მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7067.8
0.0045
flag
AZN 1.5872
-0.0003
flag
CNY 38.245
0.0004
flag
EUR 3.164
0.0058
flag
GBP 3.6084
-0.0011
flag
KZT 51.77
-0.0007
flag
TRY 0.0632
-0.0001
flag
USD 2.6985
-0.0006

„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ტერიტორიაზე სკოლის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ტური ჩატარდა

news image

იმერეთის რეგიონში მდებარე, ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულ საირმეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად სტუმრობდნენ. საშუალო და უფროსკლასელების, სულ 35 მოზარდის მასპინძელი „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ იყო. მოსწავლეებმა წინასწარ სპეციალურად მონიშნული ადგილები მოინახულეს, მათ შორის წითელი მინდორი, ტყის მასივი და ჩანჩქერი. გაეცნენ მცენარეთა იშვიათ სახეობებს და რეკრეაციული ფერმის შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

 

საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“, პირველად ისტორიაში, კავკასიურ კეთილშობილ ირემსა და არჩვს გაამრავლებენ. ინვესტორი ვანისა და ბაღდათის მდინარეებში მთის კალმახის გამრავლებაზეც იზრუნებს. პროექტის განსახორციელებლად 5 წლის განმავლობაში არანაკლებ 4 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება.

ირაკლი გორგოძე, „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ დირექტორი:საირმეს რეკრეაციული ფერმის" ტერიტორიაზე სიამოვნებით ვუმასპინძლეთ სკოლის მოსწავლეებს. შევეცადეთ, მათთვის მიგვეწოდებინა საინტერესო ინფორმაცია ჩვენი გეგმებისა და განხორციელებული აქტივობების შესახებ

გვინდა, ადგილობრივმა მოსახლეობამ, განსაკუთრებით კი მომავალმა თაობამ იცოდეს ყველა იმ სიკეთის თაობაზე, რომელსაც ჩვენი ისტორიული პროექტი მოიტანს გრძელვადიან თუ მოკლევადიან პერსპექტივაში. საუბარია როგორც ბუნებრივი რესურსების დაცვასა და ათვისებაზე, ისე დასაქმებაზე, ამ უნიკალური ტერიტორიის პოტენციალის მაქსიმალურ ათვისებასა და ტურიზმის განვითარებაზე. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ რეგიონის ცნობადობის გაზრდასა და ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს“.  

საირმეს რეკრეაციულ ფერმაშიტურისთვის, პირველი ექსკურსიისთვის სკოლა საგანგებოდ შეირჩა. მეორე საჯარო სკოლაში ეკოკლუბი ფუნქციონირებს, რომელშიც სხვადასხვა კლასის მოსწავლეები არიან გაწევრიანებულები. ეკოლოგია, უნიკალური ფლორა, ფაუნა, ბუნებაზე ზემოქმედების რისკები და დაცვა მათი ინტერესის სფეროა.

ლაშქრობისას მოზარდებს მეგზურობასაირმეს რეკრეაციული ფერმისრეინჯერებმა გაუწიეს. დაათვალიერებინეს ტყის მასივი და წითელი მინდორი. ერთ-ერთი გაჩერება იყო ჩანჩქერი, რომელიც წელიწადის ყველა სეზონზე გამორჩეული სანახავია. ამასთანავე, სტუმრებმა პროფესიონალებისგან მიიღეს რეკომენდაციები ლაშქრობის წესების შესახებ - როგორ უნდა განსაზღვრონ მიმართულება, გამოიყენონ კომპასი, მართონ ნარჩენები და არ დატოვონ კოცონი უყურადღებოდ. რეინჯერებმა სკოლის მოსწავლეებს თავიანთი საქმიანობის საინტერესო დეტალებიც გაუზიარეს.

ტურს დავით ლიკლიკაძე უძღვებოდა, რომელმაც ახალგაზრდებს წაუკითხა ლექცია თემაზე - „ეკოლოგია და ადამიანის როლი ეკოსისტემის შენარჩუნებაში“.

https://www.facebook.com/61572494935400/videos/678784451602253

ექსკურსიის ორგანიზატორისაირმეს რეკრეაციული ფერმისადმინისტრაცია იყო. გაწერილი გეგმის მიხედვით, ექსკურსიები რეგიონის სკოლის მოსწავლეებისთვის მოეწყობა, შემდეგ არეალი გაფართოვდება და საგანმანათლებლო ღონისძიებებში ჩართვას სხვა მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოზარდები და ახალგაზრდებიც შეძლებენ

პარალელურად, ტერიტორიაზე სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. უახლოეს მომავალში 13 000 ჰექტარ ფართობზე ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტებისთვის კეთილმოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, ასევე განისაზღვრება რუკები ლაშქრობისათვის. მოგზაურთა უსაფრთხო და საინტერესო გადაადგილებისათვის კი სპეციალური მანიშნებლები განთავსდება

აღსანიშნავია, რომსაირმეს რეკრეაციულ ფერმაშიმიმდინარე წელს უკვე ჩაიდო 700 000 ლარის ინვესტიცია. დასაქმდა 6 რეინჯერი და 1 სპეციალისტი. ასევე მათ გადაეცათ მაღალი გამავლობის 4 ავტომობილი, ბაგის ტიპის 2 ავტომობილი, 2 თოვლმავალი და 2 ცხენი.

პროექტის ფარგლებში უკვე დამონტაჟდა 25 ფოტოხაფანგი, რომელთა რაოდენობაც უახლოეს პერიოდში გასამმაგდება. მონიტორინგისთვის შეძენილია მაღალი ხარისხის 1 დრონი

საირმეს რეკრეაციული ფერმისპროექტის ფარგლებში, მდინარე წაბლარისწყლის ერთ-ერთ შენაკადში წითელწინწკლებიანი კალმახის თვალის სტადიაზე არსებული 30 000 ქვირითი გაეშვა

ხაზგასასმელია, რომ ტყით სარგებლობის საშუალება ადგილობრივ მოსახლეობას არ შეეზღუდება. ისინი ტერიტორიაზე კანონით დაშვებული ნებისმიერი საქმიანობის შესრულებას შეძლებენ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image წინასაახალწლო შეთავაზებები საქართველოს ბანკისგან - ნაწილ-ნაწილით გადახდისას

12.12.2025.16:35

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი შეთავაზებების მომზადებას განაგრძობს.

ამჯერად, შეთავაზებები ვრცელდება ნაწილ-ნაწილით გადახდაზე ოთხ ობიექტში - ძველი სუფრა, HOME, iPLUS და VOULEZ-VOUS, სადაც მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, სადღესასწაულო შოპინგი დანახარჯების გარეშე დაიწყონ - შეთავაზების მიხედვით, მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ სასურველი ნივთები ეფექტური 0%-ში და გადახდა მოგვიანებით დაიწყონ.

1. HOME

HOME-ში შეთავაზება აქტიურია 13 დეკემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით. მაღაზიაში დეკორაციული ნივთების შეძენა ნაწილ-ნაწილ მეთოდით გადახდისას 20% ფასდაკლებითაა შესაძლებელი. შეთავაზება არ ვრცელდება უკვე ფასდაკლებულ ნივთებზე.

2. ძველი სუფრა

15 დეკემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით, მომხმარებლებს შეუძლიათ მრავალფეროვანი სახლის დეკორის, ხელნაკეთი აქსესუარების, სუვენირებისა და საჩუქრის ნაკრების შეძენა ძველი სუფრის ფიზიკურ ობიექტებში 40%-იანი ფასდაკლებით - ნაწილ-ნაწილ მეთოდით გადახდისას. შეთავაზება სრულ კოლექციაზე ვრცელდება და მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, პროდუქტები დღესვე აირჩიოს და გადახდა ეტაპობრივად, ოთხ ნაწილად განახორციელოს.

3. iPLUS 

17-დან 21 დეკემბრის ჩათვლით iPLUS-ის ონლაინ და ფიზიკურ მაღაზიებში მინიმუმ 1500 ლარის ღირებულების ტექნიკის ნაწილ-ნაწილით შეძენისას მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, 150 ლარის ქეშბექი მიიღონ.

4. VOULEZ-VOUS

Voulez-vous-ში ასორტიმენტის დიდ ნაწილზე 50%-მდე ფასდაკლება უკვე დაიწყო. ამასთანავე, 15–18 დეკემბრის პერიოდში, სუნამოების, კანის მოვლისა თუ დეკორატიული კოსმეტიკის ნაწილ-ნაწილით შეძენისას, მომხმარებლები დამატებით 10%-იან ფასდაკლებას მიიღებენ (სასაჩუქრე ვაუჩერების, Chanel-ის, Dior-ის, Guerlain-ის, Givenchy-ის და Kenzo-ს პროდუქტების გარდა).

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა