მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7204.9
-0.0174
flag
AZN 1.6019
-0.0019
flag
CNY 39.521
-0.0012
flag
EUR 3.1471
0.0188
flag
GBP 3.6424
0.0228
flag
KZT 56.63
-0.0005
flag
TRY 0.0615
0
flag
USD 2.7231
-0.0033

საერთაშორისო პრემიუმ ბრენდებთან პარტნიორობა, მაღალი ხარისხი და დახვეწილი დიზაინი – Villeroy & Boch-ი საქმიანობის სპეციფიკისა და სამომავლო გეგმების შესახებ

news image

საერთაშორისო პრემიუმ ბრენდი Villeroy & Boch საქართველოს ბაზარზე 2005 წლიდან Luxury Interior-ის მიერ არის წარმოდგენილი. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის ბრენდ დირექტორს მარიამ მაღლაკელიძეს ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ადგილობრივ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

საერთაშორისო პრემიუმ ბრენდი Villeroy & Boch საქართველოში კომპანია Luxury Interior-მა 2005 წლიდან წარმოადგინა. ბრენდის ქართულ ბაზარზე შემოყვანის მთავარი მიზანი იყო ევროპული წარმოშობის მაღალი ხარისხის პროდუქციის შეთავაზება და ქვეყნის სუფრის კულტურის კიდევ უფრო გაძლიერება.

დღეს კომპანია მულტიბრენდულ ფორმატში ოპერირებს და თანამშრომლობს ისეთ ცნობილ საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა WMF, Nachtmann, Le Creuset, Casa Bugatti, LIND DNA, Pininfarina, DPI, Engels Kerzen და Sompex.

ჩვენი პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს პრემიუმ ფაიფურს, მინის ნაწარმს, მცირე სამზარეულოს ტექნიკასა და აქსესუარებს, ასევე სახლის დეკორის ნივთებს. თითოეული პროდუქტი გამოირჩევა მაღალი ხარისხით, დახვეწილი დიზაინითა და ფუნქციონალურობით.

გარდა საცალო მიმართულებისა, კომპანიას აქვს HORECA მიმართულებაც, რომლის ფარგლებშიც სასტუმროებსა და რესტორნებს პროფესიონალურ პროდუქციას ვთავაზობთ.
ბიზნესის განვითარების ფარგლებში გავხდით ცნობილი ავსტრიული ბრენდის Swarovski პარტნიორი და ქართულ ბაზარზე სამკაულების მიმართულებაც განვავითარეთ. ამ ეტაპზე კომპანიას თბილისში ოთხი მაღაზია აქვს.

როგორ აფასებთ მომხმარებელთა მოთხოვნას თქვენს პროდუქციაზე, რამდენად მზარდია ტენდენცია?

ბოლო წლებში მომხმარებელთა ინტერესი პრემიუმ ხარისხის პროდუქციის მიმართ მნიშვნელოვნად გაიზარდა. ქართველი მომხმარებელი დღეს უფრო მეტად აფასებს ხარისხს, დიზაინსა და ბრენდის ისტორიას და გააზრებულად ინვესტირებს პროდუქციაში, რომელიც მრავალი წელი ემსახურება მას. ეს ტენდენცია პირდაპირ აისახება ევროპული პრემიუმ ბრენდების მიმართ მოთხოვნის ზრდაზე

რას მიიჩნევთ კომპანიის მთავარ კონკურენტულ უპირატესობად?

ჩვენი მთავარი უპირატესობა საერთაშორისო პრემიუმ ბრენდებთან პარტნიორობა და პროდუქციის მაღალი ხარისხია. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ის გამოცდილება და სანდოობა, რომელსაც მომხმარებლებს ვთავაზობთ.

Villeroy & Boch არ არის მხოლოდ მაღაზია - ეს არის სივრცე მათთვის, ვინც აფასებს დახვეწილ დიზაინს, ხარისხსა და სუფრის კულტურას. სწორედ ამ კონცეფციამ დაგვიმკვიდრა განსაკუთრებული ადგილი პრემიუმ სეგმენტში ქართულ ბაზარზე.

რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ, განსაკუთრებით გაფართოებისა და დამატებითი ფილიალების მიმართულებით?

სამომავლოდ კომპანია გეგმავს ბრენდების პორტფელის კიდევ უფრო გაფართოებას და საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებას.

ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა საცალო ქსელის განვითარება, რის ფარგლებშიც განვიხილავთ ახალი ლოკაციების დამატებას, რათა ჩვენი ბრენდები და პროდუქცია კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს მომხმარებლებისთვის. პარალელურად, აქტიურად გავაგრძელებთ თანამშრომლობას HORECA სექტორთან, რომელიც კომპანიის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

სოცმედია ლინკები:

ინსტაგრამ გვერდი:

https://www.instagram.com/villeroyboch_georgia/

ფეისბუქ გვერდი: 

https://www.facebook.com/villeroyandbochgeorgia

⁠საკონტაქტო ინფორმაცია და მისამართი:

მისამართი: შოთა რუსთაველის გამზირი N1;

ტელ: 511 10 00 44;

სამუშაო საათები - 11:00 - 20:00.

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი N70, სავაჭრო ცენტრი „სითი მოლი”;

ტელ: 591 00 55 09;

სამუშაო საათები - 10:00 - 22:00.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“

23.03.2026.15:05

7.5%-იანი ფიქსირებული განაკვეთი ლარში სამწლიანი ვადით, 10%-იანი თანამონაწილეობა და სპეციალური სააქციო ფასი - ეს „მაზდა ცენტრი თეგეტას“ განსაკუთრებული შეთავაზებაა მათთვის, ვინც Mazda CX60-ის შეძენას მაისის ბოლომდე გადაწყვეტენ. უპრეცედენტო პირობა, რომელიც ერთდროულად მოიცავს ფასდაკლებასა და ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე დაბალ სალიზინგო განაკვეთს, მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, ავტომობილი ყოველგვარი ფინანსური კომპრომისის გარეშე შეიძინოს. „მაზდა ცენტრი თეგეტას“ მიერ შეთავაზებული ეს უნიკალური საბანკო პროდუქტი მნიშვნელოვნად ამცირებს ჯამურად გადასახდელ პროცენტს, ასევე ყოველთვიურ გადასახადს და მომხმარებელს ფინანსური სტაბილურობის გარანტიას უქმნის.

მაკა სახვაძე, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ აღმასრულებელი დირექტორი: „ჩვენი მიზანია, მომხმარებელს არა მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ავტომობილი, არამედ მისი შეძენის საუკეთესო გამოცდილებაც შევთავაზოთ. ამიტომაც, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, შევქმენით უნიკალური პირობა, სადაც გვაქვს შეღავათიანი ლიზინგი, 7.5%-იანი ფიქსირებული განაკვეთი ლარში და ასევე ფასდაკლება პრემიუმ კლასის ავტომობილზე. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეს განაკვეთი ქართულ ბაზარზე უპრეცედენტოა.

Mazda-ს ეს განსაკუთრებული მოდელი, პრემიუმ კლასის CX60, წარმოდგენილია სააქციო ფასად და მისი შეძენა $34.800-ად არის შესაძლებელი, ეკვივალენტი ლარში. დაბალი საპროცენტო განაკვეთი ლარში კი ნიშნავს ჯამურად ნაკლებ გადახდილ პროცენტს და შემცირებულ ყოველთვიურ გადასახდელს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ავტომობილის შეძენის მსურველებს არ სჭირდებათ დიდი საწყისი ინვესტიცია - იხდიან მხოლოდ მინიმალურ წინასწარ შენატანს და სამი წლის განმავლობაში ფიქსირებულად ინარჩუნებენ ბაზარზე არსებულ შესყიდვის საუკეთესო პირობას. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, ვიზრუნოთ მომხმარებელზე და ისეთი ფინანსური მოქნილობა შევთავაზოთ, რომელიც მათ შემოსავალზეა მორგებული“.

მომხმარებლის ინტერესებს ერგება გადახდის გრაფიკიც. მიუხედავად იმისა, რომ აქცია 10%-იან წინასწარ შენატანს გულისხმობს, Mazda CX60-ის შეძენის მსურველებს არჩევანის სრული თავისუფლება აქვთ - მათ შეუძლიათ გაზარდონ თანამონაწილეობის თანხა და, შესაბამისად, ყოველთვიური გადასახადიც თავად დაარეგულირონ. მოქმედებს Trade-In პირობაც, რაც ძველი ავტომობილის ახალი Mazda CX60-ით ჩანაცვლებას გულისხმობს. 

იაპონური ბრენდის ეს გამორჩეული მოდელი მხოლოდ ფინანსური თვალსაზრისით არ არის მიმზიდველი. Mazda CX-60 პრემიუმ კლასის ავტომობილის ყველა მახასიათებლით არის აღჭურვილი - ოთხივე წამყვანი თვალი, 360-გრადუსიანი ხედვის კამერა და უხილავი ზონების კონტროლი მეტი უსაფრთხოებისათვის.

მაქსიმალურ კომფორტზეა გათვლილი ინტერიერიც: ტყავის სავარძლები გათბობა-გაგრილების ფუნქციით, პანორამული ჭერი, რომელიც სალონს მეტ სივრცესა და სინათლეს სძენს და BOSE-ის პრემიუმ აუდიოსისტემა.

„მაზდა ცენტრი თეგეტას“ უნიკალური შეთავაზება უკვე აქტიურია და მაისის ბოლომდე იმოქმედებს. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, დავით აღმაშენებლის ხეივნის №152-ში მდებარე შოურუმს ესტუმროს, ჩანიშნოს ტესტ-დრაივი და Mazda CX-60-ის შესაძლებლობები პირადად გამოცადოს.

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „მაზდა ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა