მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7152
0.0064
flag
AZN 1.5871
-0.0005
flag
CNY 39.209
0.0078
flag
EUR 3.115
0.0067
flag
GBP 3.5707
0.0098
flag
KZT 57.48
0.0035
flag
TRY 0.0605
-0.0002
flag
USD 2.6981
-0.0008

„საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ნიკა ლებანიძის ობიექტივში

news image

„საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ვანისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში 13,000 ჰექტარს მოიცავს. მისი მიზანია ბუნებრივი ეკოსისტემის აღდგენა, ტყის დაცვა და მონიტორინგი, წითელ ნუსხაში შეტანილი ცხოველების გამრავლება და მათი ბუნებრივ გარემოში დაბრუნება, ეკოტურიზმის განვითარება - ვიზიტორებისთვის ახალი, საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტრუქტურის შეთავაზება.

რეკრეაციული ფერმა ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ბუნება, მასთან სიახლოვე უყვარს; ვისაც მთები, თავგადასავალი იზიდავს; ვისაც სურვილი აქვს, ახალი, დაუვიწყარი შთაბეჭდილებები და გამოცდილება მიიღოს. აქაურობა ტურისტებისთვის ერთ-ერთი საყვარელი მიმართულებაა საქართველოში. რეკრეაციულ ფერმას სტუმრობენ ბავშვებიც, მათთვის აქ საგანმანათლებლო ტურები ეწყობა.

„საირმეს რეკრეაციულ ფერმას“ ამჯერად ვიდეოოპერატორი, ფოტოგრაფი, მთამსვლელი და ინფლუენსერი ნიკა ლებანიძე ესტუმრა. რეკრეაციული ფერმა ნიკასთვის აღმოჩენა არ ყოფილა,აქაურობას კარგად იცნობს, თუმცა აღმოჩენის ტოლფასი იყო ამ ტერიტორიისთვის სხვა თვალით შეხედვის შესაძლებლობა. „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ნიკას ვიზიტი მიზნად ისახავდა გვიანი შემოდგომის ლანდშაფტის გადაღებას, იმ ფერებისა და განწყობის აღბეჭდვას, რაც მხოლოდ აქაურობისთვისაა დამახასიათებელი. 

ნიკა ლებანიძე: „საირმეში ბევრჯერ ვარ ნამყოფი, ზეკარის უღელტეხილი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და საყვარელი ადგილია საქართველოში, სადაც ხშირად დავდივარ, როცა ბუნებაში გასვლა და რაიმე აქტივობის დაგეგმვა მინდებათუმცა ეს გამოცდილება მაინც განსხვავებული იყო. 

აქაურობის ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ წელიწადის ოთხივე სეზონზეა შესაძლებელი, „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ისეთი აქტივობები დაგეგმო, რაც ცხოვრების ჯანსაღ წესს უკავშირდება. ზამთარშიც ვარ ნამყოფი სათხილამურო ტურით მეგობრებთან ერთად, ადრეულ გაზაფხულზეც, როცა სრიალებ და გარშემო თოვლში ამოწვერილი ყვავილები დაუვიწყარ სანახაობას ქმნის. იგივე შემიძლია ვთქვა გვიანი შემოდგომის საირმეზეც, რომელიც, უბრალოდ, მომაჯადოებელია! „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ მონახულება ნიშნავს ულამაზესი ხედებით ტკბობას აბასთუმნიდან გადასასვლელ გზაზე, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით ძალიან ბევრი მოგზაური გადის, მათ შორის მოტოციკლეტით და ველოსიპედითაც კი. ეს მარშრუტი მსოფლიო რუკაზეა დატანილი და ვინც ამ ტერიტორიაზე ხვდება, ყველა გადის ამ გზას. „საირმეს რეკრეაციულ ფერმას“ ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. უამრავი უცხოელი სტუმრობს ამ ადგილს და სამწუხაროა ის, რომ აქ უცხოელი უფრო მეტია ნამყოფი, ვიდრე ქართველი“.

მთამსვლელი, რომელსაც არაერთი მწვერვალი აქვს დაპყრობილი როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც, საირმის ლანდშაფტმა არაერთხელ განაცვიფრა სასიამოვნოდ.

„ეს არის ადგილი, სადაც ლანდშაფტი გამორჩეულია ცვალებადობით: უღრანი ტყიდან რაღაც დროის შემდეგ ალპურ ზონაში ამოყოფ თავს. იქ რამდენიმე ისეთი მწვერვალია, რომელთა დალაშქვრა დიდ მწვერვალებზე ასვლას არ ჩამოუვარდება შეგრძნებებით. ალპური ზონა და ტყის საფარი ისეა ერთმანეთში გადაჯაჭვული, ფოთლოვანი ტყე ისე ცვლის წიწვოვან საფარს, ისეთი კონტრასტული და ერთმანეთზე უფრო შთამბეჭდავი სანახაობის მოწმე ხდები, რომლის მსგავსსაც რთულად თუ ნახავ სადმე. ვინც ზეკარის უღელტეხილზე ყოფილა და საირმისკენ წასულა, შეუძლებელია, აღტაცებაში არ მოსულიყო ამ არეალით. აქაურობა შვეიცარიას წააგავს, ვიღაცას შეიძლება გადაჭარბებული მოეჩვენოს ეს შეფასება მასშტაბის სხვაობის გამო, მაგრამ მსგავსება ძალიან დიდია. არანაკლებ მნიშვნელოვანი, რაც ამ მიმართულებას აქვს, არის ის, რომ იოლი მისადგომია, მარტივად დაგეგმავ, გზა კარგია, ძალიან ბევრი აქტივობის შესაძლებლობაა“, - ამბობს ნიკა ლებანიძე.

„საირმეს რეკრაციულ ფერმაში“ ნიკას ვიზიტი მიზნად ისახავდა გვიანი შემოდგომის ლანდშაფტის გადაღებას, იმ ფერებისა და განწყობის აღბეჭდვას, რაც მხოლოდ აქაურობისთვისაა დამახასიათებელი. 

„ისეთი ლოკაციაა, თუ კარგ ამინდში ზემოთ ადიხარ, ცენტრალურ კავკასიონს ხედავ, შეგიძლია სვანეთისა და რაჭის მთებს უყურო, ხვამლის მთას... ქუთაისსა და იმერეთს გადახედო. ერთ-ერთი ცენტრალური, საკვანძო ადგილია საქართველოში და ამის აღქმა რუკაზეც იოლია. ცენტრალური საირმე და რეკრეაციული ფერმა, ფაქტობრივად, გადაბმულია ერთმანეთზე. მიმდებარე ტერიტორია უამრავ შესაძლებლობას იძლევა - ფეხით ლაშქრობაც შესაძლებელია, ცხენითაც შეიძლება, ტური მოიწყო, მანქანით გაისეირნო, მოტოციკლეტითაც იარო, ველოსიპედითაც. ყოველგვარი აღმატებითი შეფასების გარეშე ვამბობ, რომ „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ადგილია საქართველოში. ერთ ლოკაციაზე იმდენად დიდი მრავალფეროვნებაა, არასდროს მოიწყენ, თუ გიყვარს ბუნება და ხეტიალი“.

ვიზიტის დროს არაერთხელ შეხვდა რეინჯერებს, რომლებიც „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ტერიტორიას“ 24-საათიან რეჟიმში აკონტროლებენ:

„საშუალება მქონდა, გავსაუბრებოდი რეინჯერებს - იმ ადამიანებს, ვინც „საირმეს რეკრეაციულ ფერმას“ ემსახურება, იცავს და უვლის, შესაბამისად კი, უფრთხილდება საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტერიტორიას, რომლის ფლორასა და ფაუნას ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო ის, რომ მათთან ურთიერთობის დროს სიტყვების გარეშეც კი იგრძნობოდა იმ საქმის დიდი სიყვარული, რომელსაც ისინი აკეთებენ.

„საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ფოტოხაფანგებია დაგებული და კამერები აღბეჭდავს გარეული ცხოველების მომრავლებას. შედეგი უკვე თვალსაჩინოა, რაც ძალიან სასიხარულოა. აქ გამორიცხულია რაიმე სახის ბრაკონიერობა, რაც, ზოგადად, მძიმე პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის და არამარტო. თანამედროვეობას ახასიათებს ის, რომ ბუნებას არ ვუფრთხილდებით.

თუმცა აქ რეინჯერების ენთუზიაზმი იმდენად გადამდებია, იმედი გიჩნდება, რომ სხვებისთვისაც კარგი მაგალითი და მოტივაცია იქნება, იგივე გააკეთონ, რადგან ჩვენ ყველანი ვიაზრებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ბუნების უნიკალურობის შენარჩუნება და მისი განვითარების ხელშეწყობა“. 

„საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ სტუმრობას ნიკა ზამთარშიც გეგმავს. ამბობს, რომ მისთვის საყვარელ სეზონზე გარემო კიდევ უფრო შთამბეჭდავი და მომნუსხველია. 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ტრადიციული და გემოთი მდიდარი პასკები - Castello Mare-ს სააღდგომო ასორტიმენტი

03.04.2026.18:00

Castello Mare-ში წელს სტუმრებს ტრადიციულ სააღდგომო პასკებს ვთავაზობთ, რომლებიც გამოირჩევიან მდიდარი გემოთი , - ამის შესახებ Business Insider Georgia - ს სასტუმროს აღმასრულებელმა დირექტორმა, ზანდა მესხიძემ განაცხადა.

როგორია Castello Mare-ს სააღდგომო პასკების ასორტიმენტი წელს, რა ტიპის პასკებს სთავაზობთ მომხმარებელს?

Castello Mare-ში წელს სტუმრებს ვთავაზობთ ტრადიციულ სააღდგომო პასკებს, რომლებიც გამოირჩევა მდიდარი გემოთი, ნაზი ტექსტურითა და სადა, ელეგანტური გაფორმებით - ზუსტად ისეთი, როგორიც სააღდგომო სუფრას უხდება.

აღდგომის პერიოდი ჩვენს სასტუმროში ყოველთვის განსაკუთრებულად თბილი და საზეიმოა: ჯეჯილი, წითელი კვერცხები, საგანგებოდ მომზადებული პასკები და ის სადღესასწაულო ატმოსფერო, რომელსაც წლებია ერთგულად ვინარჩუნებთ. ჩვენთვის ეს მხოლოდ კულინარიული შეთავაზება არ არის - ეს არის ტრადიცია, ემოცია და სტუმრისთვის შექმნილი განსაკუთრებული გამოცდილებაა.

სწორედ ამიტომ, სააღდგომო დღეებში Castello Mare-ში სტუმრობა ბევრი ადამიანისთვის სასიამოვნო ტრადიციად იქცა.

რა ინგრედიენტებით და ტექნოლოგიით მზადდება თქვენი პასკები - იყენებთ თუ არა ტრადიციულ რეცეპტებს ან განსაკუთრებულ მეთოდებს?

ჩვენი პასკები მზადდება ტრადიციული ინგრედიენტებითა და კლასიკური სააღდგომო რეცეპტით. განსაკუთრებულობას მათ ანიჭებს არა მხოლოდ სწორად შერჩეული შემადგენლობა, არამედ მომზადებისადმი დამოკიდებულება - პროცესი, რომელსაც ჩვენი შეფ-კონდიტერი ჯეირან ცეცხლაძე თავისი კონდიტრებით განსაკუთრებული სიფრთხილით, გამოცდილებითა და გულით უძღვება.

პასკის მომზადება საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია საბოლოო შედეგი იყოს გამორჩეულად არომატული, გემოთი მდიდარი, დახვეწილი ტექსტურის და სწორედ ისეთი, როგორსაც ნამდვილი ტრადიციული პასკისგან ელიან. ეს არის გემო, რომელშიც იგრძნობა როგორც ხარისხი, ისე მზრუნველობა. ცალკე ისტორიაა ცომის მომზადების საკითხი, რომელიც მრავალ ეტაპიანია და ხანგრძლივ პროცესს მოიცავს.

რა ფასის დიაპაზონშია წარმოდგენილი პასკები და რა ზომის/წონის არჩევანია ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის?

წელს მომხმარებლებს შევთავაზებთ ორ ზომას: 1 კგ-სა და 1.3 კგ-იან პასკებს. ფასები განისაზღვრება დაახლოებით 35-40 ლარის ფარგლებში. ვფიქრობთ იდეალურია როგორც ოჯახური სუფრისთვის, ასევე სასაჩუქრედ სააღდგომო დღეებში.

არის თუ არა შესაძლებელი პასკების წინასწარი შეკვეთა და რა არხებით შეუძლიათ მომხმარებლებს მისი შეძენა?

დიახ, Castello Mare-ში სააღდგომო პასკებზე წინასწარი შეკვეთები უკვე დაწყებულია. მომხმარებლებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ სოციალური ქსელების ან საკონტაქტო ნომრის მეშვეობით.

ვცდილობთ, შეკვეთის პროცესი მაქსიმალურად მარტივი და კომფორტული იყოს, რათა ყველამ შეძლოს სააღდგომო სუფრის წინასწარ დაგეგმვა და ჩვენი საფირმო პასკების დროულად შეძენა.

ცნობისთვის, Castello Mare აჭარაში, ციხისძირში მდებარეობს, ზღვის სანაპიროსთან ახლოს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა