მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7094.6
-0.0098
flag
AZN 1.5767
-0.0008
flag
CNY 38.805
-0.0058
flag
EUR 3.1782
-0.0071
flag
GBP 3.6508
-0.0076
flag
KZT 54.1
-0.001
flag
TRY 0.0613
-0.0001
flag
USD 2.6807
-0.0012

საერთაშორისო ბაზრების ათვისებას ვგეგმავთ - Mimo

news image

Mimo • მიმო მომხმარებლებს  მრავალფეროვან, საბავშვო პროდუქციას, სთავაზობს რომელიც  უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან მზადდება. ბრენდი ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს. „მიმოსსიახლეებისა და სამომავლო გეგმების შესახებ, Business Insider Goergia კომპანიის თანადამფუძნებელს ანი ნიკოლაიშვილს ესაუბრა.

 

როგორია კომპანიის საქმიანობის სფეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს? 

ქართული ბრენდი „მიმო" 2021 წელს შეიქმნა ორი მეგობრის მიერ. საქმიანობის პირველი ეტაპი პანდემიის პერიოდს დაემთხვა, რაც გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. თუმცა, ბრენდმა მალევე მოიპოვა მომხმარებლის სიყვარული, რამაც შესაძლებელი გახადა პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება. კომპანია „მიმო" აწარმოებს საბავშვო ნივთებს, აქსესუარებს, „სპილო" ბალიშებს, სლინგებს, ფერად დასაფენ მატებს და ა.შ. მომხმარებლებს ვთავაზობთ მაღალი ხარისხის პროდუქციას, რომელიც დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულისგან და ორიენტირებულია ბავშვების ბედნიერებასა და მშობლების კომფორტზე.

 

როგორია კომპანიის ასორტიმენტი?

ჩვენი ასორტიმენტი საკმაოდ მრავალფეროვანიაუახლოეს მომავალში ვგეგმავთ მის კიდევ უფრო გაფართოებას.

 

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

საბავშვო პროდუქციაზე მოთხოვნა ჩვენს ბაზარზე მზარდია. თუმცა, მომხმარებელი ასეთ დროს ფრთხილია და უპირატესობას ძირითადად მაღალ ხარისხს ანიჭებს. ვინაიდან საქმე ბავშვებს ეხება, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ წარმოებული პროდუქცია უსაფრთხო და კომფორტული იყოს ჩვილებისა და მოზარდებისთვის. ჩვენი მიზანია, ასევე, გავუმარტივოთ და გავულამაზოთ ბავშვის გაზრდის პროცესი მშობლებს.

 

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად? 

როგორც ჩვენი მომხმარებლები აღნიშნავენ, „მიმო" ბაზარზე გამორჩეულად ფერადი და ესთეტიკური ბრენდია. ჩვენი მიზანი თავიდანვე იყო ვყოფილიყავით განსხვავებული და გვქონოდა ინდივიდუალიზმი. ვფიქრობ, ჩვენს მიერ შექმნილი ფერთა პალიტრის მეშვეობით ეს მოვახერხეთ. „მიმო" დღეს თავისი ინდივიდუალური ფერებით გამოირჩევა, რომელიც მას ყველა სხვა ბრენდისგან განასხვავებს. გარდა ამისა, მუდმივად ვცდილობთ ახალი პროდუქციის შექმნას და კომპანიის განვითარებას. განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს ჩვენს მომხმარებლებთან. მათი აზრი ჩვენთვის მუდამ საინტერესოა და ჩვენი დამოკიდებულებაც მათდამი მუდამ ლოიალური და მეგობრულია.

 

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები? 

სამომავლო მოკლევადიანი გეგმა კომპანიის პროდუქციის მრავალფეროვნებას და გაყიდვების კონკრეტულ ნიშნულამდე აწევას გულისხმობს. ასევე, უახლოეს მომავალში გვსურს "მიმოს" საკუთარი მაღაზიის გახსნა, სადაც მომხმარებლებს შეეძლებათ უშუალოდ გაეცნონ ჩვენს სრულ ასორტიმენტს. გრძელვადიან პერსპექტივაში კი უცხოური ბაზრების ათვისებას განვიხილავთ. არსებობს კონკრეტული შესაძლებლობები ამ მიმართულებით, რომელზეც კომპანია აქტიურად მუშაობს და დიდი იმედი გვაქვს, რომ ქართული ბრენდიმიმო" მალე საერთაშორისო ბაზარზეც გავა.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image კოკა-კოლას „წლის რეგიონი“ - დაჯილდოება თანამშრომლებისა და პარტნიორების წახალისებისთვის

13.02.2026.21:56

თანამშრომლებზე ზრუნვის, წახალისებისა და მოტივაციის ზრდის მიზნით, კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ტრადიციად აქცია. 13 თებერვალს, ქობულეთში, სასტუმრო „ჯორჯია პალასმა“ დაჯილდოების ცერემონიას „წლის რეგიონი“ უმასპინძლა, სადაც კომპანიამ რეგიონებში მოქმედი პარტნიორები დააჯილდოვა.

„წლის რეგიონი“- ეს არის კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ მიერ რეგიონებში მომუშავე პარტნიორებისთვის შექმნილი დაჯილდოება, რომლის მთავარი მიზანი თანამშრომლების წახალისება და დასახული გეგმების გუნდურად შესრულების ხელშეწყობაა. ეს ჯილდო მადლიერების ჟესტია იმ პარტნიორების მიმართ, რომელთაც კომპანიის წარმატებაში ყოველდღიური წვლილი შეაქვთ.

„ეს არის კოკა-კოლას პარტნიორების დაფასება, რაც აუცილებელია მოტივაციისთვის. მოტივაციისა და პატივისცემისთვის ეს დაჯილდოება არის ჩვენი სიმდიდრე. ეს არ არის მხოლოდ შეხვედრა შეხვედრისთვის, ეს ჩვენი - კოკა-კოლას - დიდი ოჯახის შეკრების პრეზენტაცია, სადაც ვაჩვენებთ რამდენად პატივს ვცემთ დიდ ბიზნესსა და ჩვენს ქვეყანას, რომელსაც ვემსახურებით. ამით ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს დამოკიდებულებას ქვეყანასთან, ოჯახებთან, ბიზნესთან; რაც მთავარია ჩვენ ერთმანეთს ყოველ წელს ვუმტკიცებთ, რამდენად გავიზარდეთ ჩვენ თვითონ. ცოტა სხვანაირად რომ ავხსნა - ეს კონკურსია ცოდნის, დისციპლინის, ნდობისა და ერთობლიობის. ეს მრავალფეროვანი შეფასებაა. გვეამაყება რომ ჩვენი როლი სახელმწიფოს ეკონომიკაში ძალიან მნიშვნელოვანია. ათასობით ადამიანი და ოჯახი მონაწილეობს ამ პროცესში“, - განაცხადა კომპანია "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ თემურ ჭყონიამ.

თანამშრომლების დაფასება და მათი პროფესიული ზრდის მხარდაჭერა კი “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” კორპორატიული კულტურის განუყოფელი ნაწილია. კომპანიას რეგიონებში პარტნიორებთან მრავალწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება აქვს, მსგავსი ინიციატივა კი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ მხარდაჭერას, რომელსაც კომპანია თითოეულ დასაქმებულს სთავაზობს. დაჯილდოება “წლის რეგიონი” იმ უწყვეტი პროცესის ნაწილია, რომელსაც თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაში ინვესტირება ჰქვია. კომპანიის მიზანია შექმნას გარემო, სადაც თითოეული თანამშრომელი და პარტნიორი, საკუთარი შრომის შედეგსა და დაფასებას ხედავს.

განვითარებაზე, ზრდასა და პროგრესზე ორიენტირებული კრიტერიუმების მიხედვით, საუკეთესო შედეგების მქონე რეგიონები, კომპანია “კოკა-კოლამ” 6 სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინა და გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადასცა.

კოკა-კოლას პარტნიორები რეგიონებიდან შემდეგ ნომინაციებში დაჯილდოვდნენ:

  • საუკეთესო მარკეტინგული კამპანიების ორგანიზატორი 
  • საუკეთესო RGM პარტნიორი  (RGM – Revenue Growth Management – შემოსავლის ზრდის მენეჯმენტი)
  • ბიზნესის განვითარების ლიდერი
  • წლის საუკეთესო რეგიონალური სუპერვაიზერი
  • წლის საუკეთესო რეგიონალური პრისეილერი
  • წლის საუკეთესო რეგიონალური პარტნიორი

გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები - კოკა-კოლას ოქროს ბოთლი, კოკა-კოლას ბრენდირებული საჩუქრების ყუთი, საერთაშორისო სერტიფიკატი და ფულადი ჯილდო გადაეცათ. რეგიონების შეფასება კი ისეთ რამდენიმე მნიშვნელოვან კრიტერიუმს ეფუძნებოდა, როგორიცაა გასულ წელთან შედარებით მიღწეულ შედეგები, გეგმის შესრულების ხარისხი, კონტრიბუცია, RGM - შემოსავლის ზრდის მენეჯმენტი და მარკეტინგული აქტივობები.

კომპანია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასგან” თანამშრომლების წახალისება უკვე ტრადიციაა, რაც მათი შრომისა და მიღწევის დაფასებას ემსახურება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა