მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.3
0.0044
flag
AZN 1.6147
-0.0006
flag
CNY 37.935
-0.008
flag
EUR 3.1012
-0.0207
flag
GBP 3.6495
-0.0173
flag
KZT 53.16
-0.0019
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7456
-0.0011

საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია GBN საქართველოში სრული ლოგისტიკური ჯაჭვის აწყობას და საკუთარი საწყობის მშენებლობას გეგმავს

news image

საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია GBN • ჯიბიენი- მიზანია საქართველოს ბაზრისთვის ნოვატორული ლოგისტიკური მომსახურების შეთავაზება, რომელიც დაფუძნებულია ოპერატიულობასა და სანდოობაზე, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან კომპანიის დამფუძნებელმა თამარ ჯიოშვილმა განაცხადა. მისი თქმით, GBN აქტიურად მუშაობს ტვირთების ტრანსპორტირების ყველაზე ოპტიმალური მარშრუტების დაგეგმარებასა და მომხმარებლებისთვის დროითი და ფინანსური რესურსების დაზოგვის ხელშეწყობაზე.

ჩვენ არ ვიშურებთ ძალისხმევას იმისთვის, რომ ჩვენი მომხმარებლების მოლოდინი გავამართლოთ. დაარსებიდან დღემდე GBN-ის გუნდმა შეძლო წამყვანი პოზიციის დაკავება ქართულ ლოგისტიკურ ბაზარზე. ყველასთვის სასიკეთო და სასურველი მიზნების მისაღწევად ჩვენ მზად ვართ განვაგრძოთ წინსვლა და განვითარება

კომპანიის წარმატებას განსაზღვრავს უმაღლესი ხარისხის სერვისის მიწოდება, რაც ასეთი დეფიციტურია დღევანდელ რეალობაში. ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ამაზე ჩვენი პარტნიორი კომპანიების რაოდენობა და მათი უკუკავშირი მეტყველებს. ჩვენთან ხარისხი მიიღწევა: მაღალი კვალიფიკაციით, მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირებით, უსწრაფესი კომუნიკაციითა და უკუკავშირით“, - აცხადებს თამარ ჯიოშვილი.
GBN გეზ-ის მახლობლად საკუთარი საწყობის მშენებლობას გეგმავს, სადაც კარგო ტვირთების მოზიდვასაც აპირებს.
თამარ ჯიოშვილის თქმით, პროექტის განხორციელებისთვის მიწის ფართობი უკვე მოძიებულია და A კლასის საწყობი 2500 კვ/-ზე იქნება განთავსებული. კომპანია ამ დროისათვის გარდაბნის მუნიციპალიტეტში მიწის გადმოფორმების პროცედურებითაა დაკავებული. კომპანიამ მიწა 250 ათას დოლარად იყიდა, ხოლო უშუალოდ საწყობის მშენებლობისთვის რა მოცულობის ინვესტირება იქნება საჭირო, ამ დროისათვის GBN-ში კალკულაცია და ფასების კვლევა მიმდინარეობს. კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ ინვესტირებას საკუთარი ძალებითა და საქართველოს ბანკის ჩართულობით მოახდენს.
კომპანია GBN ტვირთების ტრანსპორტირებას შეკვეთების მიხედვით ახორციელებს, თუმცა დიდ გათვლებს მაინც ჩინეთიდან გადმოზიდვებზე აკეთებს.
ტვირთების გადაზიდვებს ვახორციელებთ ყველა იმ მიმართულებებზე, რაზეც გაქვს დაკვეთა. თუმცა ჩვენი კომპანიის მაგალითზე პრიორიტეტი სახმელეთო გადაზიდვაა და ჩვენი საქმიანობის 80-85%- სწორედ სახმელეთო გადაზიდვებზე მოდის. რაც შეეხება მიმართულებებს, ექსპორტის შემთხვევაში ყველაზე მოთხოვნადი მაინც რუსეთში ექსპორტია, ხოლო იმპორტის შემთხვევაში დიდ წილი ჩინეთსა და ევროპაზე მოდის. აღნიშნულ მიმართულებებს ძირითადად საავტომობილო და საზღვაო გადაზიდვებით ვემსახურებით. საუბარია როგორც მულტიმოდალურ ტვირთებზე, ისე ნაკრებ ტვირთებზე. ასევე სრულ ტვირთებზე.
GBN ძირითადად დიდი მოცულობის ტვირთების ტრანსპორტირებაზე ვართ ორიენტირებული, 0,5 ტონა და ზემოთ. საფოსტო გზავნილებს ჩვენი კომპანია არ ემსახურება“, - განმარტავს GBN-ის დამფუძნებელი.
კომპანიის მაგალითზე მიმდინარე წელს ჩინეთის მიმართულება საკმაოდ გააქტიურებულია, რასაც ხელი ქართველი გადამზიდავებისთვის ჩინეთის ბაზრის გახსნამაც შეუწყო,
მიმდინარე წელს ჩვენს გადაზიდვებში ჩინეთიდან გადმოზიდვები აქტიურად ჩაერთო, რადგანაც 2024 წლის სექტემბრიდან ქართველი მძღოლებისთვის ექსპორტ-იმპორტის შემთხვევაში უვიზო მიმოსვლა დაწესდა და ამან უკვე გავლენა მოახდინა გადაზიდვებზეც, რადგანაც ქართველი გადამზიდავებისთვის ჩინეთის ბაზარი სრულად გაიხსნა. შესაბამისად ჩინეთის სახმელეთო მიმართულება უკვე აქტიურად ჩაერთო“, - აცხადებს თამარ ჯიოშვილი.
GBN-ის მიერ იმპორტირებული ტვირთების 50%- ქვეყანაში რჩება, ხოლო 50%-ის რეექსპორტზე გადის.
GBN ბაზარს საკმაოდ დივერსიფიცირებულ მომსახურებებს სთავაზობს.

ჩვენი კონკურენტული უპირატესობა არის პასუხისმგებლობა და ტვირთების უსაფრთხოებაზე ზრუნვა. ეს ის მიდგომებია, რაც ჩვენი სერვისების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია. საერთაშორისო გადაზიდვების სფეროში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს ტვირთის უსაფრთხო ტრანსპორტირებას და იმას, თუ რამდენად არის მზად გადამზიდავი კომპანია წარმოქმნილი ზიანის შემთხვევაში საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა. აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში კომპანია GBN- აქვს სამი ძირითადი უპირატესობა: დაზღვეული ტვირთები, სრული პასუხისმგებლობა ტვირთის აღებიდან საბოლოო დანიშნულების წერტილამდე, ზარალის წარმოქმნისას ორმხრივ შეთანხმებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება“, - ამბობს GBN-ის დამფუძნებელი.

საერთაშორისო გადამზიდავ კომპანია GBN-ში აცხადებენ, რომ საერთაშორისო გადაზიდვებს უდიდესი როლი ენიჭება როგორც საერთაშორისო ვაჭრობის, აგრეთვე ქვეყნის ეკონომიკისა და ბიზნეს სექტორის განვითარებისთვის. საერთაშორისო გადაზიდვების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვები:

ტრაილერები სრული დატვირთვით ევროპიდან,

ტრაილერები სრული დატვირთვით ევროპაში,

ტრაილერები სრული დატვირთვით დსთ ქვეყნებიდან და დსთ ქვეყნებში.

სანდო სერვისმა განაპირობა კომპანიის სწრაფი ზრდა, რამაც გაერთიანების სტრატეგიის რეფორმის საჭიროება წარმოშვა, რომლის არსიც შემდგომში მდგომარეობდა: „გადაზიდვის ტარიფების კიდევ უფრო შემცირება ხარისხიანი სერვისის შენარჩუნების პირობებში“ – აღნიშნული რეფორმა წარმატებით გატარდა და დაინერგა.

კომპანია GBN-ის ლოგისტიკური ჯგუფი ორიენტირებულია შესთავაზოს სანდო სერვისი და დაბალი ფასები იმპორტიორებსა და მომწოდებლებს, რომლებსაც სურთ სწრაფად, ეფექტურად, უსაფრთხოდ და მომგებიანად განახორციელონ თავიანთი ტვირთების ტრანსპორტირება.

პროფესიონალი მენეჯერების, პროცესების სპეციალიზაციის და უახლესი ტექნოლოგიების დახმარებით, ჩვენ შევძელით მაქსიმალურად დაბალი ტარიფებისა და დახვეწილი სერვისის შექმნა. ინდივიდუალური მიდგომა თითოეული გადაზიდვის მიმართ კომპანიის წარმატების გარანტია.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image სადაც კონკურენცია არ არის იქ განვითარება არ იქნება - მიხეილ ჯაფარიძე

09.05.2025.12:20

კონკურენცია ნებისმიერ შემთხვევაში არის მამოძრავებელი ყველაფრის, თუ კონკურენცია არ არის იქ განვითარება არ იქნება, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკური ფორუმის მე-19 დისკუსიაზე სადაზღვევო კომპანია „არდის“ გენერალური დირექტორი მიხეილ ჯაფარიძემ სექტორში კონკურენციის შეფასებისას.

„კონკურენცია ნებისმიერ შემთხვევაში არის მამოძრავებელი ყველაფრის. კონკურენცია თუ არ არის, იქ განვითარება არ იქნება იმიტომ, რომ მონოპოლისტურ სისტემებს ნაკლები განვითარება ახასიათებს. იმიტომ, რომ სტიმული ნაკლებია. ჩვენს შემთხვევაში თუ იმას გულისხმობთ, რომ ჩვენი კომპანია არის საქართველოში ყველაზე მსხვილი საინვესტიციო კომპანიის შემადგენლობაში, ამ შემთხვევაში ჩვენ კონკურენცია გვაქვს ჩვენს ინსტიტუციაში შემოვალ კომპანიებთან. ჩვენ თვითონ გაქვს ერთმანეთთან კონკურენცია. იქიდან გამომდინარე უფრო ბიზნეს მოდელს გავყვებოდი, რა არის ინტერესი სადაზღვევო კომპანიების, რომლებიც ბაზარზე ოპერირებენ. თუ თვითმყოფადობა ინტერესია, ანუ თვითმყოფადი და დამოუკიდებელი იყოს ყველა მაშინ ეს საკითხი ნაკლებად მტკივნეულია. რადგანაც თუ არ განვითარდი კონკურენციაში სხვა აუცილებლად დაგჯაბნის. ფიცი-მტკიცი, რომ არ დავიწყო, ძალიან რთულია და თვითმყოფადობის მაძიებელი კომპანია, მათ შორის ჩვენს ჯგუფში, ის ისწრაფვის საკუთარი მყოფადობისკენ და შესაბამისად შესაძლებელია, რომ ჩვენ მოლაპარაკება მათთანაც ხისტი გვქონდეს. იმიტომ, რომ ჩვენ მივიღოთ ის პირობები რაც გვჭირდება. ამიტომ ამ კუთხით ჯერჯერობით საქმე მარტივი არ არის. პირიქით, საკმაოდ რთულია ამის მიღწევა, რადგანაც ყველა იღვწის იმისთვის, რომ საკუთარი თავი დაიმკვიდროს.

თუ კი სადმე, რამე კუთხით კონკურენცია იზღუდება ამას თავის რეაგირება აქვს ხოლმე. ჩვენ როცა ვმოქმედებთ ვმოქმედებთ იმ საკანონმდებლო ჩარჩოში რაც გაქვს და შესაბამისად ბაზარს ეტყობა, როგორი კონკურენტულია“, - განაცხადა „არდის“ გენერალურმა დირექტორმა.

მიხეილ ჯაფარიძის თქმით, საქართველოში სადაზღვევო ინდუსტრია ყველაზე დაბალ მარჟიანი ინდუსტრიაა.

„ის არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალ მარჟიანი. ამას კი იწვევს კონკურენცია. რომ შევხედოთ სადაზღვევო კომპანია თუ რა რესურსებს ხარჯავს იმისათვის, რომ უამრავი საზედამხედველო ნორმები ჰქონდეს დაკმაყოფილებული და მერე შევხედოთ სადაზღვევო კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებს სამწუხაროდ ასე მარტივი არ არის. ჯანდაცვის სექტორში ერთ-ერთი დიდი საზრუნავი არის ის, რომ კერძო ჯანმრთელობის დაზღვევის საფასური იზრდება და კიდევ უფრო გაიზრდება. ეს დინამიკა იქნება კიდევ უფრო მზარდი და ტემპი კიდევ უფრო გაიზრდება. იმიტომ, რომ სინერგია ჯერჯერობით ვერ ხდება და იმედი მაქვს მოხდება და სამედიცინო სექტორის გაძვირება ძირითადად გაიზრდება ჯიბიდან გადამხდელზე და სადაზღვევო კომპანიაზე. სხვაგან ფასები ძირითადად ფიქსირებულია. აქედან გამომდინარე მთელი ტვირთი გადადის ამ ორი მიმართულებით. ჩვენ ამას განვიცდით, იმიტომ, რომ ფასი იზრდება სადაზღვევო კომპანია ვერ ხეირობს და პირიქით უფრო ზარალდება და გეტყვით რატომ. სადაზღვევო კომპანიის კონტრაქტები არის 12 თვიანი. თქვენ დაეზღვიეთ და როგორც წესი კონტრაქტი ჩაამთავრა სადაზღვევო კომპანიამ იმ ფასით, რომლითაც თქვენ დაგაზღვიათ. სადაზღვევო კომპანიას შუა წელიწადში ყველაფერი ეცვლება. ყველაფერი თავდაყირა უდგება იმის მიხედვით თუ რა ტიპის გამოწვევაა. შესაბამისად ბოლოში რომ მიდის და კონტრაქტის განახლებაზე იქ უკვე სადაზღვევო კომპანია მისდევს არა იმას თუ რა იქნება მომავალ წელს, არამედ რა იყოს წინა წელს. სადაზღვევო ინდუსტრია ყველაზე გამჭვირვალე ინდუსტრიაა და მონაცემებს, რომ ჩავხედოთ დაინახავთ, რომ ან მარჟა არ არის, ან ძალიან მინიმალურია. თუ შევხედავთ ნებაყოფლობით დაზღვევას ძალიან მწირი ინდუსტრიაა. ამიტომ კონკურენცია უნდა იყოს ნებისმიერ შემთხვევაში დაცული. ჩვენ გვყავს შესაბამისი ორგანოები და თუ რაიმე ამ მხრივ იქნება პრობლემური რეაგირებაც უნდა ჰქონდეს. ჯერჯერობით ჩვენ გამოწვევა გაქვს კონკურენციის ძალიან დიდი სიჭარბე, რომელიც ამ მარჟას უფრო ქვემოთ წევს“, - განაცხადა მიხეილ ჯაფარიძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა