მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7069.1
0.0015
flag
AZN 1.5852
-0.0004
flag
CNY 38.556
0.0082
flag
EUR 3.1737
0
flag
GBP 3.6446
0.0043
flag
KZT 53.58
-0.0028
flag
TRY 0.0628
0
flag
USD 2.6951
-0.0004

საირმეში დათევზიანების მეორე ეტაპი დასრულდა - მდინარე წაბლარასწყალში წითელწინწკლებიანი კალმახის ქვირითი გაუშვეს

news image

ბაღდათის მუნიციპალიტეტში „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ მოწყობა-განვითარება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. 4-მილიონიანი პროექტის ფარგლებში მდინარე წაბლარისწყლის ერთ-ერთ შენაკადში დათევზიანების მორიგი ეტაპი განხორციელდა. სსიპ „ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოსთან“ ერთად, მდინარეში წითელწინწკლებიანი კალმახის თვალის სტადიაზე არსებული 30 000-მდე ქვირითი ჩაეშვა. დათევზიანება „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ისტორიული პროექტის მნიშვნელოვანი შემადგენელია და ბუნებრივი ეკოსისტემის გაძლიერებასა და ადგილზე თევზის პოპულაციის აღდგენას ისახავს მიზნად.

თენგიზ ცერცვაძე, „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ დირექტორი: „მდინარისა და ტყეების ბიომრავალფეროვნების დაცვა და ბუნებრივი რესურსების აღდგენა ჩვენი პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. უწყვეტად ვაგრძელებთ სამუშაოებს და ამჯერად დათევზიანების მეორე ეტაპი დავასრულეთ. მდინარე წაბლარასწყალში კალმახის ქვირითის ჩაშვება გრძელვადიანი, გააზრებული პროცესის ნაწილია და მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენი საბოლოო მიზანია, შევინარჩუნოთ ბიომრავალფეროვნება, გავაძლიეროთ ადგილობრივი ბუნებრივი რესურსები და პარალელურად, ხელი შევუწყოთ საირმის, როგორც ეკოტურისტული კურორტის, განვითარებას“.

დათევზიანება „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ტერიტორიაზე ერთსა და იმავე ლოკაციაზე მეორედ ჩატარდა, რაც აპრობირებული და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით ეფექტიანი მეთოდია. ასეთი პრაქტიკა ზრდის კალმახის გადარჩენის მაჩვენებელს, უზრუნველყოფს მათ უკეთეს ადაპტაციას გარემოსთან და მდინარეში სტაბილური პოპულაციის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ამასთან ერთად, განმეორებითი დათევზიანება კონკრეტულ მონაკვეთზე საშუალებას იძლევა, პროცესის შედეგები გრძელვადიან პერსპექტივაში შეფასდეს და ეკოსისტემის აღდგენა მდგრადი მიდგომით წარიმართოს.

მდინარეში ქვირითის ჩაშვება იმერეთის რეგიონში მიმდინარე ისტორიული პროექტის მხოლოდ ნაწილია. „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ განვითარებასა და კეთილმოწყობაზე სპეციალისტები აქტიურად მუშაობენ. პრიორიტეტი საირმეში კავკასიური კეთილშობილი ირმისა და სხვა იშვიათი სახეობების დაბრუნება-გამრავლებაა. ამ მიზნის მისაღწევად, უპირველესად, უსაფრთხო გარემოს შექმნაა საჭირო. ადგილზე შესაბამისი ღონისძიებები ერთი წლის წინათ დაიწყო. ამჟამად 13 000 ჰექტარი ტერიტორია 24/7-ზე თერმული კამერით აღჭურვილი დრონებით კონტროლდება. ტყეს საგანგებოდ გადამზადებული 12 რეინჯერი იცავს. მათ განკარგულებაშია მაღალი გამავლობის 4 ავტომობილი, 2 თოვლმავალი, 3 „ბაგი“, 2 კვადროციკლი, 2 ცხენი და სხვადასხვა ტიპის სპეცტექნიკა. 

სხვადასხვა ზონაში დამონტაჟებულია 40 ფოტოხაფანგი. ყოველდღიურად ნაწილდება საკვები გარეული ცხოველებისთვის, მოწყობილია სპეციალური სამარილეებიც.

ასევე ტერიტორიაზე უკვე შეიქმნა მოსასვენებელი და საპიკნიკე სივრცეები. ჩაიდგა საეგერო ხის ქოხები, მონიშნული ადგილები შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა, მათ შორის ცეცხლსაქრობებით, ხანძრის პრევენციისთვის.

საბოლოოდ, ერთწლიანი სამუშაოების ფარგლებში 900 000 ლარია დახარჯული. 5-წლიანი პროექტის ჯამური ინვესტიცია კი 4 მილიონი ლარია. 

უახლოეს გეგმებშია ფერმამდე მისასვლელი და, აგრეთვე, შიდა გზების კეთილმოწყობა. ასევე შეიქმნება საცხენოსნო და საფეხმავლო ბილიკები. განისაზღვრება რუკები ლაშქრობისათვის. მოგზაურთა უსაფრთხო და საინტერესო გადაადგილებისათვის კი სპეციალური მანიშნებლები განთავსდება.

მიმდინარე პროცესებისა და ეკოინოვაციური პროექტის შესახებ ადგილობრივ მოსახლეობას ინფორმაცია რეგულარულად მიეწოდება. მნიშვნელოვანია, რომ ტყით სარგებლობის საშუალება მათ არ ეზღუდებათ და ისინი ტერიტორიაზე კანონით დაშვებული ნებისმიერი საქმიანობის შესრულებას შეძლებენ. ამასთანავე, პროექტის ფარგლებში, რამდენიმე ადგილობრივი უკვე დასაქმებულია, ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელურად კი დასაქმებულთა რაოდენობა გაიზრდება.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ფარმაცევტული ბაზრის TOP 5 ლიდერი კომპანია

30.12.2025.19:00

საქართველოში ფარმაცევტული სფერო ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ და კონკურენტულ მიმართულებად ითვლება. ამ ბაზარზე მრავალი კომპანია საქმიანობს, რაც სექტორის სწრაფ და აქტიურ ზრდაზე მეტყველებს.

Business Insider Georgia საქსტატისგან მიღებულ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით წარმოგიდგენთ იმ ხუთ წამყვან კომპანიას, რომლებიც 2025 წლის მესამე კვარტალში ფარმაცევტული პროდუქციის საცალო ვაჭრობის სფეროში ბრუნვის მაჩვენებლით ლიდერობენ.

  • შპს მერმისი
  • სს გეფა
  • პს იმპექსფარმი
  • შპს პსპ ფარმა
  • შპს ავერსი-ფარმა

(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)

ვინ არიან ამ კომპანიების მფლობელები:

შპს მერმისი - რეგისტრაციის თარიღია 11/10/1995. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია სოსო დავითაშვილი. ის ასევე არის კომპანიის გენერალური დირექტორი.

სს გეფა - რეგისტრაციის თარიღია 19/10/1995. კომპანიის გენერალური დირექტორია თორნიკე ნიკოლაიშვილი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ალფაიძე, თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: ლევანი დადიანი, წევრი: მიხეილ აბრამიძე, წევრი: გიორგი კეთილაძე.

შპს იმპექსფარმი - რეგისტრაციის თარიღია 26/04/1999. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია დავით კოხრეიძე. ის ასევე არის კომპანიის გენერალური დირექტორი.

შპს პსპ ფარმა - რეგისტრაციის თარიღია 15/11/2002.კომპანიის 95%-იანი წილის მფლობელია კახაბერ ოქრიაშვილი, ხოლო 5%-ის თენგიზ ჯამელაშვილი. კომპანიის დირექტორი ვაჟა ოქრიაშვილია.

შპს ავერსი-ფარმა - რეგისტრაციის თარიღია 14/05/1999. კომპანიის 67%-იანი წილის მფლობელია პაატა კურტანიძე, ხოლო 33%-ის ნიკოლოზ კურტანიძე. ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა - მმართველი დირექტორი ირაკლი ქსოვრელი; გენერალური დირექტორი გიორგი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა