საერთაშორისო ასპარეზზე ბათუმის ახლებური მომავლის ფორმირებაზე „ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია - გოჩა კამკია
„ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტს ბათუმისთვის ახლებური მომავლის ფორმირებაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლია. ამის შესახებ განცხადებას „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალური დირექტორი გოჩა კამკია აკეთებს, რომელიც ამ დროისათვის დუბაიში იმყოფება და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტს საერთაშორისო ინვესტორებს აცნობს.
„ჩვენ ღრმად გვწამს, რომ „ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, ბათუმისთვის ახლებური მომავლის ფორმირებისა და საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი რეგიონის ცნობადობის გაზრდის პროცესში. ჩვენი გუნდის ძირითად მამოტივირებელ ძალას, იმგვარი დანიშნულების ადგილის შექმნა წარმოადგენს, სადაც სრულფასოვნად იქნება ასახული ის სულისკვეთება, რომელიც საქართველოს, როგორც ქვეყანას, განვითარებასთან და წინსვლასთან მიმართებით ახასიათებს“, - აცხადებს გოჩა კამკია.
პროექტი, რომელსაც „ამბასადორ ჯგუფი“ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით ახორციელებს, მალე მთელი საქართველოს სავიზიტო ბარათი გახდება.
„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ ინოვაციური პროექტი, აჭარის რეგიონის შეუქცევადი განვითარების შთამბეჭდავი სიმბოლოა, რომელიც ადგილმდებარეობის, მასშტაბისა და ფუნქციური მრავალფეროვნების გათვალისწინებით რეგიონის ახლებური ტურისტული და ეკონომიკური ცენტრის როლს შეასრულებს.
პროექტი სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას ინვესტორებს, რომ კაპიტალდაბანდება განახორციელონ ისტორიული მნიშვნელობის პროექტში, რომლის სწრაფი ზრდის ტემპიც, მათი საინვესტიციო პოტენციალის მაქსიმალური ზრდის მთავარი წინაპირობა გახდება.
„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ დუბაის მსოფლიო სავაჭრო ცენტრში უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს. პროექტი, რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის ზღვაში ფორმირებას ითვალისწინებს, ერთნაირად მიმზიდველია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორებისთვის.
„ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტი მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების სრული დაცვით ვითარდება. ის რეგიონის ურბანული განვითარების ახლებური სტანდარტების დადგენასა და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას მოემსახურება.
დუბაიში მიმდინარე გამოფენის ფარგლებში „ამბასადორი აილენდის“ სტენდს დუბაის მიწის დეპარტამენტის (DLD) გენერალური დირექტორი მარვან აჰმედ ბინ ღალიტი, დელეგაციასთან ერთად ეწვია. გამორჩეულ სტუმრებს შორის იმყოფებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გიორგი ჯანჯღავა, რომელმაც პროექტის საერთაშორისო ასპარეზზე გამოჩენას მხარდაჭერა გამოუცხადა და წარმატებები უსურვა.
სტენდის თითოეულ სტუმარს, შესაძლებლობა აქვს კუნძულის ვირტუალურ ტურში მიიღოს მონაწილეობა. აღნიშნული ტურის სრულყოფა კი, ხელოვნური ინტელექტისა და ინტერაქციული ეკრანების საშუალებით მოხდება.
საგამოფენო პერიოდში, კომპანიის წარმომადგენლები სხვადასხვა ბიზნეს პროგრამაში იღებენ მონაწილეობას და სპეციალურად მოწყობილ მულტიფუნქციურ სტენდთან, კუნძულზე საინვესტიციო შესაძლებლობებთან დაკავშირებით ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან დაინტერესებულ პირებს.
პროექტი, რომლის განხორციელებაც უკვე დაწყებულია ბათუმში მალე ახალი მიზიდულობის ცენტრს გააჩენს და შავი ზღვის სანაპიროზე გაშენებულ, ულამაზეს ქალაქს კიდევ ერთ დანიშნულებას შესძენს. პროექტის განვითარების ფარგლებში 20 000-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
კუნძულის პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან, მათ შორის ბრიტანული კომპანია Arup-თან, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არაერთი ქალაქის გეგმარებაშია ჩართული და არქიტექტურული და საინჟინრო კომპანია Yüksel Proje-სთან თანამშრომლობით ახორციელებს.
ამბასადორი აილენდ ბათუმზე ცხოვრების გამოცდილება, მჭიდროდ არის გადაჯაჭვული მდგრადი განვითარების თანამედროვე პრინციპებთან. პროექტის ფუნდამენტს, ადამიანისა და ბუნების ჰარმონიული თანაცხოვრებისთვის საჭირო, მდგრადი ურბანული დაგეგმარება წარმოადგენს, სადაც ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი, ენერგოეფექტური შენობები და ადგილობრივ ბიომრავალფეროვნებასთან თავსებადი მწვანე სივრცეები, მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ადგილობრივი ბუნებრივი ლანდშაფტის შენარჩუნებასა და მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელ, ცირკულარულ ეკონომიკას.
დღის ტოპ 10 სიახლე
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რა გავლენა იქონია ტრამპის სატარიფო პოლიტიკამ ქართული კომპანიების აქციებზე - ლაშა ქავთარაძის შეფასება
მზად ვართ ბიზნეს ვესაუბროთ შეღავათებზე, რომ ექსპორტის წილი კიდევ უფრო გაიზარდოს - შოთა ბერეკაშვილი
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
19 , 2025
დუბაის მსოფლიო სავაჭრო ცენტრში უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე „ამბასადორი აილენდ ბათუმის” გუნდი ისტორიული მნიშვნელობის პროექტს წარადგენს, რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად.
„ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტი მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების სრული დაცვით ვითარდება და რეგიონის ურბანული განვითარების ახლებური სტანდარტების დადგენას მოემსახურება.
„ჩვენ ღრმად გვწამს, რომ „ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, ბათუმისთვის ახლებური მომავლის ფორმირებისა და საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი რეგიონის ცნობადობის გაზრდის პროცესში. ჩვენი გუნდის ძირითად მამოტივირებელ ძალას, იმგვარი დანიშნულების ადგილის შექმნა წარმოადგენს, სადაც სრულფასოვნად იქნება ასახული ის სულისკვეთება, რომელიც საქართველოს, როგორც ქვეყანას, განვითარებასთან და წინსვლასთან მიმართებით ახასიათებს, აღნიშნა „ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალურმა დირექტორმა.
საგამოფენო პერიოდში, კომპანიის წარმომადგენლები სხვადასხვა ბიზნეს პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას და სპეციალურად მოწყობილ მასშტაბურ მულტიფუნქციურ სტენდთან, კუნძულზე საინვესტიციო შესაძლებლობებთან დაკავშირებით ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან დაინტერესებულ პირებს.
სტენდის თითოეულ სტუმარს, შესაძლებლობა ექნება კუნძულის ვირტუალურ ტურში მიიღოს მონაწილეობა. აღნიშნული ტურის სრულყოფა კი, ხელოვნური ინტელექტისა და ინტერაქციული ეკრანების საშუალებით მოხდება.
კუნძულის პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს, როგორებიცაა: ბრიტანული კომპანია Arup, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არაერთი ქალაქის გეგმარებაშია ჩართული, არქიტექტურული და საინჟინრო კომპანია Yüksel Proje