საქართველოდან ყველაზე მეტი მინერალური და მტკნარი წყალი რუსეთში გავიდა
2023 წლის 9 თვეში საქართველოდან უცხოეთში $88,995.6 ათასის ღირებულები მინერალური და მტკნარი წყალი გავიდა. საქართველოდან ამ პროდუქციის ექსპორტში რუსეთი პირველია.
TOP-10 ქვეყანა, სადაც საქართველოდან 9 თვეში (იანვარ-სექტემბერი) მინერალური და მტკნარი წლები გავიდა:
საქსტატის მონაცემების თანახმად, საქართველოდან მტკნარი და მინერალური წყლების T0P-3 ექსპორტიორ ქვეყანაში - (რუსეთი - $42,906.9 ათასი; ყაზახეთი - $16,858.4 ათასი; უკრაინა - $7,776.9 ათასი) ; მესამე ადგილს ინარჩუნებს უკრაინა.
სხვა სიახლეები
18.10.2025.03:02
კომპანია Royal Honey • სამეფო თაფლი , ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს და მუდმივად ცდილობს მომხმარებელს სხვადასხვა სიახლე შესთავაზოს. კომპანია მომავალ წელს თბილისში პირველი ბრენდული ფილიალის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი გომელაურმა განუცხადა.
„მომავალ წელს ქალაქ თბილისში პირველი, ბრენდული ფილიალის გახსნას ვგეგმავთ. პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით $200 000-ია. გარდა ამისა, აქტიურად ვმუშაობთ ასორტიმენტის გაფართოებაზე. არსებულ პროდუქციას უახლოეს პერიოდში ჩურჩხელაც დაემატება “, - ამბობს გიორგი გომელაური.
„სამეფო თაფლის“ მომხმარებლების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 50%-ით არის გაზრდილი.
„წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მომხმარებლების რაოდენობა 50%-ით გაიზარდა, რასაც პროდუქციის მაღალი ხარისხი, ასორტიმენტის ზრდა, ტურისტების დიდი ნაკადი და ქვეყანაში არსებული ეკონომიკურ სტაბილურობა განაპირობებს “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.
კომპანიისთვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი პროდუქციის ხარისხია.
„ჩვენთვის ხარისხი პრიორიტეტულია. 2017 წელს პროდუქციის წარმოება რა ხარისხითაც დავიწყეთ, ახლაც ზუსტად იგივე ხარისხი გვაქვს. მოგეხსენებათ, ხარისხის გაფუჭება არასახარბიელო შედეგის მომტანია. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პრემიუმ ხარისხი შევინარჩუნოთ “, - აცხადებს გიორგი გომელაური.
ცნობისთვის, კომპანია საერთო ჯამში 50-მდე სხვადასხვა, შეფუთვის პროდუქციას აწარმოებს, რომელიც ძირითადად 4 კატეგორიად იყოფა: თაფლის ასორტიმენტი, მურაბა/ჯემი, თაფლის დისტილატი (დისტილირებული ალკოჰოლური სასმელი თაფლისგან) და გოზინაყი. პროდუქცია წარმოდგენილია ისეთ დიდ სავაჭრო ქსელებში, როგორიც არის "კარფური", "აგროჰაბი", "გუდვილი", "ევროპროდუქტი", და სხვა.