საინტერესო იყო, არ შეიძლება, არსებობდეს ქვეყანა და პრობლემა არ ჰქონდეს ან ეკონომიკური, ან სოციალური, ასეთი ქვეყნები არ არსებობს, სამოთხეში არ არის ასეთი რამ - თემურ ჭყონია პრემიერთან შეხვედრაზე
ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გამართულ შეხვედრას საინტერესო უწოდა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არ შეიძლება, არსებობდეს ქვეყანა და პრობლემა არ ჰქონდეს ან ეკონომიკური, ან სოციალური.
„საინტერესო იყო. არ შეიძლება, არსებობდეს ქვეყანა და პრობლემა არ ჰქონდეს ან ეკონომიკური, ან სოციალური. ასეთი ქვეყნები არ არსებობს. სამოთხეში არ არის ასეთი რამ.
პირველ რიგში, გადაგვიხადა [მადლობა]სხვათა შორის, პირველად რაც თავი მახსოვს, გადასახადების სწორ გადახდაში, ბიუჯეტის შევსებაში. ცოტა კითხვები იყო სხვათა შორის. ბიზნესს აძლევს მოტივაციას, მეტი არაფერი“, - აღნიშნა თემურ ჭყონიამ.
დღის ტოპ 10 სიახლე
ჩინეთი ფართო და საინტერესო ბაზარია ქართული ღვინისთვის – ღვინის კომპანია „დოესი ესთეითი“ CIIE 2025-ზე
სხვა სიახლეები
ჩინეთის ექსპორტის გამოფენაში პირველად ვმონაწილეობთ და ინტერესი ძალიან დიდია - ვფიქრობთ, უახლოეს მომავალში შევძლებთ ჩვენი ღვინის ექსპორტს ჩინეთში - „ნათენაძის მარანის“ ხელმძღვანელი
09.11.2025.13:52
საქართველოს ღვინის სექტორის წარმომადგენლები საერთაშორისო იმპორტის უდიდეს გამოფენას - China International Import Expo (CIIE) აფასებენ და აღნიშნავენ, რომ შანხაის ღონისძიება ქართული ღვინის მწარმოებლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული პლატფორმაა. მათი თქმით, გამოფენა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ჩინურ ბაზარზე პოზიციების გაძლიერებას.
„ჩვენ პირველად ვართ ჩინეთში და პირველად ვმონაწილეობთ ამ მასშტაბურ გამოფენაზე. ინტერესი ძალიან დიდია – უამრავი სტუმარი მოვიდა, რასაც ნამდვილად არ ველოდით. ვცდილობთ მაქსიმალურად გავავრცელოთ ჩვენი კონტაქტები და გავაცნოთ ხალხს ქართული ღვინის კულტურა. ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში შევძლებთ ჩვენი ღვინის ექსპორტს ჩინეთში,“ – აცხადებს გიორგი ნათენაძე, „ნათენაძის მარანის“ წარმომადგენელი.
5-10 ნოემბერს შანხაიში მიმდინარეობს საერთაშორისო იმპორტის უმსხვილესი გამოფენა - China International Import Expo (CIIE), სადაც საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით არის წარმოდგენილი.
გამოფენას 40-მდე ქართული კომპანია ესწრება, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს ასეულობით ათას ვიზიტორს გააცნონ საკუთარი პროდუქცია, დაამყარონ ბიზნესკონტაქტები და მოიძიონ ახალი პარტნიორები საერთაშორისო ბაზარზე.
საქართველო China International Import Expo-ზე უკვე მერვედ მონაწილეობს, ქართული ღვინის სფეროს წარმომადგენელთა თქმით, ყოველწლიურად იზრდება როგორც დაინტერესება, ისე ექსპორტის პოტენციალი.
China International Import Expo-ზე, წელს, 100-ზე მეტი ქვეყნიდან 3 ათასზე მეტი ორგანიზაცია და კომპანიაა წარდგენილი. შანხაის გამოფენას დაახლოებით 150 ათასი ვიზიტორი ჰყავს.