საქართველოს ბანკი Ads მენეჯერის მესამე საზაფხულო ვორკშოპს ქუთაისში გამართავს
საქართველოს ბანკი აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობების გაზიარებას.Ads მენეჯერის საზაფხულო ვორკშოპების სერიის ფარგლებში, ამჯერად მესამე შეხვედრა ბიზნესის წარმომადგენლებთან 8 აგვისტოს, 19:00 საათზე ქუთაისში, SOLO ლაუნჯში გაიმართება. შეხვედრასსაქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემების სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი კინწურაშვილი გაუძღვება და აუდიტორიას გაუზიარებს პრაქტიკულ რჩევებს, თუ როგორ შეუძლიათ შექმნან ფასდაკლების, ქეშბექის ან PLUS ქულის შეთავაზება, რომელიც მობილბანკში, Offers.bog.ge-სა და sCoolApp-ში გამოჩნდება.
ღონისძიების მონაწილეები შეხვედრაზე მიიღებენ ინდივიდუალურ კონსულტაციას და ადგილზე შეძლებენ შეთავაზების შექმნას.
„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ბიზნესს გავაცნოთ საქართველოს ბანკის შეთავაზებების პლატფორმა, რომელიც მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მისაღებად გამორჩეული ინსტრუმენტია. Ads მენეჯერის დახმარებით, ერთმანეთთან ვაკავშირებთ მობილბანკში, Offers.bog.ge-სა და sCoolApp-ში ციფრულად აქტიურ 1 500 000 მომხმარებელსა და ბიზნესებს, რომელთაც სურთ გაყიდვების გაზრდა და ლოიალური მომხმარებლების შეძენა. მოხარული ვართ, რომ ამჯერად ჩვენი შეხვედრა ქუთაისში გაიმართება და რეგიონულ ბიზნესებს Ads მენეჯერის შესაძლებლობებს გავაცნობთ. ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრების სერიას და მომავალშიც არაერთ მცირე და საშუალო ბიზნესს დავუჭერთ მხარს მათი მიზნების რეალიზაციაში“, - აცხადებს გიორგი კინწურაშვილი .
ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
22.06.2025.00:15
დეველოპერულმა კომპანია „თეთრმა კვადრატმა“ ოფიციალურად წარადგინა ქი ქარდი - მობინადრეებისთვის განკუთვნილი ლოიალობის ბარათი.
ქი ქარდი არის ბარათი, რომელიც ცხოვრების ახალ სტანდარტს და პრივილეგიებით სავსე ეკოსისტემას ქმნის თეთრი კვადრატის მობინადრეებისთვის.
ბარათის წარდგენის ღონისძიებას ესწრებოდნენ “თეთრი კვადრატის” და წამყვანი პარტნიორი ბრენდების წარმომადგენლები, რომლებიც უკვე ჩაერთნენ ლოიალობის პროგრამაში.
ღონისძიების ფარგლებში “თეთრი კვადრატის“ მმართველმა პარტნიორმა, ირაკლი ბურდილაძემ სტუმრებს სიტყვით მიმართა:
„ჩვენთვის ქი ქარდი მხოლოდ ბარათი არ არის — ეს არის ცხოვრების ახალი სტილის სიმბოლო. თეთრ კვადრატში ბინის შეძენა ნიშნავს არა მხოლოდ უძრავი ქონების შეძენას, არამედ ცხოვრების ხარისხის ახლებურ განმარტებას. ‘ქი ქარდი’ წარმოადგენს ამ ხედვის გაგრძელებას — ეს არის გასაღები იმ ეკოსისტემაში, სადაც პრემიუმ გამოცდილება ყოველდღიურობის ნაწილია. თეთრი კვადრატი არის დეველოპერული სივრცე, რომელიც არა მხოლოდ აშენებს, არამედ ქმნის — აყალიბებს სტილს, კულტურასა და გემოვნებას.“
პროგრამაში გაერთიანებულია 50-მდე წამყვანი ბრენდი სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის:
„ქი ქარდი“ ერთგვარი პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს სივრცეს, გამოცდილებასა და ღირებულებებს — ქმნის გარემოს, სადაც მობინადრის საჭიროებები, გემოვნება და ცხოვრების სტილი სრულად ეხმიანება თეთრი კვადრატის ხედვას.
ბარათი ხელმისაწვდომია კომპანიის მობინადრეებისა და პარტნიორებისთვის და ბენეფიტების მიღება შესაძლებელია ბარათის წარდგენისთანავე.
„ქი ქარდი“ — ახალი ცხოვრების გასაღები თეთრი კვადრატისგან.