მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7071.3
-0.0297
flag
AZN 1.603
-0.0004
flag
CNY 37.924
-0.0051
flag
EUR 3.1254
-0.0181
flag
GBP 3.6479
-0.0316
flag
KZT 52.19
0.0007
flag
TRY 0.0686
-0.0001
flag
USD 2.726
-0.0008

საღებავების მწარმოებელმა „გრაფიტმა“ ბაზარს ახალი პროდუქტი შესთავაზა

news image

საღებავების მწარმოებელმა კომპანიამ Graffiti • გრაფიტი ასორტიმენტი გააფართოვა და ბაზარს ცეცხლ გამძლე საღებავები შესთავაზა. როგორც Business Insider Georgia-სთან მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა ხათუნა აბუთიძემ განაცხადა, კომპანია გაჩერებას არ აპირებს და სამომავლოდ ბაზარს სიახლეებს კიდევ შესთავაზებს. მისი თქმით, გეგმაშია ანტიბაქტერიული საღებავების წარმოება.

მიმდინარე წელს „გრაფიტის“ გაყიდვები 30%-იან ზრდას აჩვენებს.

საღებავების საწარმო „გრაფიტის“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში მდებარეობს, რომელიც უმაღლესი ხარისხის საღებავებს აწარმოებს და პროდუქციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ყიდის. საწარმოს მშენებლობა ინვესტორს 2 მლნ დოლარი დაუჯდა.

„გრაფიტი“ დღეისათვის 100-მდე დასახლების პროდუქციას აწვდის და ის ბაზარზე წარმოდგენილია ორი ბრენდით: „გრაფიტი“ და „პოლუსი“.

„გრაფიტის პროდუქცია იყიდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. რეალიზაციას ვახდენთ საკუთარი სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით, რომლებიც ჩვენს პროდუქციას თბილისის გარდა რეგიონებსაც აწვდის. აქტიურად ვთანამშრომლობთ სამშენებლო კომპანიებთან და პარტნიორ მაღაზიებთან. ასევე „ელიავას ბაზრობაზე“ გაქვს საკუთარი მაღაზია“, - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

„გრაფიტის“ გეგმებში ადგილობრივ ბაზარზე საკუთარი წილის გაზრდაა, თუმცა თუ მოთხოვნა და ინტერესი იქნება კომპანია ექსპორტსაც განიხილავს.

დღეისათვის „გრაფიტი“ აწარმოებს ინტერიერის საღებავებს, ფასადის საღებავებს, აუზის საღებავებს, რკინის ანტიკოროზიულ საღებავს, ჰიდროიზოლაციას, სხვადასხვა სახის ლაქებს და დამხმარე საშუალებებს და ასევე დასამუშავებელ საშუალებებს

საწარმო აშენებულია სამშენებლო კომპანია ,,ელემენტი’’-ს მიერ, რომლის საქმიანობაც ხარისხის უზრუნველსაყოფად ISO 9001-ით დაწესებულ სტანდარტებსა და მოთხოვნებს ემსახურება.

„გამომდინარე იქიდან, რომ გრაფიტის საღებავების წარმოება სრულად საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს და ქმნის უმაღლესი ხარისხის პროდუქტს, კომპანიამ ,,აწარმოე საქართველოს’’ პროგრამის ფარგლებშიც დიდ წარმატებას მიაღწია და დაფინანსებაც მოიპოვა.

2022 წლიდან დღემდე კი, პროფესიონალ და გამოცდილ გუნდთან ერთად ერთგულად ვაგრძელებთ ხარისხზე ორიენტირებული ქართული პროდუქტის წარმოებას, რომელიც ევროპულ ბაზარზე არსებულ სტანდარტებს უტოლდება და მომხმარებელს მრავალფეროვან არჩევანს, უმაღლეს ხარისხს, გამორჩეულ სერვისსა და საუკეთესო ფასებს სთავაზობს“, - აღნიშნულია გრაფიტის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ამბასადორი აილენდ ბათუმმა” სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და საქართველოს განსაკუთრებული საინვესტიციო პოტენციალი პოლონეთში წარადგინა

23.06.2025.19:43

„ამბასადორი აილენდ ბათუმის” გუნდმა სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და საქართველოს განსაკუთრებული საინვესტიციო პოტენციალი პოლონეთში წარადგინა. 

ქ. ვარშავაში ადგილობრივი პარტნიორების - BNI-სა და BYD Polska-ს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე “ამბასადორი აილენდ ბათუმის” დელეგაციამ, პოლონელ პარტნიორებთან ერთად, ინოვაციური პროექტი საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით დაინტერესებულ აუდიტორიას წარუდგენა. ღონისძიების ფარგლებში შეხვედრები გაიმართა, რომელსაც პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ქალბატონი დიანა ჟღენტი და საელჩოს პირველი მდივანი ბატონი ზურაბ ხუციანიძე ესწრებოდნენ.

BNI (Business Network International საერთაშორისო ბიზნეს ქსელი), როგორც პოლონეთში, ასევე მთელ მსოფლიოში ყველაზე მსხვილ ქსელურ ბიზნეს ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც 1984 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსდა, ხოლო პოლონეთში 2006 წლიდან ოპერირებს. ამგვარი თანამშრომლობა, ქართულ და პოლონურ კომპანიებს შორის, ორივე ქვეყნისთვის მტკიცე, გრძელვადიან ურთიერთობების ხელშეწყობისკენ გადადგმულ, კიდევ ერთ, მტკიცე ნაბიჯს წარმოადგენს.

 

„ჩვენი გუნდი, მოწოდებულია, რომ სათანადოდ მოვახდინოთ ქვეყნის საინვესტიციო და ტურისტული შესაძლებლობების საერთაშორისო აუდიტორიისთვის წარდგენა. აღსანიშნავია, რომ პოლონეთში გამართული ღონისძიება, ევროპულ ბაზარზე, ჩვენი ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის საწყის ეტაპს წარმოადგენს, რომელიც უახლოეს მომავალში არაერთ სტრატეგიულ ლოკაციაზე გაგრძელდება,“- აღნიშნა „ამბასადორი აილენდ ბათუმის” გენერალურმა დირექტორმა გოჩა კამკიამ. 

კუნძულის პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს. „ამბასადორი აილენდ ბათუმი,” რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის 84 ჰექტარზე, ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად, მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების სრული დაცვით ვითარდება. პროექტს, როგორც ტურისტული, ასევე რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური დანიშნულება გააჩნია, რაც ბათუმსა და ზოგადად საქართველოს, მსოფლიოს ახალ საინვესტიციო რუკაზე მოახვედრებს. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა