Sairme Glampings • Rooms & Cottages გაფართოვდა
Sairme Glampings • Rooms & Cottages დაახლოებით ერთი წელია ბაზარზე წარმატებით ოპერირებს. კომპანიაში არსებულ სიახლეებზე Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს ვილი თუთაშვილს ესაუბრა.
„ამ ეტაპზე კომპანია აქტიურად მუშაობს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე და რამდენიმე ახალი პროექტის განხორციელებაზე. განახლდა ინფრასტრუქტურის ნაწილი, დაემატა თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კაფე-ბარი, რომელიც დამსვენებლებს სთავაზობს კომფორტულ გარემოს, მრავალფეროვან კერძებს და სასმელებს და ზამთრის პერიოდში ბუხრისა და ბუნების ჰარმონიით ტკბობას.
მოეწყო სივრცე, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის. ასევე, გლემფინგის დამსვენებლებს უახლოეს პერიოდში გარე, ცხელი წყლის ჯაკუზს შევთავაზებთ “, - აცხადებს ვილი თუთაშვილი.
მოთხოვნა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სტუმრების მხრიდან სტაბილურად იზრდება.

„მოთხოვნა სტაბილურად მზარდია. ბოლო თვეების მონაცემებით შეინიშნება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სტუმრების მატება, რაც ზრდის ტენდენციაზე მიუთითებს “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.
აღსანიშნავია, რომ საქმიანობის დაწყების იდეა დამფუძნებელს დაახლოებით ორი წლის წინ გაუჩნდა. მისი მიზანი მომხმარებლებისთვის ეკო-მეგობრული ტიპის სასტუმროს შეთავაზება იყო.
სხვა სიახლეები
მოხარული ვარ, რომ საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებაში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში "თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს - მიხეილ ხიდურელი
17.12.2025.18:47
„ყველა განვითარებულ ქვეყანას ერთი საერთო მახასიათებელი აქვს - მათში განვითარებულია კაპიტალის ბაზრები. მოხარული ვარ, რომ ამ პროცესში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურელმა პანელურ დისკუსიაზე განაცხადა, რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრეს"-ის ობლიგაციების ემისიასთან დაკავშირებით გაიმართა.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" კაპიტალის ბაზრის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საბროკერო კომპანია „ფორსაით ბროკერს"-ის მხარდაჭერით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრეს"-მა 200 000 000 ლარის ოდენობის ობლიგაციების ემისია განახორციელა. ეს ლარში დენომინირებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ემისიაა საქართველოს კაპიტალის ბაზარზე.
პანელურ დისკუსიაში, რომლის ერთ-ერთი მონაწილე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი იყო, ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრეს"-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლაშა ნიკოლაიშვილი და „საქართველოს კაპიტალის ბაზრის ასოციაციის" გამგეობის წევრი პაპუნა ლეჟავა.
„ფორსაითის" მხარდაჭერით „რიკოს" მიერ 200 000 000 ლარის ოდენობის ობლიგაციების ემისია ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის შესაბამისად, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება სააგენტოს ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს. დღეის მდგომარეობით, 12-მდე კომპანიის 20-მდე ემისიაა მხარდაჭერილი, რაც ჯამურად თითქმის 1 მილიარდ ლარს შეადგენს. ეს ნათლად აჩვენებს, რომ კერძო სექტორი ხედავს ამ შესაძლებლობის საჭიროებასა და მნიშვნელობას"-აღნიშნა სააგენტოს ხელმძღვანელმა.
ღონისძიების დასასრულს სააგენტოს დირექტორმა კაპიტალის ბაზრის განვითარების სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყება კერძო კაპიტალის ფონდების შექმნა, სადაც სახელმწიფოს ლიმიტირებული პარტნიორის როლი ექნება.