მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7081.3
-0.0025
flag
AZN 1.5923
-0.001
flag
CNY 37.999
-0.0024
flag
EUR 3.168
0.0098
flag
GBP 3.6389
-0.0019
flag
KZT 50.36
-0.0007
flag
TRY 0.0645
-0.0002
flag
USD 2.7079
-0.0016

საინტერესო ვიზიტი შედგა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, საუბარი გვქონდა არაერთ საინტერესო ერთობლივ პროექტზე, უკვე შეთანხმებული ვართ 6,6 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებაზე EMAAR ჯგუფის მიერ, Eagle Hills-ის მიერ საქართველოში, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას - ირაკლი კობახიძე

news image

ჩვენი ამოცანაა ეკონომიკური ზრდის ტემპის კიდევ უფრო დაჩქარება, მიუხედავად იმისა, რომ ვართ პირველ პოზიციაზე რეგიონსა და ევროპაში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ვფიქრობთ, არსებობს ტემპის კიდევ უფრო მეტად დაჩქარების პოტენციალი და ამისათვის გაკავეთებთ მაქსიმუმს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არის არაერთი დარგი, სადაც კიდვე უფრო მეტის გაკეთება შეიძლება, მაგალითად ენერგეტიკა. 

„ენერგეტიკის სფეროში გვქონდა გარკვეული ტემპის შენელება, ასეთი ტენდენციები დაფიქსირდა რამდენიმე წლის განმავლობაში, თუმცა იმ ზომების შედეგად, რომელიც უკვე მივიღეთ, ვფიქრობთ, მომდევნო წლების განმავლობაში ენერგეტიკის განვითარება მაქსიმალურად დაჩქარდება. იყო არასწორი პრაქტიკა ბევრი მიმართულებით ჩამოყალიბებული, მათ შორის მთავარი პრობლემა იყო ნებართვების გადაყიდვის პრაქტიკა, თუმცა არა მხოლოდ, ბევრი მიმართულებით იყო პრობლემები. გპირდებით, რომ ყველა ამ პრობლემას მოვაგვარებთ, შესაბამისად ენერგეტიკის სფეროში მომუშავე კომპანიებს, ექნებათ მაქსიმალური კომფორტი შექმნილი იმისათვის, რომ მათ წარმატებით განახორციელონ შესაბამისი პროექტები. 

ჩვენი ამოცანაა ეკონომიკური ზრდის ტემპის კიდევ უფრო დაჩქარება. მიუხედავად იმისა, რომ ვართ პირველ პოზიციაზე რეგიონში და ევროპაში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ვფიქრობთ, რომ არსებობს ტემპის კიდევ უფრო მეტად დაჩქარების პოტენციალი და ამისათვის გაკავეთებთ მაქსიმუმს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო კავშირების განვითარებაზეც.

„ძალიან საინტერესო ვიზიტი შედგა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, სადაც გვქონდა საუბარი არაერთ ძალიან საინტერესო ერთობლივ პროექტზე, რაზეც უკვე პრაქტიკულად დაწყებულია მუშაობა. უკვე შეთანხმებული ვართ 6,6 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებაზე EMAAR ჯგუფის მიერ, Eagle Hills-ის მიერ საქართველოში, რაც ასევე ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას, ეკონომიკურ ზრდას დააჩქარებს. თუმცა სხვა მიმართულებითაც არაერთი საინტერესო ინიციატივა განვიხილეთ ჩვენს პარტნიორებთან. ვფიქრობთ, ძალიან ბევრი მიმართულებით შედგება წარმატებული თანამშრომლობა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image “სამეფო თაფლი“ პირველი ბრენდული ფილიალის გახსნას გეგმავს, ინვესტიცია 200 000 დოლარია

18.10.2025.03:02

კომპანია  Royal Honey • სამეფო თაფლი , ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს და მუდმივად ცდილობს მომხმარებელს სხვადასხვა სიახლე შესთავაზოს. კომპანია მომავალ წელს თბილისში პირველი ბრენდული ფილიალის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი გომელაურმა განუცხადა.

„მომავალ წელს ქალაქ თბილისში პირველი, ბრენდული ფილიალის გახსნას ვგეგმავთ. პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით $200 000-ია. გარდა ამისა, აქტიურად ვმუშაობთ ასორტიმენტის გაფართოებაზე. არსებულ პროდუქციას უახლოეს პერიოდში ჩურჩხელაც დაემატება “, - ამბობს გიორგი გომელაური.

„სამეფო თაფლის“ მომხმარებლების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 50%-ით არის გაზრდილი.

„წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მომხმარებლების რაოდენობა 50%-ით გაიზარდა, რასაც პროდუქციის მაღალი ხარისხი, ასორტიმენტის ზრდა, ტურისტების დიდი ნაკადი და ქვეყანაში არსებული ეკონომიკურ სტაბილურობა განაპირობებს “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

კომპანიისთვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი პროდუქციის ხარისხია.

„ჩვენთვის ხარისხი პრიორიტეტულია. 2017 წელს პროდუქციის წარმოება რა ხარისხითაც დავიწყეთ, ახლაც ზუსტად იგივე ხარისხი გვაქვს. მოგეხსენებათ, ხარისხის გაფუჭება არასახარბიელო შედეგის მომტანია. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პრემიუმ ხარისხი შევინარჩუნოთ “, - აცხადებს გიორგი გომელაური.

ცნობისთვის, კომპანია საერთო ჯამში 50-მდე სხვადასხვა, შეფუთვის პროდუქციას აწარმოებს, რომელიც ძირითადად 4 კატეგორიად იყოფა: თაფლის ასორტიმენტი, მურაბა/ჯემი, თაფლის დისტილატი (დისტილირებული ალკოჰოლური სასმელი თაფლისგან) და გოზინაყი. პროდუქცია წარმოდგენილია ისეთ დიდ სავაჭრო ქსელებში, როგორიც არის "კარფური", "აგროჰაბი", "გუდვილი", "ევროპროდუქტი", და სხვა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა