საქართველო „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე 2023 წლის საუკეთესო ბაზრად აღიარეს
საქართველო „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე 2023 წლის საუკეთესო ბაზრად აღიარეს. ვაშინგტონში გამართულ ყოველწლიურ ღონისძიებაზე, რომელსაც „ვენდისის“ აშშ-სა და 30 სხვა ქვეყნის ფრანჩიზების 2000-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა, საქართველოს „ვენდისი“ რესტორნების ქსელის დინამიური განვითარების, გაყიდვების რეკორდული ზრდის, სტუმრების ნაკადის მნიშვნელოვანი მატების, სწრაფი მომსახურების და სურსათის უსაფრთხოების უახლესი სტანდარტებისთვის დააჯილდოვეს. ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე არსებული „ვენდისის“ რესტორნის გენერალური მენეჯერი ნათია ჩუბინიზე კი „ვენდისის“ საერთაშორისო ქსელის 200 ყველაზე წარმატებულ მენეჯერს შორის გამოარჩიეს და დააჯილდოვეს მომხმარებლისთვის რესტორანში სტუმრობის საუკეთესო გამოცდილების უზრუნველყოფისა და მიღწეული შედეგებისთვის.
”ვენდისი“ თავისი ისტორიის მანძილზე, რომელიც 1969 წელს დაიწყო ოჰაიოს შტატში, ყოველდღიურად ზრუნავს იმაზე, თუ როგორ გაზარდოს ბრენდის ცნობადობა, სიყვარული და გააფართოოს მისი წარმომადგენლობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საქართველოში ქსელის განვითარების პირველივე დღიდან ჩვენ შევძელით გაგვეზიარებინა საერთაშორისო "ვენდისისგან" ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტები - საკვების უმაღლესი ხარისხი, მისი უსაფრთხოება, მომსახურების გამორჩეული სტანდარტი და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ღირებულებები. შესაბამისად, განსაკუთრებულად საამაყოა ის, რომ მსოფლიოში ცნობილი, ამერიკული, გლობალური კორპორაციის ფრანშიზის მფლობელებს შორის ჩვენ გამოგვარჩიეს და საქართველო 2023 წლის საუკეთესო ბაზრად აღიარეს.“, აცხადებს „ვენდისის“ გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე.
„ვენდისმა“ უკვე დიდი ხანია დაიმკვიდრა თავი საქართველოში. 2023 წლის საუკეთესო ბაზრად აღიარება „ვენდისის“ სისტემაში, რომელიც აშშ-ს მიღმა მსოფლიო ბაზრებს მოიცავს, სადაც ლეგენდარული ამერიკული ბრენდის ფრანშიზის მფლობელები მრავალი წელია წარმატებით ფუქნციონირებენ, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ამავდროულად საამაყო შედეგია. შესაბამისად, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, ასობით ადამიანს, ვინც ბრენდის განვითარებაშია ჩართული. ჩვენ ეს წარმატება ერთად შევქმენით. 2024 წელს კიდევ უფრო ამბიციური გეგმებით შევხვდით. მხოლოდ სარესტორნო მიმართულებით „ვისოლ ჯგუფი“ 3000-ზე მეტი ადამიანის დასაქმების შესაძლებლობას შექმნის და უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად ერთად ვიზრუნებთ.“, აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.
„ვენდისის“ ქსელის განვითარებით ადამიანებისთვის, ვისთვისაც „ვენდისში“ სტუმრობა საყვარელი ტრადიციაა ან ვინც დროშია შეზღუდული და Drive-Thru მომსახურების მიღება სწრაფად სურს, ახლა უფრო ხელმისაწვდომია რესტორნის ლოკაციები. „ვენდისი“ დღეს უკვე არამხოლოდ ქალაქების ცენტრალურ უბნებს, არამედ გარეუბნებსაც მოიცავს. მიწოდების სერვისით ერთგული მომხმარებლები 24/7-ზე სარგებლობენ. საკუთარი აპლიკაციით კი პროდუქტების წინასწარი შეკვეთა და გადახდაა შესაძლებელი. შეძენილ პროდუქტს კი რიგში დგომის გარეშე „ვენდისის“ ნებისმიერ რესტორანში მისვლისთანავე მიიღებთ.
„ვისოლ ჯგუფმა“ „ვენდისის“ ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება საქართველოში 2013 წელს დაიწყო. 2024 წელს „ვენდისი“ საქართველოში 19 რესტორნით შეხვდა. 2023 წელს „ვისოლ ჯგუფმა“ „ვენდისის“ სამი, „დანკინის“ ცამეტი და „საბვეის“ თორმეტი რესტორანი გახსნა და ჯამში 1500-მდე ადამიანი დაასაქმა როგორც თბილისში, ისე რეგიონში. „ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში რესტორნების ყველაზე ფართო ქსელს მართავს, რომელიც ჯამურად „ვენდისის“, „დანკინის“ და „საბვეის“ 117 ობიექტს აერთიანებს.
დღის ტოპ 10 სიახლე
უმაღლესი განათლების რეფორმაზე უნივერსიტეტების უმეტესობასთან შეთანხმება უკვე გვაქვს - ზვიად გაბისონია
სხვა სიახლეები
განჯინა - ბებიის ინსპირაციით შექმნილი ბიზნესი
13.03.2026.18:16
ბავშვობა ბებიის გარეშე წარმოუდგენელია. ხშირად, სწორედ ბებიები არიან ის ადამიანები, რომლებიც უპირობო სიყვარულითა და უკომპრომისო ერთგულებით გვაჯილდოებენ. წლევანდელი საგაზაფხულო კამპანია საქართველოს ბანკმა ბებიებს მიუძღვნა.
ცხადია, ეს კამპანია ნოსტალგიური გემოს გარეშე ვერ ჩაივლიდა, ამიტომაც საკონდიტრო ბრენდ განჯინას დამფუძნებელს, სოფო ჩიქოვანს ვესაუბრეთ. კამპანიის ფარგლებში, ის სტუმრებს განსაკუთრებულ სიახლეს შესთავაზებს – ბავშვობის მონატრებული გემოს, ატმის ნამცხვრის დაგემოვნება განჯინაში მხოლოდ მარტის თვეში იქნება შესაძლებელი. ასევე, თუ განჯინას 31 მარტის ჩათვლით ეწვევით, 10-ჯერ მეტი PLUS ქულა დაგერიცხებათ PLUS ბარათით გადახდისას.
გემო და მეხსიერება
სოფო გვიყვება, რომ ბავშვობასთან ყველაზე მეტად დესერტები, განსაკუთრებით კი ბებიის რეცეპტები აკავშირებს. დღემდე ვერ ივიწყებს ბებიის მომზადებულ ვანილის ტორტს შოკოლადის გედებით და ნამცხვარს სახელად ატმები, რომელსაც მისთვის განსაკუთრებით ნოსტალგიური გემო აქვს. ცხობის მიმართ მისი განსაკუთრებული სიყვარულიც ბებიის მიერ მომზადებულ ნუგბარს უკავშირდება.
მარტის თვეში სოფო ბავშვობის გემოებს განჯინაში გაგვიზიარებს. ბებიის რეცეპტით მომზადებული ატმებით სტუმრებისთვის იმ ზრუნვის, სიყვარულისა და სითბოს გაზიარებას ეცდება, რომელიც მისთვის ამ დესერტთან ასოცირდება. ნუგბარი ნოსტალგიურ გემოსთან ერთად უნივერსალურობითაც გამოირჩევა.
როგორც სოფოსგან შევიტყვეთ, დღეს მსოფლიოში და უკვე საქართველოშიც ძალიან პოპულარულია ე.წ. კორპუსიანი, ანუ რეალისტური დესერტები, რომლებიც ვიზუალურად ნამდვილ ხილს ჰგავს, შიგნით კი ბისკვიტის, კრემისა და მუსის რთულ კომპოზიციას მალავს. განჯინაში მსგავსი ტექნიკით შექმნილი რამდენიმე ნუგბარი უკვე აქვთ, ახლა კი მათ რიგებს ტრადიციული ატმებიც შეუერთდება.
“რაც თავი მახსოვს, ბებიაჩემი ამ ნამცხვარს სულ ამზადებს და ეს გემო მასთან ერთად გატარებულ ძვირფას დროს მახსენებს. გვინდოდა, ეს ემოცია სხვებისთვისაც გაგვეზიარებინა. დარწმუნებული ვარ, ატმები უფროს თაობას ბავშვობის ტკბილ ნოსტალგიას გაუღვიძებს, ახალგაზრდებს კი თავისი ტრენდულობითა და გამორჩეული ვიზუალით მოხიბლავს”, – აღნიშნავს განჯინას დამფუძნებელი.
განჯინას შესახებ
განჯინა საკონდიტრო ბრენდია, რომლის ისტორიაც პანდემიის პერიოდიდან იწყება. სოფო ჩიქოვანი პანდემიამ მიახვედრა, რომ ცხობა საყვარელ საქმიანობასთან ერთად, დიდი პოტენციალის მქონე პროფესიადაც შეეძლო ექცია. პირველივე ნაბიჯებიდან მხარში დედა ედგა და ზუსტად ამიტომ, არასდროს დაუკარგავს იმის რწმენა, რომ ყველაფერი გამოუვიდოდა.
“ღუმელის საყიდლადაც მე და დედა ერთად წავედით ლილოში. ვიყიდეთ 120-ლარიანი ღუმელი და განჯინას ისტორიაც ამ ღუმელით დაიწყო“, – იხსენებს განჯინას დამფუძნებელი, სოფო ჩიქოვანი.
სულ მალე განჯინა ძალიან პოპულარული გახდა. ბიზნესის ზრდისთვის ფეხი რომ აეწყო, სოფომ გადაწყვიტა, ესპანეთში, კერძოდ კი ბარსელონაში, საუკეთესო საკონდიტრო უნივერსიტეტში ჩაებარებინა.
“სპეციალურად ამისთვის ესპანური ენა სამ თვეში ვისწავლე და უნივერსიტეტში ჩავაბარე. იქ 1 წელი ვსწავლობდი და ამ პერიოდის განმავლობაში განუწყვეტლივ თბილისში ჩამოსვლასა და საკუთარი საკონდიტროს გახსნაზე ვფიქრობდი”, – ამბობს სოფო
დღესდღეობით განჯინა მზარდი ბიზნესია, რომელსაც 25 ადამიანისგან შემდგარი გუნდი აძლიერებს. ბრენდის უკან ძირითადად ქალები დგანან, რომლებიც ძალას არ იშურებენ, რათა საკონდიტრო გამორჩეული დესერტებით ყოველდღიურად დახუნძლონ.
განჯინას სამომავლო გეგმები
ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ სიახლეებისა, რომლებსაც განჯინა მიმდინარე წელს გვპირდება. სოფო აღნიშნავს, რომ სულ მალე ბრენდი სტუმრებს ახალ ფილიალში მიიღებს, სადაც მათ ახალი გემოებითაც გაუმასპინძლდებიან. ამასთან, წლის განმავლობაში განჯინას ტკბილეულის გასინჯვა სხვადასხვა pop-up კუთხეშიც იქნება შესაძლებელი.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, სოფოს ოცნებაა, განჯინა ესპანეთის რომელიმე ქალაქშიც გახსნას და უგემრიელესი დესერტები ადამიანებს საზღვრებს გარეთაც გააცნოს. მას სჯერა, რომ ეს ჩანაფიქრი ადრე თუ გვიან ხორცს შეისხამს და ჟინი, ისევე როგორც ადრე, მომავალშიც ყველაფერს შეაძლებინებს.