი საცხოვრებელი უძრავი ქონების დეველოპერია. აღნიშნული გარიგება შეესაბამება GCAP-ის კაპიტალზე ნაკლებად დამოკიდებულ საინვესტიციო სტრატეგიას და წარმოადგენს კომპანიის სტრატეგიული პრიორიტეტის მიმართულებით კიდევ ერთ მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს.

გარიგებას უმნიშვნელო, თუმცა დადებითი გავლენა აქვს GCAP-ის ბოლო გამოქვეყნებულ წმინდა აქტივების ღირებულებაზე (NAV), 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით.

აღნიშნული ტრანზაქციის დასრულების შედეგად GCAP-ის რისკ-პროფილის გაუმჯობესების ფონზე, კომპანია ლიკვიდობის ბუფერის სამიზნე მოცულობას 25 მილიონ აშშ დოლარამდე შეამცირებს. ეს, 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით გაანგარიშებული პრო-ფორმა NCC კოეფიციენტის 0.8 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებას ნიშნავს, რის შედეგადაც აღნიშნული მაჩვენებელი 3.1%-ს მიაღწევს.

GCAP-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა განაცხადა:

„ბოლო ათწლეულის განმავლობაში ამ ბიზნესმა თავი დაიმკვიდრა, როგორც საქართველოში ერთ-ერთმა წამყვანმა საცხოვრებელი უძრავი ქონების პლატფორმამ, რომელიც მომხმარებლებს მაღალი ხარისხის საცხოვრებელ პროექტებსა და კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს სთავაზობს. საქართველოს ეკონომიკის უწყვეტი ზრდა სულ უფრო მეტად უწყობს ხელს ადგილობრივი კაპიტალის მნიშვნელოვანი რესურსების ფორმირებას და განსაკუთრებით მიხარია, რომ საერთაშორისო ინვესტორების მუდმივი ინტერესის პარალელურად, კორპორაციულ ტრანზაქციებში ადგილობრივი ინვესტორების მონაწილეობაც მზარდია.“

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა