მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7098.1
-0.0024
flag
AZN 1.5741
-0.0005
flag
CNY 38.756
-0.0013
flag
EUR 3.148
-0.0086
flag
GBP 3.6067
-0.0042
flag
KZT 53.78
-0.0059
flag
TRY 0.061
-0.0002
flag
USD 2.676
-0.0009

სად ვუყუროთ საქართველო - საბერძნეთის საფეხბურთო მატჩს?

news image

26 მარტს 21:00 საათზე ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისთვის ისტორიულ მატჩს უმასპინძლებს. ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ფინალში საქართველოს ნაკრები საბერძნეთს შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატზე საგზურს მოიპოვებს. თამაშს ათობით ათასი გულშემატკივარი მოუთმენლად ელოდება, ბილეთები კი სრულად გაიყიდა. სწორედ ამიტომ, თუ შენც მათ შორის აღმოჩნდი, ვინც თამაშს სტადიონზე ვერ ესწრება, ამ სტატიაში წარმოგიდგენთ რამდენიმე ადგილს, საიდანაც ეროვნული ნაკრების გულშემატკივრობას შეძლებ.

  1. საქართველოს ბანკის სერვის ცენტრები

საქართველოს ბანკი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მთავარი სპონსორი და ქართული ფეხბურთის მხარდამჭერია. მარტის ორი მნიშვნელოვანი თამაშის წინ, ბანკმა მასშტაბური საფეხბურთო კამპანია წამოიწყო, რომლის სლოგანია „საქართველო ფორმაშია“. კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ბანკმა გულშემატკივრებს არაერთი შეთავაზება მოუმზადა, მათ შორის შესაძლებლობა მისცა, მატჩს სხვადასხვა ქალაქში 40-მდე სერვის ცენტრის მონიტორზე (თბილისში,ზუგდიდში, ფოთში, სენაკში, ოზურგეთში, ქუთაისში, რუსთავში, ხაშურში, ბათუმში, საგარეჯოში) უყურონ.

  1. თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის ცენტრები

21 მარტის მსგავსად,  საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველო-საბერძნეთის მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია სამ ქალაქში კვლავ დიდ ეკრანზე გაიმართება. ესენია:

  • თბილისი — პირველი რესპუბლიკის მოედანზე;
  • ქუთაისი — თეთრ ხიდთან;
  • ბათუმი — ევროპის მოედანზე;

ლუქსემბურგთან მატჩის მიმდინარეობისას ამ ადგილებზე ათასობით გულშემატკივარმა მოიყარა თავი და განსაკუთრებული სპორტული განწყობა შექმნა.

  1. ბარი - დროშები ჩქარა

დროშები ჩქარა სტუმრებს საქართველოს თითოეული კუთხიდან ყურძნის განსაკუთრებული ჯიშებისგან დამზადებულ ღვინოებს სთავაზობს. ღვინის ბარის კონცეფცია ეროვნულ თემატიკას ეფუძნება, სწორედ ამიტომ ნაკრების თამაშებზე აქ განსაკუთრებული ატმოსფერო ტრიალებს. დროშები ჩქარა ელენე ახვლედიანის აღმართზე, 20 ნომერში მდებარეობს.

რაც მთავარია, 15 აპრილამდე ბარში დროშები ჩქარა PLUS ბარათი გადახდისას, 30-ჯერ მეტი პლუს ქულა დაგერიცხება.

  1. Pub 44

Pub 44 სპორტულ თემატიკაზე შექმნილი პაბია თბილისში, რომელიც დიდ ეკრანზე მატჩის ტრანსლაციას უზრუნველყოფს.  სწორედ აქ შეხვდები მაისურს ხვიჩა კვარაცხელიას ავტოგრაფით და სპორტის სამყაროსთან დაკავშირებულ სხვა გაცოცხლებულ ისტორიებს. ამასთან ერთად, პაბი არაერთი საფირმო კერძსაც შემოგთავაზებს. პაბი მიხეილ ზანდუკელის 1/22 ნომერში მდებარეობს.

აღსანიშნავია, რომ თუ PUB 44-ს 15 აპრილამდე ეწვევი და PLUS ბარათით გადაიხდი, 50-ჯერ მეტი პლუს ქულა დაგერიცხება.

გაიგე მეტი Pub 44-ისა და დროშები ჩქარას შესახებ საქართველოს ბანკის პროექტ გასტროლების ამ ვიდეოდან.

  1. LoveBar

LoveBar მუსიკალური ღონისძიებების კუთხით, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილია თბილისში, თუმცა აქ 21 მარტს განსაკუთრებული სპორტული განწყობა შეიქმნა. ბარი მარცხენა სანაპიროზე, ნიკოლოზ ბარათაშვილის 182 ნომერში მდებარეობს და გულშემატკივრებს 26 მარტსაც გამორჩეულ საფეხბურთო ატმოსფეროს დაახვედრებს.

  1. Beer Time

თბილისში, ყაზბეგის 12 ბ-ში მდებარე ეს ობიექტი ბევრისთვის საყვარელი ადგილია ლუდისა და ქართული კერძების დასაგემოვნებლად. ფინალის ნახვა აქ 26 მარტს დიდ ეკრანებზეა შესაძლებელი.

  1. 9 მთა

9 მთა კრაფტ ლუდის მოყვარულების ერთ-ერთი ფავორიტი ადგილია ქალაქში. ბარს თბილისსა და ბათუმში სამი ფილიალი აქვს. მატჩი კი დედაენის ბაღში მდებარე ფილიალში პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

  1. Black Dog

კიდევ ერთი ცნობილი ბარი, რომელიც ეროვნული ნაკრების ქომაგებს თამაშის ტრანსლაციით უმასპინძლებს, Black Dog-ია. ბარი ღვინის ქარხანაში, ვასილ პეტრიაშვილის 1 ნომერში მდებარეობს. აქ 26 მარტს გულშემატკივრებს განსაკუთრებული საგულშემატკივრო განწყობისთვის საქართველოს დროშებით გაფორმებული ინტერიერი დახვდებათ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის Mastercard საგულშემატკივრო ბარათით გადახდისას  რესპუბლიკის მოედანზე და დინამო არენაზე მდებარე ფუდკორტებზე საკვებისა და სასმლის შეძენისას 50%-იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 50 ლარის ოდენობით) იმოქმედებს. ეროვნული ნაკრების ოფიციალურ ფანშოპზე, საქართველოს ბანკის Mastercard საგულშემატკივრო ბარათით გადახდისას კი, 26 მარტის ჩათვლით იმოქმედებს 50%-იანი ქეშბექი.

საქართველოს ბანკის Mastercard საგულშემატკივრო ბარათის შეკვეთა სასურველი დიზაინით საქართველოს ბანკის ციფრული არხებით არის შესაძლებელი.

ქვეყნისთვის ისტორიული მატჩი ახლოვდება. უგულშემატკივრეთ ეროვნულ ნაკრებს - საქართველო ფორმაშია!

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ინვესტიციას მოჰყვება ცოდნა და ტექნოლოგია - ლევან ვეფხვაძე

20.02.2026.22:52

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული პრობლემა სტრუქტურულ აცდენასთან არის დაკავშირებული.

როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, ბიზნესის მოთხოვნილ კვალიფიკაციებსა და უმუშევართა არსებული უნარების შორის შეუსაბამობა სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. მისი თქმით, სწორედ ეს სტრუქტურული დისბალანსი განსაზღვრავს შრომის ბაზრის მთავარ გამოწვევას და აისახება ბიზნესის განწყობებსა და BAG ინდექსის მაჩვენებლებშიც.

„სტრუქტურული უმუშევრობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ კვალიფიკაციები ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის აცდენილია. ანუ მოთხოვნა-მიწოდება რაოდენობრივი ხომ არ არის მთავარი პროცენტულად, რომ ამდენი სამუშაო ადგილია, ამდენი პროცენტი ვაკანსიაა და ამდენი პროცენტია უმუშევარი. აქ მთავარია რომ არის სტრუქტურული აცდენა კვალიფიკაციებს შორის. ის კვალიფიკაცია რაც ახლა ამ წუთას სჭირდება ბიზნესს და ის კვალიფიკაცია მეორეს მხრივ არის კვალიფიკაცია რომელიც უმუშევარს დღეს აქვს.

აცდენაზე თვითონ ბიზნესმა დაიწყო ძალიან აქტიური მუშაობა, ნაწილობრივ ძალიან გააქტიურებულია მეორეს მხრივ სახელმწიფო, მე ვგულისხმობ პროფესიული განათლების ნაწილში, თუმცა გამოწვევა მაინც რჩება შედარებით მაღალი კვალიფიკაციები, რომელთა მომზადებას სჭირდება დრო. 

არის კვალიფიკაციები, რომელიც შეიძლება ექვს თვეში ვასწავლოთ და არის კვალიფიკაციები რომელთაც წლები სჭირდება, რომ ამ კუთხით მოამზადოს და ჩვენ სამწუხაროდ ბოლო ათწლეულების განმავლობაში არასწორი მიმართულებით მივდიოდით. აღნიშნული ქმედებები არ შეესაბამებოდა ბაზარზე არსებულ კონიუნქტურასა და მოთხოვნას, რის შედეგებსაც დღეს ვიმკით“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

მისივე განცხადებით, შრომის ბაზარზე კვალიფიკაციების სტრუქტურული აცდენის დასაძლევად საჭიროა ბიზნესისა და განათლების სექტორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობა, მათ შორის ტრენინგ-ცენტრების განვითარება, პროფესიული გადამზადების პროგრამები. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ასევე საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართვა და ორმაგი დიპლომების პროგრამების გაფართოება, რათა ბაზარზე მოთხოვნად კვალიფიკაციებთან შესაბამისი ცოდნა და უნარები გაძლიერდეს.

„კვალიფიკაციებზე ძალიან კარგად მოქმედებს სხვათა შორის უცხოური პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იმიტომ, რომ ბევრი კვლევა არსებობს რომელიც ამბობს, რომ ეს არ არის მხოლოდ მონეტარული ასე ვთქვათ კონტრიბუცია რაც შეიძლება ქვეყანაში შემოდიოდეს კონკრეტული ფულის სახით. ამ ფულს მოჰყვება ცოდნა და ტექნოლოგია.

საბოლოო ჯამში, თქვენ რომ ნახოთ ის ქვეყნები რომლებმაც ბოლო პერიოდში თვითონ მიაღწიეს ტექნოლოგიურ წინსვლას - იაფი სამუშაო ძალის პირობებში მოახერხეს და შემოიტანეს ტექნოლოგიები, შემოიყვანეს ინვესტორები და დღეს უკვე ისინიც თავის დამოუკიდებელ ცურვილზე არიან გადასული იმით, რომ ისინი თვითონ არიან კვლევის ნაწილში პირველები თუ არა მეორეები - მსოფლიოში გლობალურად და არიან ძალიან მაღალ კონკურენტუნარიანები“, - განმარტა ვეფხვაძემ. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა