მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7067.5
-0.0008
flag
AZN 1.5946
-0.0002
flag
CNY 37.782
0.001
flag
EUR 3.1568
0.0143
flag
GBP 3.646
0.0123
flag
KZT 50.89
0.0014
flag
TRY 0.0672
-0.0001
flag
USD 2.7118
-0.0003

საერთაშორისო ანალიტიკურმა ლაბორატორიამ BAG-ის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ლაბორატორიის სერვისები და კვლევები გააცნო

news image

საერთაშორისო ანალიტიკურმა ლაბორატორიამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან თანამშრომლობით, BAG-ის წევრებისთვის ლაბორატორიაში საინფორმაციო ტური გამართა.

 

საინფორმაციო ტურის მსვლელობისას ასოციაციის წევრი კომპანიების ხარისხის სამსახურის წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ ლაბორატორიის საქმიანობას, რომელიც მოიცავს 500-მდე კვლევას სურსათის უვნებლობის, აგრარული და ვეტერინარული მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია მომსახურებას სთავაზობს როგორც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებსა და ფერმერებს, ასევე ფიზიკურ პირებს.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორიის საქმიანობის სფერო დიაგნოსტიკის ერთიან ციკლს მოიცავს, რომელშიც ინტეგრირებულია აგრარული და ვეტერინარული მიმართულებები, ასევე წყლისა და სურსათის უვნებლობისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების 500-მდე კვლევა. ლაბორატორია ასევე ახორციელებს გარემოს მონიტორინგს საანალიზო ნიმუშების აღების გზით.

 

„საერთაშორისო ანალიტიკურ ლაბორატორიას მინიჭებული აქვს საერთაშორისო დონის აკრედიტაცია, რაც განსაზღვრავს ჩვენს სტანდარტებსა და ხარისხს. მომხმარებელს ვპირდებით სწრაფ და ზუსტ მომსახურებას და მაქსიმალურად მოქნილ სერვისს. ასეთი შეხვედრები გვეხმარება შესაბამისი კომპანიებისა და ადამიანების ინფორმირებაში ლაბორატორიის საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვანია მომავალი თაობებისთვის და ზოგადად გარემოსთვის" განაცხადა საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორიის დამფუძნებელმა ნათია ცაბუტაშვილმა.

 

„საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის სტანდარტებთან და მომხმარებელს მაღალი ხარისხის სერვისებს სთავაზობს, რაც მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითარებისა და ჩვენი მოსახლეობისთვის. აღსანიშნავია, ლაბორატორიის როლი და ფუნქცია, რომელიც განმსაზღვრელია ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოსი. დარწმუნებულები ვართ, მის წარმატებაში, ვინაიდან, სწორედ ასეთი მაღალი სტანდარტებისა და ხარისხის მქონე ლაბორატორიებს მიენიჭებათ განმსაზღვრელი როლი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ. 

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image შემოდგომაზე, თბილისში Autograph Collection-ის ბრენდის სასტუმრო Paragraph Golf & Spa Tabori იხსნება

21.07.2025.11:00

თბილისში შემოდგომაზე Autograph Collection-ის ბრენდის სასტუმრო Paragraph Golf & Spa Tabori იხსნება.

„ქალაქის თავზე მდებარე სასტუმროს სულ რამდენიმე წუთი გაშორებთ, სადაც დასვენების, გართობისა და განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობის უნიკალურ გამოცდილებას მიიღებთ.

აქ დაგხვდებათ მსოფლიო კლასის სპა ცენტრი, მაღალი დონის მომსახურება, გასტრონომიული თავგადასავალი და ცხრა ფოსოიანი გოლფის მოედანი თბილისის შთამბეჭდავი ხედებით.

თვალი ადევნეთ ჩვენს გვერდს, სადაც საინტერესო სიახლეებს გაგიზიარებთ“, - აღნიშნულია Paragraph Golf & Spa Tabori, Autograph Collection-ის facebook-ის გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა